• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

“როცა შვილი გზას ასცდება, ამაზე დიდი სიმწარე მშობლისთვის ალბათ არ არსებობს” – პატრიარქი შიო მესმე

ივნისი 15, 2026
ში რელიგია
“როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული?” – პატრიარქი შიო მესამე
0
გაზიარება
11
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

“გილოცავთ სულთმოფენობიდან მეორე კვირას!

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსი ათონელი მამების ხსენებას. შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობას ეკლესია ზეიმობდა თავისი დაარსების, დაბადების დღეს. პირველი კვირა სულთმოფენობიდან ეძღვნებოდა ყველა წმინდანის ხსენებას. დღეს კი წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს ღირსი ათონელი მამების განდიდებისკენ, ასევე ხსენებაა რუსეთში მოღვაწე წმინდანებისა.

როგორც მითქვამს თქვენთვის, ეს კვირა დღეები სულთმოფენობის შემდეგ დადგენილია იმის ნიშნად, იმის დასტურად, რომ სულთმოფენობის შემდეგ, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ წმინდა ეკლესია წარმოშობს დიდ ადამიანებს, წმინდანებს, რომლებსაც უნდა მივბაძოთ და რომელთა ლოცვით, რომელთა მაგალითით, რომელთა მოხსენიებით ვიკურთხებით და განვიწმინდებით.

დღეს, როცა ვიხსენებთ იმ მოსაგრეებს, რომლებმაც მოციქულების მსგავსად, ყველაფერი მიატოვეს და ქრისტეს შეუდგნენ, წაკითხული იყო სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ თავისი პირველი მოწაფეების გამორჩევის შესახებ. მან მოუწოდა პეტრეს, ანდრიას, იაკობს, იოანეს და სულ რამდენიმე სიტყვა უთხრა: მოდით და შემომიდექით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა (მთ. 4, 19). მათ მყისიერად დატოვეს ყველაფერი – მათი საქმიანობა, ოჯახები და გაჰყვნენ უფალს.

რატომ მოხდა ასე? ასე სწრაფად, ასეთი მონდომებით რატომ შეუდგნენ უფალს? რა იყო ამის მიზეზი?

როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მიზეზი ასეთი მყისიერი შედგომისა არის ის, რომ მათ უფალ იესო ქრისტეში დაინახეს დიდი მადლი, დაინახეს უმჯობესი, უკეთესი, ვიდრე ოდესმე რამე ენახათ და გაეგონათ. ეს არის, საერთოდ, ადამიანური ბუნების თვისება: როდესაც იხილავს ან იგემებს რაიმე უმჯობესს, ადამიანი ტოვებს უარესს და ირჩევს ამ უმჯობესს. ამიტომაც გაჰყვნენ ისინი უფალს და მოხდა ზუსტად ის, რასაც შემდგომ უფალი იესო ქრისტე აღწერს თავის იგავებში: ყანაში დაფლული საუნჯის შესახებ და ძვირფასი მარგალიტის თაობაზე. ეს არის ყველაზე მოკლე იგავები სახარებისა.

უფალი ამბობს: – მსგავსია სასუფეველი ცათა ყანაში დაფლული განძისა, რომელიც ადამიანმა იპოვა და წავიდა სიხარულით. ჯერ დამალა ეს განძი და სიხარულით წავიდა, გაყიდა ყველაფერი და ეს მიწის ნაკვეთი იყიდა (მთ. 13, 44). და სასუფეველი ცათა მსგავსია ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ძვირფას მარგალიტებს. მან იპოვა ასეთი მარგალიტი. წავიდა, გაყიდა ყველაფერი და ამ ფულით იყიდა ეს ერთი მარგალიტი (მთ. 13, 45-46).
რა არის ეს განძი და მარგალიტი, ძვირფასო ძმებო და დებო? – ეს არის რწმენა უფლისა და ამ რწმენის ძალით, მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან კავშირია, რომელიც უკვე ნათლობიდანვე გვეძლევა.

მაშინ ისმის კითხვა: რატომ არ აფასებს ბევრი ადამიანი სათანადოდ, ჯეროვნად ამ განძს და საუნჯეს და ადვილად ცვლის მას რაღაც ამსოფლიურ ამაოებაზე?
როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ ადამიანს აღზრდის დროს, ანუ ბავშვობიდანვე, არ აზიარებენ ამ საუნჯეს. მან არ იცის ამ მადლის, ამ მაღალი სულიერი მდგომარეობის გემო.

მაშ რა იცის? – მან იცის უარესი მდგომარეობების გემო. ამ უარესთა შორის რომელია მეტად თუ ნაკლებად უკეთესი ან უარესი, ეს იცის მხოლოდ და ამაზე აფუძნებს შემდეგ თავის შეხედულებებს. ვიმეორებ, მან არ იცის მაღალი სულიერი მდგომარეობის განცდა, არ უგემია ის. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ზოგიერთ ადამიანს უფალი მოუწოდებს და ისინიც მიჰყვებიან, ზოგს კი უფალი მოუწოდებს, მაგრამ გაურბიან მას.

აი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი შვილები ბავშვობიდანვე ვაზიაროთ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომ ჩვენც ვუპასუხოთ უფლის ამ მოწოდებას და ჩვენი შვილებიც მივიყვანოთ ამასთან, რომ სიბნელეში კი არა, ნათელში ვიაროთ.

რას ნიშნავს, როცა ჩვენი შვილები ბნელსა შინა დადიან? – ბევრ ჩვენგანს განუცდია ეს, როცა შვილი გზას ასცდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ამაზე დიდი სიმწარე და ტკივილი მშობლისთვის ალბათ არ არსებობს.

ამიტომ დავფიქრდეთ ამაზე. გონიერი ადამიანი ყოველთვის უპასუხებს უფლის ამ მოწოდებას: იყავით სრულ, როგორც მამა თქვენი ზეცათა სრულ არს (მთ. 5, 48 ).
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს – ღირსი ათონელი მამების ხსენებას! მათი ლოცვით, შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით და იმით, რომ ჩავწვდეთ ცხოვრების უმთავრეს მიზანს – პირველად ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს.

მაგრამ ეს მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა, რადგან როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, მხოლოდ მდაბალთა მიანიჭებს მადლს უფალი (იგ. 3, 34; იაკ. 4, 6) და “მდაბალნი სულითა აცხოვნნეს” (ფს. 33, 19)”, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია