• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

დღის ჰოროსკოპი – 25 ივნისი

ივნისი 23, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

წარსულ წარუმატებლობაზე დარდი და ეჭვებში ჩაძირვა ნამდვილად არ ღირს, მით უმეტეს, რომ წინ დიდი სიყვარული გელოდებათ. გვერდს ნუ აუვლით ადამიანებისგან წამოსულ სითბოს და ყოველთვის სიყვარულით უპასუხეთ. შესანიშნავი დროა გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ამ ნაბიჯით პროფესიულ მწვერვალებსაც დაიპყრობთ და შემოსავალსაც საგრძნობლად გაზრდით. სულ მალე თავს ისეთი ნივთების ყიდვის უფლებასაც მისცემთ, რაზეც აქამდე არ გიოცნებიათ, მანამდე კი ჯობია ფული გონივრულად ხარჯოთ და ვალებს მოერიდოთ. შესაძლოა, საღამოს სხეულმა დასვენება გთხოვოთ. აუცილებლად გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ — ეს ენერგიითა და ახალი განწყობით აგავსებთ.

კურო

ამ დღეებში საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბება. მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება და წყენის პატიება გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თვალი დახუჭოთ უმნიშვნელო შეცდომებზე, რომლებსაც თქვენი რჩეული ხანდახან უშვებს. გახსოვდეთ, რომ უნაკლო არც თავად ხართ. მზად იყავი ახალი შესაძლებლობებისთვის, თუმცა ნუ იჩქარებთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ფინანსურ ოპერაციებში განსაკუთრებით გაუმართლებს! იდეალური დროა შემოქმედებისა და თვითგამოხატვისთვის — ხატეთ, წერეთ ან უბრალოდ ის აკეთეთ, რაც გახარებთ. ეს შთაგონება თქვენს შინაგან ენერგიაზეც ძალიან კარგად აისახება.

ტყუპები

დღეს თქვენში ნამდვილი დიპლომატიური ნიჭი გაიღვიძებს. შეეცადეთ, ეს შანსი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასალაგებლად გამოიყენოთ. დღეს კომერციულ და ფინანსურ საქმეებში წარმატებას მიაღწევთ. ბევრი ისეთი საქმე გამოჩნდება, რომელსაც თქვენ გარდა თავს ვერავინ გაართმევს. თქვენს ენერგიასა და მოხერხებულობას უფროსიც შეამჩნევს და კოლეგებიც. სტაბილური შემოსავლის მიუხედავად, ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენს ემოციებსა და შინაგან მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ ცოტას იაქტიურებთ ან სპორტით დაკავდებით, საღამო კი საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ იქ, სადაც სიმყუდროვე, სითბო და მხიარულებაა.

კირჩხიბი

ახლახან დაწყებული ნაცნობობა შეიძლება მალე დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს კავშირი დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით, რომ საინტერესო ადამიანის გვერდით დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ფინანსურ საკითხებზე უთანხმოებამ შეიძლება ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და ყველა მსხვილი შენაძენი წინასწარ შეათანხმოთ. შესანიშნავი დღეა სწავლისა და ახალი ცოდნის მისაღებად. გირჩევთ, საინტერესო სემინარს დაესწროთ ან სასარგებლო წიგნი წაიკითხოთ. უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავეთ, რადგან მალე ფული უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ. ეცადეთ, საღამოს ზედმეტი საკვები არ მიიღოთ და ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.

