• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი სამართალი

რა თქვა თამთა ქიმბარიშვილმა სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენაზე?

ივნისი 22, 2026
ში სამართალი
რა თქვა თამთა ქიმბარიშვილმა სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენაზე?
0
გაზიარება
3
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია, – განუცხადა „იმედის კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელმა თამთა ქიმბარიშვილმა.

მისი თქმით, სამმართველო მაქსიმალურად ცდილობს თითოეული საქმის დაიდენტიფიცირებას, გამოვლენას და შემდგომში ამ ყველაფრის შეფასებას – გაკეთებული განცხადებები ჯდება თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში.

„თუ, რა თქმა უნდა, სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, შემდეგ უკვე დგება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და იგზავნება საერთო სასამართლოში.

სამართალდარღვევის საქმეები ეხება როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკური პარტიების სხვადასხვა წევრებს, იქნებიან ესენი ოპოზიციური პარტიის წევრები თუ პირიქით. შესაბამისად, ის მოსაზრება, რაც თავიდან ჰქონდა საზოგადოებას, რომ სამმართველო იმუშავებდა რაღაც კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტულ პირთა წრეზე იქნებოდა გათვლილი, იმთავითვე იყო მცდარი, რაც ვფიქრობ, ამ ჩვენი სამკვირიანი მუშაობით დადასტურდა“, – აღნიშნა თამთა ქიმბარიშვილმა.

მან განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებითაც, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მოქალაქეებიც მიმართავენ, თუმცა მიმართვის გარეშეც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება და სასამართლოს მიმართოს.

„მაგალითისთვის, ეს იქნება წვრილმანი ხულიგნობა, 166-ე მუხლი თუ 173-ე მუხლი და 173-ე მუხლის მე-16 პრიმა მუხლი, არცერთი ამ მუხლის დეფინიცია და დისპოზიცია არ არის იმგვარად ფორმულირებული, რომ ამ ყოველივეს სჭირდებოდეს კონკრეტული ფიზიკური პირის, ე.წ. დაზარალებულის მომართვა განცხადების საფუძველზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წვრილმანი ხულიგნობის შესახებ ჩანაწერი ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში არსებობდა. აგრეთვე, არსებობდა 173-ე მუხლის დისპოზიციაც. შესაბამისად, იმ მუხლებთან დაკავშირებით, რაზედაც ვახდენთ რეაგირებას, ძალიან მრავალფეროვანი სასამართლო პრაქტიკაა“, – აღნიშნა მან.

თამთა ქიმბარიშვილის განცხადებითვე, მას შემდეგ, რაც სამმართველომ მუშაობა დაიყო, სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში იკლო.

„ამ სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია. ჯარიმა იწყება 500 ლარიდან და გვაქვს 3 ათას ლარამდე ოდენობით. თუ, მაგალითად პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, მაშინ უკვე ფულადი სანქციები იწყება 2 ათასი ლარიდან და 6 ათას ლარამდე მერყეობს. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მცირე ოდენობის სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივია ეს სახდელი თავისთავში გულისხმობს მსუსხავი ეფექტის მოხდენასაც“, – აღნიშნა მან.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია