• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

დღის ჰოროსკოპი – 22 ივნისი

ივნისი 20, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ამ დღეს ეცადეთ, საყვარელი ადამიანი ნაკლებად აკრიტიკოთ და მეტად შეაქოთ. დადებითი ენერგია თქვენს ურთიერთობას საგრძნობლად განამტკიცებს. ოჯახურ საქმეებსა და გეგმებს ნაცნობებთან ნუ განიხილავთ — გამორიცხული არ არის, ბედმა შურიან ადამიანს შეგახვედროთ, რომელიც ეცდება, დაგაზიანოთ. შესაძლოა, ამ დღეს ისეთ მიზნებზე დაფიქრდეთ, რომლებიც აქამდე მიუღწევლად გეჩვენებოდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფულს განსაკუთრებული სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. ძვირად ღირებული ნივთების შეძენის წინ ეცადეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები კარგად აწონ-დაწონოთ. გარდა ამისა, ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ დღეს ტრავმების მიღების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

კურო

ამ დღეს გექნებათ შანსი, ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ. ვენერას გავლენით, მოულოდნელი და ძლიერი მიზიდულობა გაგიჩნდებათ ადამიანის მიმართ, რომელიც განსაკუთრებულად მოგეჩვენებათ. თუკი რამდენიმე დღეა გრძნობთ, რომ კონფლიქტის ზღვარზე ხართ და დიდი ჩხუბის თავიდან აცილება გსურთ, საკუთარ სიტყვებს დაუკვირდით. შესაძლოა, დღეს დამატებითი სამუშაო შემოგთავაზონ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ ძირითად საქმიანობას არ შეუშლის ხელს. ფინანსურ საკითხებში მხოლოდ ინტუიციას ნუ დაეყრდნობით და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებამდე სანდო და ობიექტური ინფორმაცია მოიძიეთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საკვებით მოწამვლა, ამიტომ მენიუს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ— უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებსა და მაღაზიაში გამზადებულ სალათებზე.

ტყუპები

ეს საღამო საუკეთესოა რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის. შეგიძლიათ სამსახურის შესახებ ცოტა ხნით დაივიწყოთ და სასიყვარულო თავგადასავლებში გადაეშვათ. დაქორწინებული წყვილები ერთმანეთს უფრო დაუახლოვდებიან და გრძნობების ნამდვილ განახლებას იგრძნობენ. სამსახურში შესაძლოა არაკეთილმოსურნეები გაიჩინოთ, რომლებიც ბევრ პრობლემას შეგიქმნიან. საბოლოოდ, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით, მაგრამ დრო, ნერვები და ენერგია რატომ უნდა დაკარგოთ? თუ აუცილებელი არ არის, გირჩევთ, სავაჭრო ცენტრებში სიარულისგან თავი შეიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძვირად ღირებული, მაგრამ სრულიად უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. მშვენიერი დროა სპორტული აქტივობებისთვის. მოერიდეთ წითელ ხორცს და მძიმე საკვებს და უპირატესობა ხილს და ბოსტნეულს მიანიჭეთ.

კირჩხიბი

მათ, ვინც ჯერ კიდევ მეორე ნახევარს ეძებს, ვარსკვლავები ურჩევენ, ცოტა ხნით შეისვენონ და სიამოვნება მეგობრებთან ურთიერთობაში იპოვონ. გამორიცხული არ არის, დღეს მარსის ნეგატიური გავლენა იგრძნოთ, რაც გაღიზიანებასა და ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილებაში გამოიხატება. შესაძლოა, თქვენი საქმიანობით უშუალო ხელმძღვანელობა ან სხვა მაკონტროლებელი ორგანოები დაინტერესდნენ, ასე რომ, მეტი სიფრთხილე გმართებთ. იდეალური დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ამას ყველა ვერ შეძლებს. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ დაღლილობა და უგუნებობა არ გემუქრებათ, თუმცა სარისკო საქმიანობაში ჩართვას მაინც არ გირჩევთ. სასურველია, ამ დღეს მოერიდოთ პროდუქტებს შაქრის მაღალი შემცველობით.

ლომი

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც გაიძულებთ, რომ პრიორიტეტებს და პარტნიორის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გადახედოთ. დღის მეორე ნახევარში შემოქმედებითი პოტენციალი და ინტუიცია საგრძნობლად გაძლიერდება. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში სრული თანხმობა და ერთსულოვნებაა. გამორიცხული არ არის ხელფასის მომატებაც, თუმცა მზად იყავით, რომ ამასთან ერთად თქვენი მოვალეობები საგრძნობლად გაიზრდება. მოერიდეთ ვალების აღებას — ეს დღე უფრო კრედიტების დასაფარადაა ხელსაყრელი. დილიდან სიხარულსა და ოპტიმიზმს ასხივებთ, თქვენი სასიცოცხლო ენერგია კი გარშემომყოფებს იზიდავს. ამის მიუხედავად, ძალების ფუჭად ხარჯვას ნუ იჩქარებთ, რადგან სატურნის გაზრდილი გავლენის გამო, შესაძლოა, დღის ბოლოს, ენერგიის მკვეთრი ვარდნა იგრძნოთ. ძალისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენი ემოციები პიკს მიაღწევს. ახლობელი ადამიანებისთვის გრძნობების გაზიარება ნუ შეგეშინდებათ — ისინი აუცილებლად გამოძახილს პოვებენ. შესანიშნავი დღეა მეგობრული და ნათესაური კავშირების გასამყარებლად. ვარსკვლავები განიშნებენ, რომ ძველი წყენა წარსულს ჩაჰბარდება და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას შეძლებთ. საქმიან სფეროში ფორსმაჟორული სიტუაციების გამო შესაძლოა დაბრკოლებებს შეეჯახოთ ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლა მოგიწიოთ. სირთულეები ხელს არ შეგიშლით, რომ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად აქციოთ — მთავარია, სურვილები თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს მოარგოთ. მოერიდეთ კულინარიულ ექსპერიმენტებს, რადგან ამან შეიძლება ჭარბი კვება და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები გამოიწვიოს.

სასწორი

ნუ ცდილობთ, თავი მოაწონოთ მას, ვინც თქვენს არსებობასაც კი ვერ ამჩნევს — შესაძლოა, ის უბრალოდ „თქვენი ადამიანი“ არ არის. დღეს ურთიერთობებში გაგება და ჰარმონია საერთოდ არ იგრძნობა, ამიტომ ახლობელ ადამიანთან კამათი შეიძლება ხანგრძლივ და მძიმე კონფლიქტში გადაიზარდოს. შესაძლოა, სამსახურში მივლინება შემოგთავაზონ, რაც თქვენს ბიუჯეტს საგრძნობლად შეავსებს, თუმცა, ხელშეკრულების ან გარიგების დასადებად სრულიად შეუფერებელი დღეა. მატერიალურ სფეროში დღეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ზედმეტ რისკებს მოერიდოთ. მერკური იუპიტერთან კვადრატშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ფინანსურ წარმატება არ უნდა ელოდოთ. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ხანდაზმულები შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა შეაწუხოს.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა, უთანხმოებამ თავი იჩინოს. ამის მიზეზი მესამე პირი — სავარაუდოდ, არაკეთილმოსურნე ადამიანია, რომელიც თქვენს დაზიანებას ცდილობს. ეცადეთ, თქვენი პრობლემები მთლიანად პარტნიორს არ გადააბაროთ — ეს დესტრუქციული მიდგომაა, რომელიც სიტუაციას უფრო გაამწვავებს. დღეს ყველაფერში ინტუიციას ენდეთ — შინაგანი ხმა სწორ გზას გიკარნახებთ. როდესაც გარშემო უწესრიგობას და ქაოსს ქმნით, ამით ფინანსურ ნაკადებს ბლოკავთ, ეს კი, თავის მხრივ, ოჯახურ პრობლემებს იწვევს. გირჩევთ, დასვენებასა და ძილს მეტი დრო დაუთმოთ — ეცადეთ, დღეში მინიმუმ 7-8 საათი მაინც გეძინოთ, რათა ორგანიზმმა აღდგენა და იმუნური სისტემის შენარჩუნება შეძლოს.

მშვილდოსანი

თქვენი გულწრფელი სიყვარული გარშემომყოფთა ყურადღებას იპყრობს. მოემზადეთ პარტნიორისგან რომანტიკული სიურპრიზების მისაღებად! თუ გრძნობთ, რომ რუტინამ დაგღალათ, ეცადეთ, გარემო შეიცვალოთ და ყოველდღიურ ორომტრიალს თუნდაც რამდენიმე დღით თავი დააღწიოთ. ასტროლოგები კარიერულ კიბეზე წინსვლას გიწინასწარმეტყველებენ, ამიტომ ეცადეთ, შრომის დისციპლინა არ დაარღვიოთ — ახლა ხელმძღვანელობა გამადიდებელი შუშით გაკვირდებათ! შესანიშნავი დღეა განახლებისა და განვითარებისთვის. არსებობს შანსი, რომ მოვლენები თქვენთვის სასიკეთოდ განვითარდეს და მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს. დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაში მასაჟი ან წყლის პროცედურები დაგეხმარებათ.

თხის რქა

თუ ჯერ მარტო ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ და საყვარელ ადამიანს უფრო კარგად დააკვირდეთ. ურთიერთობაში ჰარმონიის მისაღწევად ეცადეთ, ის სულგრძელობა გამოიჩინოთ, რომელიც თქვენს ნიშანს ისედაც ახასიათებს. ვარსკვლავები გირჩევენ, უახლოესი 24 საათი ემოციები აკონტროლოთ, რადგან კამათისა და კონფლიქტების ალბათობა მაღალია. შესაძლოა მოულოდნელი მოგება ან ფინანსური შემოსავალი მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს და დღის რეჟიმს. სწორი კვება და სრულფასოვანი დასვენება თქვენს შრომისუნარიანობაზე, ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე საუკეთესოდ აისახება. დალიეთ ახლად გამოწურული წვენები, მიიღეთ ვიტამინები და ფიზიკურ აქტივობას ნუ დაივიწყებთ.

მერწყული

თუ თქვენი გული თავისუფალია, სრულიად შესაძლებელია ახალი ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ. კარგი იქნება, თუ აღიარებთ შეცდომებს, რომლებიც ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაუშვით და, თუ საჭიროა, მოიბოდიშეთ. სამსახურში შეეცადეთ, ძველი, დაუსრულებელი პროექტები ბოლომდე მიიყვანოთ. დღის პირველი ნახევარი ფინანსურად სახიფათოა, ამიტომ საყიდლებზე სიარულს და ვალის აღებას უნდა მოერიდოთ. მარსი მერკურის ენერგიას ბლოკავს, ამიტომ კომერციულ საქმეებში წარმატების იმედი ნუ გექნებათ. შეზღუდეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც პატივს არ გცემენ და თქვენს დროს არ აფასებენ.

თევზები

ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში დიდ წარმატებას გპირდებიან, თუმცა, უმჯობესია აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა კვირის შუა დღეებისთვის გადადოთ. მოერიდეთ ტყუილებს, განსაკუთრებით შემთხვევითი ნაცნობების მხრიდან — ეცადეთ, ნებისმიერი ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმოთ. კარიერული წინსვლა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება და აქტიური მოქმედებებისკენ ბიძგს მოგცემთ. ნებისმიერ სიტუაციაში საღ გონებას და შინაგან ხმას დაეყრდენით. ბედს ნუ ეთამაშებით და სარისკო ფინანსურ ოპერაციებში ნუ ჩაერთვებით, რადგან აქედან გაკოტრებამდე ერთი ნაბიჯია. გადაჭარბებულმა ემოციურობამ შეიძლება დაღლილობა გამოიწვიოს. დღის ბოლოს შესაძლოა გულმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ორგანიზმს მაღალკალორიული საკვებით ნუ გადატვირთავთ.

 

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

დღის ჰოროსკოპი – 22 ივნისი

ივნისი 20, 2026
რა შემთხვევაში დაგაჯარიმებენ 300 ლარით? – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს

რა შემთხვევაში დაგაჯარიმებენ 300 ლარით? – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს

ივნისი 20, 2026
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატია

ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი მეუღლესთან ერთად ბერი ანდრიას ფონდს ეწვია

ივნისი 20, 2026
“დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა” – ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე კორონავირუსის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

ივნისი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია