დედა შვილის შესახებ გულწრფელად საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან სურს ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე.
„მე ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე. მინდა, ჩემი შვილიშვილები ქართული ტრადიციებით გაიზარდონ, ეს შეიძლება არაქართველმაც შეძლოს, რომელსაც ეყვარება ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე. რა თქმა უნდა, მე მინდა [ქართველი რძალი] ბევრი მიზეზის გამო. მიყვარს ქართველი გოგონები, შემოევლოს ჩემი თავი… საბოლოოდ, ამას ისევ და ისევ ილია გადაწყვეტს და არა მე, როგორც ამის ინტერპრეტირებას აკეთებენ…“, – აღნიშნა ილიას დედამ.
მისივე თქმით, ილია თოფურიას გვერდით განსაკუთრებული, ძლიერი ხასიათის ქალი უნდა იყოს, რადგან ქართველი მებრძოლი ასეთ გარემოში გაიზარდა.
„მე შემიძლია რჩევა მივცე და ვუთხრა, რომელი ადამიანია ის ვინც, ასეთი ძლიერი კაცის გვერდით არ დანებდება… ილიას გვერდით ყოფნა რთულია იმ გაგებით, რომ ძლიერი უნდა იყო. ილიას გვერდით ძლიერი ბებიებია, ძლიერი დედაა და ილია არაძლიერ ადამიანთან ვერ იქნება კომფორტულ ზონაში… არ უნდა დანებდე, არ უნდა იწუწუნო, მაინც ღვთის ნებაა ყველაფერი და ილიას გადასაწყვეტი“, – აღნიშნა ჩემპიონის დედამ.













