• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი სპორტი

39 წლის ლიონელ მესი – კარიერა, რეკორდები და ახალი მიღწევები

ივნისი 24, 2026
ში სპორტი
“ლეო კვლავ სახიფათოა, მისი შეჩერება 38 წლის ასაკშიც რთულია” – დემბელე
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„მესისთვის ერთი კაცის მოტყუება ისევე იოლია, როგორც მზესუმზირის კნატუნი. იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, როცა რამდენიმე მეტოქე ეხვევა, თავისუფლად შეუძლია 4-5 მოწინააღმდეგისგან თავის დაღწევა და კარის დალაშქვრა“ – („პალიტრაL“-ის ბიოგრაფიული წიგნი „მესი“)

კაცი, რომელმაც ფეხბურთი ხელოვნებად აქცია, დღეს 39 წლის გახდა. ამ ასაკში არგენტინელი ვარსკვლავი კვლავ ამტკიცებს, რომ ფეხბურთის ყველაზე სრულყოფილი სასწაულია… ხოლო ბებიის მიერ ერთხელ გაკეთებული არჩევანი, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მსოფლიო ფეხბურთისთვის.

         როდესაც შეუძლებელი ხდება შესაძლებელი

ლიონელ მესის საფეხბურთო კარიერის დაწყება მის ბებიას უკავშირდება. როგორც მის ბიოგრაფიულ წიგნშია აღწერილი, სწორედ ბებიის დამსახურებით აღმოჩნდა პატარა ლეო პირველად ოფიციალურ მატჩში.

ერთ-ერთ დღეს ბებიამ ფეხბურთის საყურებლად წაიყვანა. მატჩის დაწყება ჭიანურდებოდა, რადგან ერთ-ერთ ფეხბურთელს დააგვიანდა. სწორედ მაშინ უთქვამს პატარა მესის, რომ თავად სურდა თამაში.

ბებიამ მწვრთნელს მიმართა და ბიჭისთვის შანსი ითხოვა. ასე გავიდა 6 წლის ლიონელ მესი პირველად ოფიციალურ მატჩში. დებიუტი კი წარმატებული აღმოჩნდა – მომავალმა მსოფლიო ვარსკვლავმა პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ისტორია, რომელმაც ფეხბურთის სამყარო შეცვალა.

                                          მაგიური ცაციას უკანასკნელი ტანგო მუნდიალზე…

როცა ეგონათ, რომ ყველაფერი უკვე მოიგო, როცა ამბობდნენ, რომ ასაკმა თავისი ქნა, როცა ფიქრობდნენ, რომ ეს იყო უკანასკნელი ტანგო – მესი ისევ დაფრინავს.

39 წლის ასაკში ის ისე თამაშობს, როგორც 27 წლის ასაკში. ის ბურთის ფლობის გენიოსია, რომელმაც ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღო და გვასიამოვნა ჩვენ. თანამედროვე ფეხბურთის ეპოქაში არცერთ ფეხბურთელს არ მოუხდენია მოედანი ისე, როგორც ეს მესიმ შეძლო.

თითქოს ეს ჩემპიონატი მისი ყოველდღიური რუტინაა, სადაც შეუძლია, უბრალოდ გაერთოს… უხმოდ, ურეაქციოდ, მოკლე გარბენით, თითქოს არც ცდილობს ზედმეტად „შეიწუხოს თავი“… მაგრამ მისი ერთი ნაბიჯი უკვე პანიკაა მეტოქისთვის. მისი ერთი ფინთი უკვე ფსიქოლოგიური ომია მოწინააღმდეგისთვის… და ეს ხდება მისთვის სრულიად ბუნებრივად…

თითქოს ფეხბურთი მესისთვის შექმნა ღმერთმა და მესი შექმნა ფეხბურთისთვის…

 ფეხბურთის უკანასკნელი გენიოსი

– მესიმ კლოზეს გადაასწრო და 18 გოლით ტურნირის ისტორიაში ბომბარდირი გახდა;

– მესიმ მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა – ესეც რეკორდია;

– მესი მიმდინარე მუნდიალზე 5 გოლით საუკეთესო მეგოლეა;

– მესიმ ზედიზედ მესამე მუნდიალზე ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი, რაც ანტირეკორდია;

– მესიმ კარიერაში 916 გოლი გაიტანა – რონალდოს ანგარიშზე 973 გოლია;

– მესიმ ეროვნულ გუნდში 122 გოლი გაიტანა – რონალდოს რეკორდამდე 21 გოლი აშორებს;

 
რას წერენ მესის მორიგი წარმოუდგენელი პერფორმანსის შესახებ უცხოურ მედიაში:

Clarin: „ლიონელ მესის ახალი სიმფონია ორკესტრთან ერთად, რომელიც მას უნაკლოდ ეხმარება. მესი სულ უფრო და უფრო ლეგენდა ხდება. წარმოუდგენელია! კიდევ ერთი თავი ისტორიის წიგნებში მესისთვის, რომელიც 39 წლის ასაკში ბავშვივით თამაშობს და დარბის”.

La Nacion: „მსოფლიოს მეფე! მეფეს ვერავინ შეაჩერებს. არგენტინელი კაპიტანი ყველა რეკორდს ამყარებს. მისი საბრძოლო სული ურღვევია, მის ტალანტს ვადა არ აქვს, სწორედ ამიტომ, მესი ყოველთვის პოულობს არგუმენტებს“.

The Times: „ლიონელ მესი რეკორდების წიგნებს ხევს“.

The Guardian: „შეუჩერებელი მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლების რეკორდს ამყარებს. ეს ლიონელ მესის უნდა გაეკეთებინა, ეს ამ დღეს უნდა მომხდარიყო და შესაძლოა, ეს დალასშიც კი უნდა მომხდარიყო. პირველი ოქროს ბუცი [მუნდიალზე] ცუდი საჩუქარი არ იქნებოდა ხატისთვის, რომელიც ოთხშაბათს 39 წლის ხდება”.

L’Equipe: „ისტორიულმა მესიმ არგენტინის პლეი ოფში გასვლა უზრუნველყო. არგენტინის კაპიტანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლების რეკორდის საკითხი უმოკლეს დროში გადაწყვიტა”.

Le Figaro: „მესი საზღვრებს სცდება. რამდენად შორს წავა? ალჟირის წინააღმდეგ ბრწყინვალე ჰეთ თრიკის შემდეგ, ლიონელ მესიმ ავსტრიის წინააღმდეგ დუბლით ფეხბურთში თავისი ლეგენდარული სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა“.

Gazzetta dello Sport: „მესი არ ჩერდება: ის 18 გოლს იტანს და კლოზეს უსწრებს. მესი ამ მყარი, კომპაქტური, თუმცა არა განსაკუთრებით სანახაობრივი არგენტინის უდავო ვარსკვლავია. ავსტრიელებიც კი მიდიან მასთან ჩასახუტებლად“.

La Repubblica: „წარმოუდგენელი, შეუჩერებელი მესი. ის კიდევ ერთხელ წერს ისტორიას“.

Marca: „ისევ ის არის. ისევ 10 ნომერი. ისევ ლიონელ მესი. ის, რასაც ეს ბიჭი აღწევს, გასაოცარია”.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ალჟირი 3:0, ავსტრია კი 2:0 დაამარცხა – ყველა გოლი მესის აქტივშია. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ალბისელესტე” იორდანიას შეხვდება და 1/16-ფინალისთვის მშვიდად მომზადება შეუძლია.

პ.ს უკვე ზეპირად ვიცით ფრაზა: „ტანგოში შეცდომები არ არსებობს… ამიტომაა ტანგო გენიალური. თუ შეცდომას დაუშვებ, ვითომაც არაფერი, ასე იყო საჭირო…“ და ჩვენ გუშინ, ტანგოს პირველ აკორდებს ვუყურეთ – ააცილა პენალტი და გააგრძელა თამაში – იცოდა, რომ კიდევ გაიტანდა. გაიტანა და ისევ გააგრძელა… და კიდევ გაიტანს…

მომავალ მუნდიალზე არგენტინელის ტანგოს ალბათ ვეღარ ვნახავთ… მაგრამ სტადიონები ისევ გაივსება, ახალი ვარსკვლავებიც გამოჩნდებიან… და ჩვენ ყოველთვის ვიტყვით:  „იმ ეპოქაში ვცხოვრობდი, როცა მესი თამაშობდა…“

წყარო

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

დღის ჰოროსკოპი – 26 ივნისი

ივნისი 24, 2026
შეიძლება თუ არა გუშინდელი ადუღებული წყლის დალევა? – სპეციალისტების პასუხი

შეიძლება თუ არა გუშინდელი ადუღებული წყლის დალევა? – სპეციალისტების პასუხი

ივნისი 24, 2026
პანჩი ისევ ყურადღების ცენტრში – ახალი ინფორმაცია გავრცელდა

პანჩი ისევ ყურადღების ცენტრში – ახალი ინფორმაცია გავრცელდა

ივნისი 24, 2026
“თუ ახლა ბიზნესს იწყებთ, ეს უნდა იცოდეთ” – თამო ვაშალომიძე

რა თქვა თამო ვაშალომიძემ? – მოდელმა დუმილი დაარღვია

ივნისი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია