• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

დღის ჰოროსკოპი – 22 ივნისი

ივნისი 21, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ვარსკვლავები მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ გაფრთხილებენ — შესაძლოა, ურთიერთობებში გარკვეული უთანხმოება ან დაძაბულობა წარმოიშვას. მოთმინება გამოიჩინეთ და ეცადეთ, კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ. ახლა მნიშვნელოვანია, საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, როგორც სამსახურში, ისე სახლში, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. ამ დღეს დაგეგმილი საქმიანი შეხვედრები ჯობია, სხვა დღისთვის გადადოთ. სატურნის გავლენა მკვეთრად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი თანამოსაუბრეები კონსტრუქციული დიალოგისთვის განწყობილნი არ არიან. არსებობს შანსი, რომ მნიშვნელოვან შეთანხმებას ხელი მოაწეროთ. ყურადღებით წაიკითხეთ საბუთი, რომელზეც ხელის მოწერა გიწევთ. აკონტროლეთ წნევა, თუ ბოლო დროს გულის არეში ტკივილს გრძნობთ.

კურო

არასდროს გყოფნიდათ გამბედაობა, რომ პარტნიორის ამბიციებისთვის გვერდი აგევლოთ და საკუთარ ინტერესებზე გეფიქრათ? დადგა დრო, საკუთარ თავზე იზრუნოთ! შესაძლოა ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ. მიზეზი შეიძლება თქვენივე ჩაკეტილობა და უნდობლობა იყოს. ყურადღება არ მოადუნოთ —კ ოლეგამ შეიძლება საკუთარი მიზნების მისაღწევად თქვენით მანიპულირება სცადოს და სიბრალულზე ითამაშოს. ბიზნესმენ კუროებს სამეწარმეო ნიჭი და ფინანსური ალღო დროებით უღალატებთ. ამასთან, შემოსავალს გასავალი გადააჭარბებს, კრედიტების გადახდას კი თავს ვერ გაართმევთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა საკმარისი არ არის, მისი უნაკლო განხორციელებაც მნიშვნელოვანია. სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეცხლთან ან ცხელ საგნებთან სიახლოვისას.

ტყუპები

ბოლო დროს სირთულეებისთვის თავის არიდების ჩვევა ჩამოგიყალიბდათ, თუმცა ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა თქვენს პრობლემებს ვერ გადაჭრის. საჭიროა, რჩევა ჰკითხოთ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით — მეგობრები სიამოვნებით დაგეხმარებიან. მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან უთანხმოება — შესაძლოა, ოჯახში ლიდერობისთვის ბრძოლა გაჩაღდეს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებთ, რომ უთანხმოება კონფლიქტად არ იქცეს. არსებობს დიდი ფინანსური დანაკარგის რისკი, როგორც სამსახურში, ისე სახლში. ამ დღეს კატეგორიულად აკრძალულია ეგზოტიკური კერძების გასინჯვა (განსაკუთრებით ისეთების, რაც აქამდე არასდროს გაგისინჯავთ) — ამ დღეს კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

კირჩხიბი

სანამ შვებულებას აიღებთ და დასასვენებლად წახვალთ, ეცადეთ, იმიჯი შეიცვალოთ. იღბალი პრობლემებისგან გიცავთ, მაგრამ ცოტა წინდახედულობაც უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება. სერიოზულად მოეკიდეთ გავლენიან ადამიანებთან შეხვედრას და ეცადეთ, მათზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. სამყაროსგან პოზიტიურ მუხტს იგრძნობთ, რაც ახალი ენერგიითა და მეტი ფულის შოვნის სურვილით აგავსებთ. იმ საქმეების მიმართ, რომლებიც ადრე გიზიდავდათ, თანდათან ინტერესს კარგავთ. გირჩევთ, ძალების აღსადგენად გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტაროთ. მიირთვით მეტი მწვანილი, სვით წვენები და უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე.

ლომი

ვარსკვლავები ამბობენ, რომ პირად ურთიერთობებში კომპრომისზე წასასვლელად მზად არ ხართ! საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო სასიყვარულო ურთიერთობისთვის არც დრო გაქვთ და არც განწყობა. მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან, რომლებიც თქვენს ინიციატივებს აფერხებენ. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული დღეა. ბევრ ლომს დაუგეგმავი ფულადი შემოსავლები ელის — სავარაუდოდ, ძველ ვალს დაგიბრუნებენ ან დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურებას მოგცემენ. დაუჯერეთ ინტუიციას — ის დაგეხმარებათ, რომ პერსპექტიული და უიმედო პროექტები ერთმანეთისგან განასხვაოთ.

ქალწული

ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ახალი, საინტერესო ნაცნობობა ელით, რომელიც შეიძლება დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. ნუ სამსახურში ნუ მოდუნდებით, თორემ კონკურენტები დაგეწევიან. სხვა ადამიანების მხრიდან ზეწოლამ შესაძლოა თქვენს სამუშაოზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. გამორიცხული არ არის დროებითი სირთულეები, რომელთა გადალახვას პრაქტიკულობისა და გამჭრიახობის წყალობით შეძლებთ — თქვენნაირ ადამიანებს შეუძლიათ, მარცხი გამარჯვებად აქციონ. შექმნილი ვითარება კარგად შეაფასეთ და პრიორიტეტები განსაზღვრეთ. მცირე პრობლემების გამო ნერვიულობა სისულელეა, მით უმეტეს, ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

სასწორი

საკუთარ თავში არ „ჩაიკეტოთ“ — ახლა ყველაზე მეტად ურთიერთობები გჭირდებათ. გარშემომყოფთა აზრი ახლა მეორეხარისხოვანია და თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. უსმინეთ ინტუიციას — ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ! მოერიდეთ ნათესავების კრიტიკასა და განსჯას, რადგან თქვენს სიტყვებს ძალიან უარყოფითად აღიქვამენ. ეცადეთ, ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ და ის დაინახოთ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. მსხვილი შენაძენებისგან თავის შეკავება ჯობს, უკიდურეს შემთხვევაში, შოპინგი მომავალი უქმეებისთვის გადადეთ. ამჟამად, მთვარის გავლენის ქვეშ ხართ, რაც თქვენში მფლანგველობისკენ მიდრეკილებას გააღვიძებს. მახვილი ინტუიცია და გამჭრიახობა შეცდომებისგან დაგიცავთ, ხოლო იუმორის გრძნობა ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ, ცხიმიან, ცხარე და სანელებლიან კერძებს უნდა მოერიდოთ, რომლებსაც გულძმარვის გამოწვევა შეუძლიათ.

მორიელი

სასიყვარულო ურთიერთობა მალე ბედნიერ ქორწინებად გადაიქცევა, ამიტომ თქვენს გარემოცვას ყურადღებით დააკვირდით. თუ ოჯახის ყველა წევრი უფროსობას ცდილობს, ადრე თუ გვიან დაპირისპირება გარდაუვალია. გირჩევთ, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას მეტი ყურადღება დაუთმეთ. ნებისმიერი საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა კარიერაში დიდ წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ გაუმართლებელ ხარჯებს, თორემ მომავალ ხელფასამდე უფულოდ დარჩებით. თუ ამინდი ამის საშუალებას გაძლევთ, ეცადეთ, სუფთა ჰაერი ხშირად ისუნთქოთ და ისეირნოთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ მენიუს და ცომეული გამორიცხეთ.

მშვილდოსანი

გაუგებრობა ნამდვილ პრობლემად იქცევა, განსაკუთრებით, თუ თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია, ბეწვზე კიდია. შესაძლოა, დადგა დრო სერიოზული საუბრისთვის. სამსახურში რთული სიტუაციიდან გამოსავალს ადვილად იპოვით და შეძლებთ, თქვენი სანუკვარი ოცნება განახორციელოთ. შეთანხმებების დაცვა გუნდური მუშაობის საბაზისო პრინციპია. როდესაც კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან უთანხმოება წარმოიშობა, საჭიროა, პატივისცემა გამოიჩინოთ და პროფესიონალური მიდგომა აჩვენოთ. ურანი მეხუთე სახლში ამ ნიშნის წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემებისა მოგვარებაში ვერ დაეხმარება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფულობა გემუქრებათ. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ადამიანებში კარგად ერკვევით — თუ ვინმე მოგწონთ, ის ამას იმსახურებს.

თხის რქა

მარსისა და სატურნის ტრინი საფრთხის შესახებ გაფრთხილებთ, ამიტომ ემოციები უნდა აკონტროლოთ. ხელსაყრელი დროა სახლის მოწესრიგებისა და სახლისთვის ახალი ნივთების შეძენისთვის. ამ ნიშნის ქალებმა საკუთარ გარეგნობას და გარდერობის განახლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ. ახლობელი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში უხეშად ჩარევას ცდილობენ. ეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს ფინანსური ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ. ფიზიკურ ვარჯიშებთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ — თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, ხერხემლისა და სახსრების პრობლემები შეექმნათ.

მერწყული

მოვლენებით დატვირთული დღის მიუხედავად, დრო რომანტიკული ურთიერთობებისთვისაც დაგრჩებათ. გირჩევთ, ოჯახის წევრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ამ შემთხვევაში მათი მხარდაჭერის იმედი გექნებათ. შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ სამსახურში ხელმძღვანელობა თქვენ მიმართ უფრო მომთხოვნი გახდა. ეს შესაძლოა მომავალი კარიერული წინსვლის ნიშანი იყოს. ინვესტორებთან ან ბიზნესპარტნიორებთან დავაში საკუთარი აზრის დაცვას წარმატებით შეძლებთ. საკუთარ თავს ხშირად შეახსენეთ, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგიტანთ. უახლოეს დღეებში ცხარე და მლაშე კერძებმა შესაძლოა გულძმარვის შეტევა გამოიწვიონ.

თევზები

გადაჭარბებული ემოციურობა ხელს გიშლით, არსებული ურთიერთობები მშვიდად და ობიექტურად შეაფასოთ. მოერიდეთ საყვარელი ადამიანის გაიდეალებასაც და უმიზეზო კრიტიკასაც. ამ დღეს მოგიწევთ შეასრულოთ პირობა, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით. შეიძლება, ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყოთ, რომელიც სწრაფ მოგებას მოგიტანთ. ეცადეთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო ისე გაანაწილოთ, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. უბრალოდ, ეცადეთ ფიზიკური და ემოციური გადატვირთვა თავიდან აიცილოთ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

დღის ჰოროსკოპი – 22 ივნისი

ივნისი 21, 2026
ზაზა თელია: რატომ ასდის აუზს ქლორის სუნი და რას ნიშნავს ეს

ზაზა თელია: რატომ ასდის აუზს ქლორის სუნი და რას ნიშნავს ეს

ივნისი 21, 2026
“არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ – რას გვირჩევს მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის რჩევა – რატომ უნდა მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საქმეები უახლოეს დღეებში

ივნისი 21, 2026
აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 6.1%-ით გაიზარდა და 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – ეროვნული ბანკი

რომელი ქვეყნები ლიდერობენ მილიარდერების რაოდენობით? – იხილეთ სტატისტიკა

ივნისი 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია