ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი კავკასია შეძრა. ხიზირ დერბიჩევმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა.
პატარა ბიჭუნას 8 წელი 20 ივნისს შეუსრულდა. სწორედ ამ დღეს სამძებრო ოპერაციები მის ცხედარს მდინარეში ეძებდნენ. ხაზირის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო.
ხიზირის მამა 31 წლისაა. ის ნახევარ განაკვეთზე დაცვის თანამშრომლად და მექანიკოსად მუშაობს. ხასან დერბიჩევს ერთი წამითაც არ დაუკარგავს შვილის პოვნის იმედი. ის მის მოძებნაში აქტიურად იყო ჩართული და შვილის გადარჩენისთვის ლოცულობდა.
ხიზირის მამა ფოტოზე:

ხიზირის დედას მადინა ჰქვია. ის სკოლაში ექთნად მუშაობს. ოჯახის მეგობრის თქმით, მადინას მშობლები არ ჰყავს. ამიტომ ყოველთვის ცდილობს შვილებზე ზრუნვის პარალელურად, თავის უმცროს და-ძმებსაც უპატრონოს. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს. მადინა მესამე შვილზეა ორსულად.

„არ ვიცით როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი შვილი ხალხის გულებში სამუდამოდ დარჩება”,- ამბობს ოჯახი.













