• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

დღის ჰოროსკოპი – 20 ივნისი

ივნისი 19, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

გრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრებიდან რომანტიკა გაქრა და ამის აღიარება საკუთარ თავთანაც კი გეშინიათ. ახლა ცოტა ხნით მარტო ყოფნა გჭირდებათ. ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში გატარებული დრო ძალებისა და დახარჯული ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ნაშუადღევს მოსალოდნელია ფულადი შემოსავალი ან სხვა სასიამოვნო სიურპრიზი. სამსახურში, რთულ სიტუაციაში იდეალური გამოსავლის პოვნას შეძლებთ. ენდეთ ინტუიციას და ნებისმიერ პრობლემას ადვილად გადალახავთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა — დღევანდელი შენაძენი ფულის წყალში გადაყრა აღმოჩნდება. ხელსაყრელი დროა ფიზიკური ვარჯიშისთვის. თუ სავარჯიშო დარბაზში სიარულის შესაძლებლობა არ გაქვთ, ეცადეთ სახლის პირობებში ივარჯიშოთ.

კურო

საყვარელი ადამიანი თქვენს მზრუნველობას ღირსეულად დააფასებს და ლამაზი სიურპრიზით გაგახარებთ, თუმცა საყოფაცხოვრებო პრობლემამ ან ერთფეროვნებამ შესაძლოა ოჯახურ ბედნიერებას საფრთხე შეუქმნას. ხვალინდელი მიღწევების გზაზე ერთადერთი დაბრკოლება დღევანდელი ეჭვები და ახლის დაწყების შიშია. ვარსკვლავები გირჩევენ, ბედნიერება ფულში არ ეძებოთ, მით უმეტეს, თუ ის იოლად არ გეძლევათ. ამ სამყაროში, დოლარების გარდა, უამრავი საინტერესო რამ არსებობს. ამ დღეს უდიდეს მუხტსა და ენთუზიაზმს იგრძნობთ, რაც დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

რომანტიკულ ტალღაზე მყოფმა შესაძლოა, სიყვარულისგან თავი სრულიად დაკარგოთ! ფრთხილად იყავით, შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომლის გამოსწორება გაგიჭირდებათ. ასტროლოგები დაოჯახებულ ტყუპებს ურჩევენ, რომ მეორე ნახევრებთან ერთად მეტი დრო გაატარონ და საოჯახო საქმეებიც ერთად აკეთონ. სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება, თუმცა ხელფასი რამდენიმე თვის განმავლობაში, ეტაპობრივად გაგეზრდებათ. შესაძლოა ძველი აქტივებიდან ან ინვესტიციებიდან მოულოდნელი თანხა მიიღოთ, რომელიც გონივრულად უნდა გამოიყენოთ. ახლობლების რჩევები ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. რელაქსაცია, სიჩუმე და სიმშვიდე — აი, რა გჭირდებათ საღამოს ყველაზე მეტად. ეცადეთ, ნეგატიური ინფორმაციისგან თავი მაქსიმალურად დაიცვათ.

კირჩხიბი

ცდილობთ, ცხოვრებისეულ სირთულეებს თავი აარიდოთ? ურთიერთობებში არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა გაიძულოთ, რომ საყვარელ ადამიანს გარკვეული დროით არ შეხვდეთ. ახლობლებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების შანსი ხელიდან არ გაუშვათ, თუნდაც ეს უბრალო ვახშამი იყოს. იყავით გულახდილი და საკუთარი აზრის გამოთქმის ნუ შეგეშინდებათ — კოლეგები ამას გაიგებენ და დაგიფასებენ. თუ ვალები გაქვთ, დღეს მათი გასტუმრებისთვის მშვენიერი დღეა. ენერგიას წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ — მალე დიდი პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

ლომი

ამ დღეს მოსალოდნელია სასიყვარულო შეხვედრა, თუმცა ბედი რთული ბუნების პარტნიორთან შეგახვედრებთ, რომელიც შეცდომებს არ პატიობს და კომპრომისებზე არ მიდის. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან — მოდური გაჯეტის გამო ვალის აღება არასასურველია. სამსახურში წარმატებული დღეა — მალე თქვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგები გამოჩნდება, თუმცა, ნუ დაივიწყებთ, რომ ფორტუნა ცვალებადია. საღამო შვილებს დაუთმეთ — პრობლემების გარკვევაში დაეხმარეთ და ბრძნული რჩევა მიეცით. ეცადეთ, ამ დღეს მკვეთრ მოძრაობებსა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ — ამ დღეს განსაკუთრებით მოწყვლადია სახსრები.

ქალწული

მარტოხელა ქალწულებს ვარსკვლავები ახალ, საინტერესო ნაცნობობას გპირდებიან! სრულიად შესაძლებელია, რომ ამჯერად თქვენი პარტნიორი უახლოესი გარემოცვიდან აღმოჩნდეს. თუ დაოჯახებული ხართ, ეცადეთ, მეორე ნახევართან ერთად მეტი დრო გაატაროთ და მასთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი და გახსნილი იყოთ — ეს ნდობის აღდგენას და ურთიერთობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. მის შეცვლას და თქვენთვის მოსახერხებლად „გადაკეთებას“ ნუ ეცდებით — ეს ადრე თუ გვიან სკანდალამდე მიგიყვანთ. სამუშაო განსაზღვრეთ ყველაზე სასურველი მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ. თუ იგრძნობთ, რომ ძველმა კავშირებმა თავი ამოწურა და ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა, შეგიძლიათ ურთიერთობა სინანულის გარეშე გაწყვიტოთ. ხარჯვისკენ მიდრეკილ ქალწულებს შესაძლოა ფინანსური სირთულეები შეექმნათ.

სასწორი

სამყარომ პირადი ურთიერთობების კუთხით მცირე სიურპრიზი მოგიმზადათ. დადგა დრო, იმიჯი შეიცვალოთ და სიამოვნება მიიღოთ იმისგან, რასაც აკეთებთ. გირჩევთ, პარტნიორს ლიდერული თვისებების გამოვლენის საშუალება მისცეთ. სამსახურში ნუ ეცდებით, რომ სხვებზე უკეთესი გამოჩნდეთ და კოლეგებთან კამათისგან თავი შეიკავეთ. რისკზე ნუ წახვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია მატერიალური ზარალი. მოუსვენარი ცხოვრების წესმა, პრობლემებმა და სამუშაოს დიდმა მოცულობამ შესაძლოა, სასიცოცხლო ტონუსი საგრძნობლად დაგიქვეითოთ. თქვენ ახლა სიმშვიდე გჭირდებათ.

მორიელი

ამ დღეს საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებით ყურადღებიანი იქნება. მცირე საჩუქარმაც კი შეიძლება განწყობა მთელი დღის განმავლობაში აგიმაღლოთ. შინაგან ხმას ნუ უგულებელყოფთ — მას შეუძლია მძიმე შეცდომისგან დაგიცვათ. გადადეთ სამუშაო და დრო შვილებს დაუთმეთ, მათ ახლა თქვენი ყურადღება სჭირდებათ. ეცადეთ, ამ დღეს ყოველგვარი შენაძენისგან თავი შეიკავოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამოს ურთიერთობებიც მინიმუმამდე შეამციროთ, რადგან მოსალოდნელია შურიანი ადამიანების ინტრიგები. მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს — ასეთი საკვები თქვენს ენერგეტიკულ სტრუქტურას აზიანებს.

მშვილდოსანი

მეგობრულ შეკრებაზე შესაძლოა თქვენზე უფროს ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. ხელმძღვანელთან კამათს ერიდეთ — საეჭვოა, რომ შეთანხმებას მიაღწიოთ, ურთიერთობების გაგიფუჭებას კი შესაძლოა, თქვენთვის არახელსაყრელი შედეგები მოჰყვეს. ამიტომ, გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და დაშვებული შეცდომები გამოასწორეთ. კომერციული საქმეები წარმატებით განვითარდება და მოსალოდნელ ნაყოფს გამოიღებს. სავარაუდოა ორიგინალური იდეების გაჩენა, რაც შემოსავლის ახალი გზების პოვნაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ მუშაობის დროს პერიოდულად შეისვენოთ — ახლა დასვენება თქვენთვის აუცილებელია.

თხის რქა

დაფიქრდით, რა განიჭებთ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში ყველაზე დიდ სიხარულს? ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი ბევრ რამეს ფარდას ახდის და უფრო გაგაბედნიერებთ. შესანიშნავი დროა ოჯახთან ერთად დასვენებისა და გართობისთვის — ეს უფრო მეტად შეგაკავშირებთ და უამრავ ბედნიერ მომენტს გაჩუქებთ. თქვენი იმიჯი უზადო უნდა იყოს, ეს კარიერულ პერსპექტივებზე დადებითად აისახება. განათლებაში ჩადებული ხარჯები დროთა განმავლობაში აუცილებლად ანაზღაურდება და დიდ შემოსავალსაც მოგიტანთ! იქნებ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზეც გეფიქრათ? ფრთხილად იყავით ენერგოვამპირებთან, რომლებიც შეეცდებიან დადებითი ენერგია წაგართვან — გარშემო მხოლოდ პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ.

მერწყული

ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ საყვარელი ადამიანი სიურპრიზებითა და საჩუქრებით გაგახარებთ. კარგი განწყობა რომ დიდხანს შეინარჩუნოთ, კარგი იქნება, თუ შვებულებას აიღებთ და ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავრებით. თუ შორეულ მოგზაურობას ვერ ახერხებთ, ქალაქგარეთ მაინც გაისეირნეთ. სამუშაო აქტივობისთვისაც კარგი პერიოდია. უახლოეს ხანებში ვარსკვლავები მატერიალურ წარმატებას გპირდებიან — მოსალოდნელია ნათესავებისგან დახმარება ან მოგებიანი ხელშეკრულების გაფორმება. დღეს სასიცოცხლო ძალების მომატება არ შეინიშნება, თუმცა არც ავადმყოფობის სიმპტომები გაქვთ. სავარაუდოდ, საქმე მხოლოდ თქვენს დროებით ნეგატიურ განწყობაშია.

თევზები

გარშემომყოფთათვის თქვენი ემოციური განცდები შესამჩნევი არ უნდა იყოს. თუნდაც გიჭირდეთ, ეცადეთ ეს გარეგნულად არ შეიმჩნიოთ. იმ ადამიანის დახმარება არ ღირს, ვისაც ეს თავად არ სურს — თქვენი ენერგია შეგიძლიათ, ბევრად უკეთესად გამოიყენოთ. გაგიჩნდებათ სურვილი, საკუთარი საზრუნავი სხვის მხრებზე გადაიტანოთ, თუმცა ამ იმპულსს არ უნდა აჰყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ავტორიტეტი შეილახება! ბედნიერებას ფულით ვერ იყიდით, თუმცა ვერც უფულობა გაგაბედნიერებთ, ამიტომ მატერიალური კეთილდღეობისკენ თქვენი სწრაფვა სრულიად გასაგები და საქებია. აპატიეთ მათ, ვინც გული გატკინათ — ენერგეტიკული ნაგვისგან (წყენა, სიძულვილი და სხვა უარყოფითი ემოციები) გათავისუფლებით თქვენ შეძლებთ, ახალ, ნათელ მომავალს კარი გაუღოთ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
თინა ბოკუჩავა: ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვიბრძოლებ ბოლომდე

თინა ბოკუჩავა: ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვიბრძოლებ ბოლომდე

ივნისი 19, 2026
რა უნდა გავაკეთოთ კიბოს დიაგნოზის შემდეგ ? – გურამ ადამაშვილის რჩევები

რა უნდა გავაკეთოთ კიბოს დიაგნოზის შემდეგ ? – გურამ ადამაშვილის რჩევები

ივნისი 19, 2026
კახეთში, ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა

ზუგდიდში ქალი მერვე სართულიდან გადახტომას ცდილობდა – პოლიციამ გადაარჩინა

ივნისი 19, 2026
კახა კალაძე: როდესაც ხარ უსამშობლო, ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს

1000 ლარი სტუდენტებისთვის – ვინ შეძლებს დააფინანსების მიღებას?

ივნისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია