• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჯანმრთელობა

“ბავშვის ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დამცველი მშობლის ინფორმირებულობაა!!!” – ინგა მამუჩიშვილი

ივნისი 15, 2026
ში ჯანმრთელობა
“როგორ გავაძლიეროთ ბავშვებში იმუნიტეტი?” – ინგა მამუჩიჩიშვილი
0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ინფექციური მონონუკლეოზი ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ე.წ. ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს. ის განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში და ხშირად “კოცნის დაავადებადაც” მოიხსენიებენ, რადგან გადადის ნერწყვით.

პედიატრის განმარტებით, დაავადება ჩვეულებრივ იწყება მაღალი სიცხით, ყელის ტკივილით და საერთო სისუსტით. ხშირად იზრდება ლიმფური კვანძები და შეიძლება გადიდდეს ღვიძლი ან ელენთა. ბავშვებში სიმპტომები ზოგჯერ მსუბუქია, მაგრამ მოზარდებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

უფრო მეტი დეტალის შესახებ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს.

„ინფექციური მონონუკლეოზი… „რა დაავადებაა ექიმო, მოვიძიე და ისეთი ინფორმაცია ვნახე, გული გამისკდა“… რა არის სინამდვილეში ინფექციური მონონუკლეოზი? ის არის ვირუსული დაავადება, რომლის ყველაზე ხშირი გამომწვევია ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV). იგი გადადის, ძირითადად, ნერწყვითა და ახლო კონტაქტით, ამიტომ ხშირად „კოცნის დაავადებასაც“ უწოდებენ, თუმცა ბავშვებში ინფიცირება შესაძლებელია საერთო სათამაშოების, ჭურჭლისა და ყოველდღიური კონტაქტის დროსაც.

დაავადება ყველაზე ხშირად ვლინდება მაღალი ტემპერატურით, ყელის ძლიერი ტკივილით, ნუშურების გადიდებითა და ნადებით, კისრის ლიმფური კვანძების გადიდებით, გამოხატული სისუსტითა და ხანგრძლივი დაღლილობით.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდებაც, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დიაგნოზის დასმა ეფუძნება როგორც კლინიკურ ნიშნებს, ისე ლაბორატორიულ კვლევებს. სისხლის საერთო ანალიზში ხშირად გვხვდება ლიმფოციტოზი და ატიპიური ლიმფოციტები, შესაძლოა მომატებული იყოს ღვიძლის ფერმენტებიც.

დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება EBV-ის მიმართ ანტისხეულების განსაზღვრა (VCA IgM, VCA IgG და EBNA IgG), რაც საშუალებას გვაძლევს განვასხვაოთ მწვავე და წარსულში გადატანილი ინფექცია. მკურნალობა ,უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომურია და მოიცავს დასვენებას, საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებას, სიცხისა და ტკივილის კონტროლს. ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს და ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დადასტურების შემთხვევაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამოქსიცილინისა და ამპიცილინის ჯგუფის პრეპარატებმა მონონუკლეოზის დროს შეიძლება გამოიწვიოს დამახასიათებელი გამონაყარი. უმეტეს შემთხვევაში, დაავადება სრულ გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა იშვიათად შეიძლება განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა ელენთის დაზიანება, ჰეპატიტი, სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ნერვული ან სისხლის სისტემის დაზიანება.

სწორედ ამიტომ, ელენთის გადიდების დროს რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკომენდებულია სპორტისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პირველადი ინფექციის გადატანის შემდეგ ეპშტეინ-ბარის ვირუსი ორგანიზმიდან სრულად არ ქრება. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება ორგანიზმში ლატენტურ მდგომარეობაში, თუმცა ჯანმრთელი იმუნური სისტემა მას ეფექტურად აკონტროლებს და ადამიანების უმრავლესობაში აღარ იწვევს დაავადების გამოვლინებას!!!

გახსოვდეთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დამცველი მშობლის ინფორმირებულობაა!!! სწორი დიაგნოსტიკა, ექიმის რეკომენდაციების დაცვა და მოთმინება ინფექციური მონონუკლეოზის წარმატებული მართვის მთავარი საფუძველია“, – წერს პედიატრი.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია