ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან, ახალგაზრდა ქალი გადახტომას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები. მაშველებმა ადგილზე გაშალეს ე.წ. ბატუტიც.
ქალის სამაშველო ღონისძიება, თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
როგორც წყარომ „პრაიმტაიმს“ უთხრა, ახალგაზრდა ქალს მეგობართან კონფლიქტი ჰქონდა.
სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, საბედნიეროდ, დროული ჩარევის შედეგად, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს.