ლომი

ეცადეთ, გარშემო მყოფებთან თბილი, ჰარმონიული ურთიერთობები დაამყაროთ. იყავით რბილი და დამთმობი, პატივი ეცით სხვის აზრს, მაგრამ ნურც საკუთარ ინტერესებს დაივიწყებთ. ეცადეთ, დაგროვილ საქმეებს დროულად გაუმკლავდეთ, სანამ თქვენი ცხოვრება ქაოსად უქცევიათ. თუ საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას დაეყრდნობით ახალ საქმეში წინსვლის შანსი აუცილებლად მოგეცემათ. სამუშაო პროცესები და ანაზღაურების მიღება შეიძლება შეფერხდეს, მაგრამ კრიზისი დიდხანს არ გაგრძელდება. მედიტაცია და განტვირთვა დამშვიდებაში დაგეხმარებათ. მშვენიერი დროა იმისთვის, რომ ყოველდღიურ ორომტრიალს მოსწყდეთ და ცხოვრებით დატკბეთ.

ქალწული

თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობაში ძველი ვნება და ნაპერწკალი გაქრა, ნუ ეცდებით, სასურველს ძალით მიაღწიოთ. უკეთესი იქნება, თუ საკუთარ ჩვევებს გადახედავთ და ოჯახის ბედნიერებისთვის რაღაცას შეცვლით. სავარაუდოდ, ეს დროებითი დაბრკოლებები საბოლოოდ მაინც სარგებელს მოგიტანთ. ახლა მთელი ყურადღება კარიერული წინსვლისკენ გაქვთ გადატანილი, თუმცა სასურველი მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება. ბიუჯეტის გადახალისების დროა, ამიტომ ეცადეთ, ფინანსური დანახარჯები წინასწარ გათვალოთ. რთული საქმეები და ვარჯიში სხვა დღისთვის გადადეთ — დღეს მთავარია, საკუთარ სხეულს მოუსმინოთ და კარგად დაისვენოთ.

სასწორი

რისთვის ხარ მზად სიყვარულის გამო? ეცადეთ, ამ კითხვას გულწრფელად უპასუხოთ და მაშინვე მიხვდებით, როგორ იმოქმედოთ. ახლა ძველი ოცნების ასასრულებლად ყველა შანსი უნდა გამოიყენო. როგორც ჩანს, ვარსკვლავებმა თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილის ასრულება გადაწყვიტეს! საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ახალი პროექტის მიმდინარეობისას შეიძლება სერიოზული დაბრკოლებები შეგხვდეთ, წარმატებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ პროფესიულ დონეს აიმაღლებთ. საღამოს ეცადეთ, მხიარული და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ, თორემ მსუბუქი სევდა შეიძლება, ხანგრძლივ მელანქოლიაში გადაიზარდოს.

მორიელი

შესაძლოა რომელიმე ნაცნობში მიმზიდველი თვისებები აღმოაჩინოთ, თუმცა მოვლენების განვითარება მის პასუხზეა დამოკიდებული. დაოჯახებულმა მორიელმა საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის ყიდვაზე უნდა იზრუნოს — ვარსკვლავებს მიაჩნიათ, რომ დიდი ხანია მის მიმართ ყურადღება არ გამოგიჩენიათ. ამ დღეს გექნებათ შანსი, რომ სამუშაო გეგმები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ — ეს მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. პლანეტების არახელსაყრელი განლაგება ფინანსურ სირთულეებს ან მოულოდნელ ხარჯებს მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურად იმოქმედოთ და ახალი პროექტების დაწყებაზე დათანხმდეთ, თუნდაც თავიდან უიმედოდ მოგეჩვენოთ.

მშვილდოსანი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების ნამდვილი ფასი გაიგოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობების გულწრფელობა გამოცადოთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ ცხოვრებაში სწორი გზა აირჩიეთ. უთანხმოების მიზეზი შეიძლება ფულის ხარჯვასა და შვილების აღზრდასთან დაკავშირებული კამათი გახდეს. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო უამრავი თემა დაგიგროვდათ, რომელიც განხილვას მოითხოვს. თუ გონივრულად იმოქმედებთ, დღეს თქვენთვის ხელსაყრელი პირობით მომგებიანი ხელშეკრულებების გაფორმებას შეძლებთ. მთვარის გავლენამ შეიძლება უმიზეზო ჩხუბი და გაღიზიანება გამოიწვიოს. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რომ სკანდალი თავიდან აიცილოთ.

თხის რქა

თუ ახლახან საყვარელ ადამიანს დაშორდით სამუშაოს შემდეგ მაღაზიებში გასეირნება და შოპინგი გულის იარების საუკეთესო წამალი გახდება. დაოჯახებულ თხის რქებს მეორე ნახევართან ურთიერთობა მოულოდნელად დაეძაბებათ. სავარაუდოდ, უთანხმოების მიზეზი თქვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკია. დღეს მოგიწევთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც წარუმატებლობას იზიდავენ, თუმცა ახალი საქმიანი ნაცნობობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდება და მიმდინარე პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ, თორემ მარტო დარჩებით! მოიშორეთ ცუდი ფიქრები და იფიქრეთ იმ კარგ მოვლენებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

მერწყული

თუ გსურთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მდიდარი და მრავალფეროვანი გახადოთ, ყველაფერი გამოიყენეთ, რაც შეგიძლიათ: რომანტიკული ვახშამი, სასიამოვნო სიურპრიზები და ამაღელვებელი შეტყობინებები. თუ მოქნილობის გამოჩენას, სხვისი აზრის მოსმენას და გონივრული კომპრომისების პოვნას შეძლებთ, ურთიერთობაში პრობლემა არ შეგექმნებათ, თუმცა, შორეულმა ნათესავებმა შესაძლოა გული გატკინონ. მხოლოდ იღბლის იმედად ნუ დარჩებით. თუ მართლაც რაიმეს მიღწევა გსურთ, დროა ოცნებებიდან აქტიურ მოქმედებაზე გადახვიდეთ. შეუძლებელია მუდამ ხელსაყრელ მომენტს ელოდოთ, ეს მომენტი თავად უნდა შექმნათ. უარს ნუ ეტყვით საკუთარ თავს ლამაზი ნივთის ყიდვაზე, რომელიც თქვენს დახვეწილ გემოვნებას შეესაბამება. ფსიქოლოგიურ წონასწორობას ყოველდღიურ ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა და გრძნობების გამოხატვა სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თევზები

მიმდინარე მოვლენების გავლენით, შესაძლოა, წამიერი იმედგაცრუება იგრძნოთ. საბედნიეროდ, ეს გრძნობა დიდხანს არ გასტანს. ვარსკვლავები გირჩევენ, წვრილმანებზე ნერვიულობა შეწყვიტოთ — ზოგჯერ მცირე პრობლემები ცხოვრებას ბევრად უფრო საინტერესოს ხდიან. სამსახურში კოლეგებთან ერთად უჩვეულო და საინტერესო ამოცანების შესრულება მოგიწევთ. წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია პრემია ან ბონუსიც მიიღოთ. შესაძლოა, სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება ან სანტექნიკური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. საზოგადოებრივ შეკრებებზე წასვლისგან თავი შეიკავეთ — ამჟამად თქვენი ენერგია შემცირებულია და სწრაფად დაიღლებით.

 

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

დღის ჰოროსკოპი – 25 ივნისი

ივნისი 23, 2026
რატომ ფარავენ სარკეს პანაშვიდზე? – ტრადიციის ახსნა

რატომ ფარავენ სარკეს პანაშვიდზე? – ტრადიციის ახსნა

ივნისი 23, 2026
ლოცვა ტრანსპორტში – რა პოზიცია აქვს ეკლესიას? მოძღვრის განმარტება

ლოცვა ტრანსპორტში – რა პოზიცია აქვს ეკლესიას? მოძღვრის განმარტება

ივნისი 23, 2026
COVID-ის ახალი შტამის სიმპტომები

კონგოში ებოლას აფეთქება გრძელდება – 1000-ზე მეტი შემთხვევა და 254 გარდაცვლილი

ივნისი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია