• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივნისი 17, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
43
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ახლობელმა ადამიანმა შეიძლება თავისი საქციელით ან უსაფუძვლო პრეტენზიებით გული გატკინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, წყენა გულში არ ჩაიდოთ და ყველაფერი მშვიდად განიხილოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ. დაწყებული საქმის დასასრულებლად ეცადეთ სამსახურსა და სახლს შორის ძალები სწორად გაანაწილოთ. მოერიდეთ შემოსავლებით ტრაბახს და ფულის გასესხებას, თორემ შეიძლება თაღლითების სამიზნედ იქცეთ. სიფხიზლე გამოიჩინეთ კომერციულ ოპერაციებში და ნუ ენდობით სიტყვებს, რომლებიც საბუთებით არ არის დადასტურებული. სხვა ადამიანების კამათში ნუ ჩაერთვებით, თორემ დამნაშავე თავად აღმოჩნდებით. ზედმეტად მომგებიან კომერციულ შეთავაზებებს ნუ გამოეხმაურებით და ნურც ჯანმრთელობით გარისკავთ.

კურო

თუ ამჟამინდელი სასიყვარულო ურთიერთობის გაგრძელება გსურთ, სხვა თაყვანისმცემლები უნდა მოიცილოთ. დღეს შეიძლება თქვენ შორის რთული, მაგრამ გულახდილი საუბარი შედგეს. რაც არ უნდა მოხდეს, პიროვნულ შეურაცხყოფას უნდა მოერიდოთ. შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და ძალიან დიდი ხანია არ გინახავთ. ეცადეთ, თქვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქციოთ და უარს ყველაზე უჩვეულო ვარიანტებზეც კი ნუ იტყვით. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და განვადებით ნივთების შეძენას. ეს პერიოდი ორგანიზმის იმუნური ძალების დაქვეითებით ხასიათდება. შესაძლოა, ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ მასაჟის პროცედურები თავს უკეთ გაგრძნობინებთ.

ტყუპები

თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ელით. ეცადეთ, პირადი ცხოვრებისთვის მეტი დრო გამონახოთ. გირჩევთ, ნებისმიერ საქმეში თქვენთვის დამახასიათებელი წინდახედულობა გამოიჩინოთ და თქვენი ყველა წამოწყება ნაყოფს გამოიღებს. მოსალოდნელია ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემები — შესაძლოა, რჩევისთვის ან მხარდაჭერისთვის მოგმართონ. ვარსკვლავები დიდი ცვლილებების დღეს გიწინასწარმეტყველებენ. შესაძლოა, ზოგმა თქვენგანმა სამსახური დაკარგოს, მაგრამ მალე შეხვდებით ადამიანს, რომლებიც თქვენი ბიზნესპარტნიორი გახდება. ასევე, თქვენით შეიძლება დაინტერესდეს ვიღაც, ვისაც შეუძლია მაღალანაზღაურებადი სამსახური შემოგთავაზოთ. ამიტომ ნიჭის გამოვლენა ნუ მოგერიდებათ, განსაკუთრებით თუ ამისთვის ხელსაყრელი შანსი მოგეცათ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, დროულად დაიძინეთ და ეცადეთ სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან — უსმინეთ გულს და მოიქეცით ისე, როგორც ის გიკარნახებთ. შესაფერისი დღეა გულახდილი საუბრებისა და ნდობის განმტკიცებისთვის. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ფარული ფიქრების გაზიარება. სამსახურში უჩვეულო საქმეს მოგანდობენ, რაც თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციასა და ძალების მობილიზებას მოითხოვს. მიღებული გამოცდილება თქვენი პროფესიული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ინვესტირებისთვის უჩვეულო მიდგომები უნდა ეძებოთ — ეს ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ხანდაზმულ კირჩხიბებს ქრონიკულმა დაავადებამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეუქმნას, ასტროლოგები გირჩევენ, არასასურველი სიმპტომები უყურადღებოდ არ დატოვოთ.

ლომი

ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობის დასრულებას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, განსაკუთრებით — თუ საუბარია ახლახან დაწყებული ურთიერთობის გაწყვეტაზე. თუ გსურთ, ყოფილ პარტნიორს ან მეგობრებს შეურიგდეთ, ახლა სწორედ ამის დროა — მოთმინება გამოიჩინეთ და მათ სათქმელს ყურადღებით მოუსმინეთ. სამსახურში საპასუხისმგებლო საქმე დაგეკისრებათ, რომლის შესასრულებლად თქვენი გამოცდილება და ნიჭი იქნება საჭირო. გადაუდებელი საქმეები გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ბანკის კრედიტის აღებას სჯობს, ფული ნათესავებისგან ან ნაცნობებისგან ისესხოთ.

ქალწული

დროა გააცნობიეროთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრების იდეალური თანამგზავრი. აჩუქეთ ახლობელ ადამიანებს სულიერი სითბო და ოჯახის წევრებს პატარა დღესასწაული მოუწყვეთ. სამსახურში ყველაფერი კარგად გამოგდით და არ არის გამორიცხული, რომ შურიანი ადამიანი გააღიზიანოთ. ნუ მისცემთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებს თქვენი განწყობის გაფუჭების უფლებას. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ბევრ წარმომადგენელს მალე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ელის. ხშირად სტრესულ სიტუაციებს ჭამით უმკლავდებით, რამაც შეიძლება ზედმეტი კილოგრამები და ჯანმრთელობის პრობლემები მოგიტანოთ.

სასწორი

თუ მუშაობის დროს სირთულეს წააწყდით, ნუ მოგერიდებათ ახლობელ ადამიანებს დახმარება სთხოვოთ. მოსალოდნელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ ახლობლებთან ურთიერთობა უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. სასიყვარულო საქმეებში სრული ჰარმონია სუფევს. საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს ყურადღება გამოიჩინეთ — ნებისმიერი შეცდომა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. სჯობს თავი შეიკავოთ მაღაზიებში სიარულისგან, რადგან შეიძლება ბევრი უხარისხო და უსარგებლო ნივთი შეიძინოთ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. ფრთხილად იყავით — უახლოეს მომავალში არსებობს ტრავმების საფრთხე, რაც შეიძლება გაუფრთხილებელმა მოქმედებებმა გამოიწვიოს.

მორიელი

მოერიდეთ უხეშობას და პრეტენზიებს და პატივი ეცით პარტნიორის პირად სივრცეს. ახლა შესანიშნავი დროა მეგობრების წრეში დასვენებისა და ერთობლივი მოგზაურობისთვის, რაც ცხოვრებას ახალი ფერებით აავსებს. ნუ იფიქრებთ ცუდზე, ეცადეთ, ყველაფერში მხოლოდ კარგი დაინახოთ. მიმართეთ თქვენი ფიქრები იმისკენ, რისი მიღებაც გსურთ. ბოლო დროს თქვენი ნიშნის ბევრმა წარმომადგენელმა ბევრი ფული დახარჯა, თუმცა, სესხებსა და კრედიტებს ახლა მაინც არ გაეკაროთ! დაძაბული დღეა, მუშაობა რთული იქნება და ემოციური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუმცა ეცადეთ, სიტუაციის ზედმეტად დრამატიზება არ მოახდინოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები სიყვარულში ბედნიერებას გპირდებიან, თუმცა სასურველის მისაღებად მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ახლა თქვენი ენერგეტიკული ფონი ძალიან სუსტია, ამიტომ მნიშვნელოვანია, კონფლიქტებს მოერიდოთ. დღეს შეიძლება სააშკარაოზე გამოვიდეს ის, რასაც დიდი ხანია მალავთ — ეცადეთ, თავის გასამართლებლად დამაჯერებელი არგუმენტები მოიფიქროთ და მოახერხოთ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენა. ფინანსებისა და მეწარმეობის სფეროში თქვენთვის ხელსაყრელი დრო დგება. დაიწყეთ მოქმედება, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. შეეცადეთ, დღეს უარყოფით ფიქრებს მოერიდოთ — პლუტონი დასუსტებულია, სატურნი კი ძალებს იკრებს, ამიტომ უარყოფითი აზროვნება სახიფათო ხდება.

თხის რქა

შეზღუდვები არავის უყვარს, ამიტომ პარტნიორს პირად ურთიერთობებში მეტი თავისუფლება უნდა მისცეთ. სიახლეები ნუ შეგაშინებთ. ეცადეთ, ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები გამოიყენოთ. ყურადღება არ მოადუნოთ — შესაძლოა, სახლის დალაგების დროს დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთები იპოვოთ. უსმინეთ ინტუიციას — ის მნიშვნელოვან მინიშნებას მოგცემთ. მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი ნაცნობობა. ფინანსური სირთულეები თანდათან მოგვარდება და გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, არსებული ვალები და ვალდებულებები გაისტუმროთ. პიტნისა და გვირილის ჩაი დამშვიდებასა და სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ და ორგანიზმს აუცილებელი მიკროელემენტებით აავსებს.

მერწყული

შესაძლოა, ამ დღეს მიმზიდველი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენით დაინტერესდება. ჰოროსკოპი ვარაუდობს, რომ ეს ურთიერთობა თბილი და ხანგრძლივი იქნება. ეცადეთ, მეუღლესთან ღია და გულწრფელი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. მასთან ერთად თქვენი გრძნობები და პრობლემები განიხილეთ და ნუ დამალავთ განცდებს, რომლებმაც ბოლო დროს თქვენი ფიქრები დაიპყრო. კარიერის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ — თქვენი დროის დიდ ნაწილს მოსაწყენი, რუტინული მოვალეობები წაიღებს. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის. გაუფრთხილდით ნერვებს — ემოციურმა დაძაბულობამ და ხშირმა სტრესმა შეიძლება განწყობის გაუარესება გამოიწვიოს.

თევზები

საინტერესო მოვლენებით მდიდარი დღეა. სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია მცირე ცვლილებები – სავარაუდოდ, თქვენი თაყვანისმცემელთა სიას რამდენიმე პერსონა დაემატება. ნუ მისცემთ პრობლემებს თქვენი გატეხვის საშუალებას და შეეცადეთ, გაუაზრებელი ნაბიჯისგან თავი შეიკავოთ. მნიშვნელოვანი საუბარი გელით ადამიანთან, რომელზეც თქვენი კეთილდღეობაა დამოკიდებული. ყურადღება არ მოადუნოთ და ყველაფერი საუკეთესოდ ჩაივლის. თქვენ შეძლებთ, გადალახოთ მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლიდათ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას და ფიზიკურ გადაღლას უნდა მოერიდოთ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია