• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციამ ვერ მოიპოვა მთავარი, ხალხის ნდობა” – რიმა ბერაძე

ივნისი 10, 2026
ში პოლიტიკა
“ჯერ სცემეს მომიტინგეები, შემდეგ ძაღლები მიუქსიეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი” – რიმა ბერაძე
0
გაზიარება
3
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ბევრჯერ გვინახავს, ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი მეორდება. ამ ადამიანებს იმდენად სწყურიათ ძალაუფლება, რომ ამ წყურვილს ერთმანეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ. ერთმანეთის კონკურენციით შეშინებულები, ხან „დიდ ბელად მიშას“ აკრიტიკებენ და ხან ერთმანეთს ინგლისური ენის ცოდნას უწუნებენ. მთელ დროს ერთმანეთის ლანძღვაში და ფეისბუკ პოსტებით პასუხის-პასუხში ატარებენ“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ.

მან ოპოზიციას მოუწოდა, ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, მეტი იფიქრონ იმაზე, თუ რას არ აკეთებენ სწორად.

„რამდენიმე ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სატელევიზიო ეთერში რიტორიკულად იკითხა, ნეტავ, რას ვერ ვაკეთებთ სწორადო? მოვუწოდებდი ჩვენს ე.წ. ოპოზიციას, ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, იქნებ ფანჩატურში დასხდნენ და ამაზე მეტი იფიქრონ. მათ გარდა ყველა მიხვდა, რას არ აკეთებენ სწორად. მათ ვერ მოიპოვეს მთავარი – ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა. იმიტომ, რომ აწყობენ ხელოვნურ პროტესტებს, ახალგაზრდებს წირავენ ფიზიკური დაპირისპირებებისთვის, პატიმრობისთვის, მომავლის განადგურებისთვის… მაშინ, როცა თავიდანვე იციან, რომ პროტესტი ხელოვნურია და არსად მსოფლიოში ხელოვნურად გამოწვეულ პროტესტს რევოლუცია არ მოუტანია. ისინი, უბრალოდ, სარგებლობენ ახალგაზრდების პოლიტიკური გამოუცდელობით, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ისინი არ არიან გულწრფელები საკუთარი მომხრეების წინაშეც კი იმიტომ, რომ მტრობენ საკუთარ ქვეყანას და ასრულებენ გარე ძალების დავალებებს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისი თქმით, ამის პარალელურად, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარლამენტიდან აქტიურად მუშაობენ დედაქალაქსა და რეგიონებში, ყოველდღიურად ხვდებიან მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს, უსმენენ და ესაუბრებიან მათ.

„ვიცით, რა აწუხებს ჩვენს ხალხს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ვმუშაობთ ამ საკითხების მოსაგვარებლად. სწორედ ამას არ აკეთებთ თქვენ, რადგან არ გიყვართ საკუთარი სამშობლო და ხალხი. ამიტომ არის თქვენი ბოლოდროინდელი პოლიტიკური რეიტინგი ასე დაბალი და უპერსპექტივო. ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დარჩა იქ, სადაც მისი ადგილია. ჩვენ კი ქვეყანაში წარმატებული საქმიანობის ახალ-ახალი მაგალითები გვაქვს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარის მოადგილემ.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს განათლების რეფორმა, შენდება ახალი სკოლები და საბავშვო ბაღები. „სასწავლო წელი წარმატებით სრულდება და წელს ბევრად მეტი წარჩინებული მოსწავლეა ქვეყანაში, ვიდრე შარშან იყო. უმჯობესდება სასწავლო ინფრასტრუქტურა, სწავლების ხარისხი და ეს შედეგებზე აისახება. ასევე, გრძელდება სკოლებისა და ბაღების მშენებლობა და ახალ სასწავლო წელს კიდევ უფრო მეტი განახლებული სასწავლო დაწესებულება შეემატება ქვეყანას“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

მისი თქმით, დაიწყო ურთიერთობების გადატვირთვა და გაუმჯობესება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ქვეყანაში სიმშვიდეა და ის სტაბილურად ვითარდება. ხელისუფლება ასრულებს ასოცირებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და აგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

„ევროპული ბიუროკრატების პირობებში, ხშირად ეს გზა ცალმხრივი ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მასზე სვლა არ შეგვიწყვეტია. ეს ის გზაა, რომელსაც ქართველი ხალხი ადგას არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად. ამ ერთობით კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ! ეს არის ის ნამდვილი ერთობა, რომელიც ქვეყნის შიგნიდან მომდინარეობს, ხალხის გულებიდან მოდის და არა უცხოელი დამკვეთებისგან. სიმართლის მხარეს დგომა და ეროვნული ინტერესების დაცვა – ეს არის ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ამდენწლიანი ერთობის მტკიცე საფუძველი. გვჯერა, სწორედ ამ ერთობით, საქართველო და ქართველი ხალხი მეტ გამარჯვებებს მოიპოვებს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია