• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

“დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს” – მამუკა მდინარაძე

ივნისი 15, 2026
ში პოლიტიკა
0
გაზიარება
10
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, დამოუკიდებლობა, ღირსება, ეროვნულობა, იდენტობა და ადამიანების სოციალური მდგომარეობა არის ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

„ამ კანონებით უკანონობას, უსამართლობას, უსამართლო დამოკიდებულებას ვებრძვით. აქ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. დიახ, არავინ გიშუქებს დღეს შენ იმას, თუ არ არის ისეთი, რომელსაც არ აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ დაგაზიანოს,  რომ 4 000 რომ იყო ცოტა ხნის წინ, დღეს აგერ, 5 წელიწადში – 10 000-ზე მეტია მშპ. არავინ გიშუქებს იმას, რომ გადამხდელები 13 მლრდ-ს რომ იღებდნენ 5 წლის წინ, 33-ს იღებენ 5-6 წლის თავზე. გარედან გელაპარაკებიან იმაზე, რა დავალებაც მისცეს, მაგრამ მთავარი არის ერთი – ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი, რომ მესმოდა და პროტესტი ჩემს წარმოდგენაში, ჩემს მეხსიერებაში ასეა დალექილი – „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“.

ჩვენ კომუნისტური პერიოდის ბავშვები ვართ, შემდეგ გაიზარდა ეს ხალხი და ზოგი ხელისუფლებაშია, ზოგი ოპოზიციაში. პირველი პროტესტი ჩვენთვის იყო 9 აპრილი, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და გვესმოდა – „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“. დღესაც, ყველას ქვეცნობიერში ეს გვიდევს, დამოუკიდებლობა არის ის მთავარი, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს. და მერე თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გადაიტან, გაუძლებ. თუ სხვა იღებს გადაწყვეტილებას, არ შეიძლება, რომ სხვა იყოს იმდენად შენი მეგობარი, რომ შენი და მისი ინტერესები აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ემთხვეოდეს ერთმანეთს.

როცა ინტერესები ემთხვევა, სახელმწიფოები მაშინ მეგობრობენ, როცა ინტერესი ოდნავ ასცდება, ის სახელმწიფო აღარ შეიძლება შენი მეგობარი იყოს. დიდი უმეცრება და გულუბრყვილობაა, რომ ჩვენი მეგობარია და ფულს გვაძლევდა. ფულს გაძლევენ იმაში, რომ თავისი ინტერესები გაატარონ, ეს უნდა დავიმახსოვროთ. დამოუკიდებლობა არის მთავარი და ამაყი ვარ, გულწრფელად, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი.

დანარჩენი იმ ეკონომიკურ წინსვლაზეც თავისი სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს, სიღარიბე, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ როგორ შემცირდა იმაზეც უნდა ვისაუბროთ და არ უნდა მოვიგონოთ ამბები დაკვეთით, რომელი დაკვეთითაც მოგონილი ამბები მერე ქვეყანას, შენი ქვეყნის იმიჯს, სტაბილურობას აზიანებს და პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს, ერის გახლეჩას უწყობს ხელს. დამოუკიდებლობა, ღირსება, ეროვნულობა, იდენტობა, ადამიანების სოციალური მდგომარეობა, რომელზეც დიდი წინსვლა გვაქვს, ჩვენი მთავარი საზრუნავებია და ასე გავაგრძელებთ. ამაში მაინც უნდა ვთანხმდებოდეთ და ყველა ვამაყობდეთ, ვინც სხვაგან არის, ეს მისი საქმეა,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია