საჭირო ინგრედიენტები: 3 კვერცხი, 2 სადილის კოვზი შაქარი, 1 სადილის კოვზი კაკაო, 3 სადილის კოვზი ფქვილი, 5 სადილის კოვზი შაქრის პუდრა, 120 გრამი სქელი არაჟანი, 1 პატარა შეკვრა სქელი ნაღები, 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი.

მომზადების წესი: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ კაკაო, გამაფხვიერებელი, ფქვილი და ათქვიფეთ მიქსერით ძალიან კარგად. გამოსაცხობი ტაფა მოათავსეთ 200 გრადუსზე 5 წუთით. წაუსვით ცხიმი. დაასხით ცომი და გამოაცხვეთ.
გამოიღეთ. ბისკვიტი თბილივე გადაახვიეთ. რომ გაცივდება, გაშალეთ. მიქსერით კარგად ათქვიფეთ არაჟანი, შაქრის პუდრასთან და ნაღებთან ერთად. წაუსვით ეს კრემი გაშლილ ბისკვიტს და ხელახლა გადაახვიეთ. რულეტი ნახევარი საათით მაცივარში მოათავსეთ, რომ გაცივდეს და მზად არის.












