• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

“სილამაზე იწყება სწორი მიდგომით” – ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგ სუზი ბიგვავასთან

ივნისი 10, 2026
ში საზოგადოება
“სილამაზე იწყება სწორი მიდგომით” – ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგ სუზი ბიგვავასთან
0
გაზიარება
9
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

საინფორმაციო პორტალი “ადამს მედია” გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ექიმ-კოსმეტოლოგ – სუზი ბიგვავასთან

მოგვიყევით მოკლედ თქვენს შესახებ და პროფესიულ საქმიანობაზე.

პროფესიით ვარ ექიმ კოსმეტოლოგი.  დავამთავრე ბელარუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობით გინეკოლოგია .პროფესიული გამოცდილება – ექიმი გენეკოლოგი ბელარუსიაში ვიყავი ფარმაცევტული კომპანია Berlin -chemie-ს ხელმძღვანელი.  ვმუშაობ ექიმ კოსმეტოლოგად და ლაზეროთერაპევტად საქართველოში, თუმცა ამავდროულად ვიკავებ ესთეტიკური ცენტრის დირექტორის პოზიციას. დამატებით ვარ ლაზერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსების ლექტორი და ვაორგანიზებ Beauty Industry-ის პროფესიულ შეხვედრებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. 2022 წელს საქართველოში მივიღე „წარმატებული კოსმეტოლოგის“ ჯილდო.

რატომ აირჩიეთ კოსმეტოლოგიის მიმართულება?

კოსმეტოლოგიის მიმართულება იმიტომ ავირჩიე, რომ ყოველთვის მიზიდავდა ესთეტიკა, სილამაზე და ადამიანების თვითშეფასებაზე დადებითი გავლენის მოხდენა. ჩემთვის ესთეტიკური მედიცინა მხოლოდ გარეგნული ცვლილება არ არის — ეს არის შესაძლებლობა, ადამიანს დაეხმარო თავი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნოს. ექიმის ცოდნისა და ესთეტიკის სიყვარულის შერწყმამ მიმიყვანა კოსმეტოლოგიამდე, რომელიც დღეს ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მიმართულებაა.

რა არის თქვენი მთავარი პროფესიული პრინციპი პაციენტებთან ურთიერთობისას?

ჩემი მთავარი პროფესიული პრინციპია თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, გულწრფელი კომუნიკაცია და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური შედეგის მიღწევა, არამედ პაციენტის კომფორტი, უსაფრთხოება და ემოციური კეთილდღეობა. ყოველთვის ვცდილობ, მოვუსმინო, გავითვალისწინო მათი სურვილები და შევთავაზო საუკეთესო გადაწყვეტილება პროფესიული ეთიკისა და თანამედროვე სტანდარტების დაცვით.

თქვენი გამოცდილებით, რა შეცდომას უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად კანის მოვლის დროს?

ჩემი გამოცდილებით, ყველაზე ხშირი შეცდომა არის კანის მოვლის არათანმიმდევრულობა და თვითნებურად შერჩეული პროდუქტების გამოყენება.ბევრი ადამიანი იყენებს ზედმეტად ბევრ აქტიურ ინგრედიენტს ერთდროულად, რაც კანის გაღიზიანებას იწვევს.ხშირად ავიწყდებათ მზისგან დამცავი კრემის ყოველდღიური გამოყენება, მაშინ როცა SPF კანის ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.ასევე, კანის ტიპის გაუთვალისწინებლად შერჩეული მოვლის საშუალებები ხშირად უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სარგებელს.ჩემი პროფესიული მიდგომაა: კანის მოვლა უნდა იყოს ინდივიდუალურად შერჩეული, რეგულარული და არა გადატვირთული. ხშირად „ნაკლები — უფრო მეტია“, როდესაც სწორად შერჩეულ მოვლაზე ვსაუბრობთ.

რა რჩევას მისცემდით ადამიანს, რომელიც პირველად გეგმავს კოსმეტოლოგთან ვიზიტს?

პირველ რიგში, აირჩიეთ კვალიფიციური ექიმი-კოსმეტოლოგი და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ფასის ან მოდური ტენდენციების მიხედვით. პირველ ვიზიტზე გულწრფელად ისაუბრეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, მოლოდინებსა და სურვილებზე, რადგან სწორი შედეგი იწყება სწორი კონსულტაციით. გახსოვდეთ, რომ კოსმეტოლოგიის მიზანი ბუნებრივი სილამაზის გამოკვეთა და კანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა, ამიტომ ენდეთ პროცესს და ნუ დაელოდებით სასწაულს ერთ დღეში.

რა გეგმები და მიზნები გაქვთ სამომავლოდ?

სამომავლოდ ჩემი მთავარი მიზანია პროფესიული განვითარება ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით და პაციენტებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო, თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზება.ჩემი გრძელვადიანი მიზანი კი შევქმნა სივრცე, სადაც ადამიანი შეძლებს მიიღოს მომსახურება უანგაროდ — განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ესთეტიკური მომსახურება. ადგილი, სადაც თითოეული ვიზიტორი იპოვის შინაგან სიმშვიდეს და გარეგნულ სილამაზეს, რაც მას თავდაჯერებულობასა და საკუთარ თავთან ჰარმონიას მიანიჭებს.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

როგორ უნდა გადაიწეროთ პირჯვარი სწორად – მამა გაბრიელის განმარტება

ივნისი 10, 2026
NASA-მ Artemis III-ის ეკიპაჟის შემადგენლობა დაასახელა

NASA-მ Artemis III-ის ეკიპაჟის შემადგენლობა დაასახელა

ივნისი 10, 2026
ბრიტანეთში კიბოს განკურნების ინოვაციური თერაპია დაინერგა

სიმსივნის 10 ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ

ივნისი 10, 2026
როგორ გადავაფასოთ ურთიერთობები თავიდან

როგორ გადავაფასოთ ურთიერთობები თავიდან

ივნისი 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია