• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში 16-წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება

ივნისი 15, 2026
ში მსოფლიო
სკოლებში მობილურის გამოყენებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა
0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ 16-წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ.

სტარმერმა აღნიშნა, რომ რეგულაცია შობამდე იქნება მიღებული, აკრძალვა კი 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა აუცილებელია. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას და მისი აზრით, სრული აკრძალვა სწორი გადაწყვეტილებაა.

სტარმერმა აღნიშნა, რომ, როგორც ორი შვილის მამას, კარგად ესმის მშობლების შფოთვა სოციალურ მედიასთან დაკავშირებით.

„ნუთუ მართლა გვჯერა, რომ სოციალური მედია ქმნის ბედნიერ გარემოს ჩვენი ბავშვებისთვის? ნუთუ გვჯერა, რომ ეს მათთვის უსაფრთხო სივრცეა?“ – განაცხადა სტარმერმა და აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხი აშკარაა.

მისი თქმით, სოციალური მედია ბავშვებს უბედურს ხდის, ხელს უწყობს ბულინგს და მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ალგორითმები ხშირად ისეა შექმნილი, რომ ბავშვები დამოკიდებული გახადოს.

სტარმერის თქმით, სოციალური მედია ბავშვებს ხელს უშლის სწავლაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, ძილში, რაც საბოლოოდ მათ განვითარებას აზიანებს.

ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ აკრძალვის განხორციელება რთული იქნება როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების მხრივ. მისი თქმით, იმ პლატფორმებს, რომლებსაც ეს აკრძალვა არ ეხება, მაგალითად, თამაშების პლატფორმებს, დაევალებათ, რომ ბავშვებმა ვერ შეძლონ უცხო ადამიანებთან ჩათის ფუნქციის გამოყენება.

„ეს ჩვენს შვილებს უფრო ბედნიერს გახდის. ჩვენ მათ მეტ დროს, მეტ უსაფრთხოებას, მეტ თავისუფლებას, მეტ შესაძლებლობას მივცემთ. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის ამ მთავრობის მიზანი“, – განაცხადა სტარმერმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 22, 2026

უახლოესი დღეების 4 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი

ივლისი 22, 2026
ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ნახეთ რომელი ქვეყნები უმასპინძლებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს

ივლისი 22, 2026
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა

ივლისი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია