საჭირო ინგრედიენტები: 2 ჩაის ჭიქა ბრინჯი, 3 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 1 კონა ნიახური, საფანელი – ამოსავლებად, წიწაკა და მარილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი: ბრინჯი გარეცხეთ და კარგად მოხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ გატარებული ხახვი, სტაფილო და მწვანილი. შეაზავეთ წიწაკითა და მარილით. გააკეთეთ პატარ-პატარა გუნდები, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში.












