• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი სპორტი

ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ივნისი 9, 2026
ში სპორტი
ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
0
გაზიარება
4
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, უკრაინის სამთო-სათხილამურო კურორტ ბუკოველში ჩატარდა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი პარასპორტსმენებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა პარასპორტსმენმა უკრაინიდან, კანადიდან, მექსიკიდან და საქართველოდან.

აღნიშნულ ჩემპიონატში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, ომის ვეტერანებმა_ დავით მახარეიშვილმა და ზაზა მეზვრიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. დავით მახარეიშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა და სამშობლოში საპატიო მედლით დაბრუნდა.
დავით მახარეიშვილი გახლავთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი; იგი,ასევე, მონაწილეობდა საერთაშორისო-სამშვიდობო მისიაში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულების დროს, მანქანა, რომელშიც დავითი, თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც, მან სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. გერმანიასა და საქართველოში სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდგომ, იგი კვლავ დაუბრუნდა სამხედრო საქმიანობას, დღეს კი, აქტიურადაა ჩართული მოხალისეთა ორგანიზაციის_ ა(ა)იპ ’’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ საქმიანობაში და თავის ცოდნასა და გამოცდილებას, ახალგაზრდა თაობებს უზიარებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს დავით მახარეიშვილს ევროპის ჩემპიონატზე საპატიო მესამე ადგილს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.
ინფორმაციისთვის, უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, ბუკოველში, ევროპის ჩემპიონატი, წელს, პირველად ჩატარდა და ორგანიზატორთა განცხადებით, გახლავთ ეროვნულ-პატრიოტული, სარეაბილიტაციო სპორტული ღონისძიება, რომლის მიზანია, მოქმედი სამხედროებისა და ომის ვეტერანების ფიზიკური სიჯანსაღის განვითარება, ფსიქოლოგიური მედეგობის მხარდაჭერა და საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

ჩემპიონატის მესვეურთათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უძლიერესი ათლეტების გამოვლენა, არამედ პატივისცემის გამოხატვა იმ ღვაწლის მიმართ, რომელიც ასპარეზობის მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნის დასაცავად წარმოებულ ბრძოლებსა და თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად გაიღეს.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

წყარო

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია