ვერძი
ამ დღეს შანსი გაქვთ, საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე წყნარ, მყუდრო ადგილას განმარტოვდეთ და დაისვენოთ. დატვირთული განრიგის მიუხედავად, ეცადეთ, ოჯახისთვის დრო გამონახოთ — ესტუმრეთ მშობლებს, დაურეკეთ და-ძმებს, შორეულ ნათესავებს… დღეს ცოტა დაბნეული ხართ, ამიტომ რთული პროექტის დაწყებას ნუ ეცდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს საქმეზე საერთოდ არ იფიქროთ და მთელი დრო დასვენებას დაუთმოთ. დღეს დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოგიტანოთ. დახმარებაზე უარი არ თქვათ და არ აწყენინოთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სურს. სასურველია, რომ საღამოს მოკრძალებული ოჯახური დღესასწაული მოაწყოთ. ემოციების გამოხატვის ნუ მოგერიდებათ.
კურო
პარტნიორთან ურთიერთობა მკვეთრად გაცივდება — შესაძლოა იმიტომ, რომ ერთმანეთს ნაკლებ ყურადღებას აქცევთ. თუ გსურთ, რომ თქვენი რომანი ახალ საფეხურზე გადაიყვანოთ, მეორე ნახევარს მიანიშნეთ, რომ სამოგზაუროდ წასვლა გსურთ. წინ გელით შეხვედრა ადამიანთან, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ამ მოვლენისთვის წინასწარ მოემზადეთ და გარდერობი განაახლეთ. კარგი დღეა მიღებული ინფორმაციის შესწავლისთვის. საკუთარ თავს შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ. სასიცოცხლო ენერგია საკმარისად გაქვთ, მაგრამ ზოგჯერ მასაც შევსება სჭირდება.
ტყუპები
საუკეთესო დროა სიყვარულისა და რომანტიკისთვის. მარტოხელებო, კარგად მიმოიხედეთ — თქვენი ბედნიერება თქვენთან ახლოს ტრიალებს. მნიშვნელოვან საქმეებზე ფიქრი და კონცენტრირება ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან გარშემომყოფები თავისი რჩევებით და მითითებებით მოსვენებას არ გაძლევენ. მშვენიერი დროა თვითგანვითარებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. თუ მოინდომებთ, შეძლებთ, რომ არსებული კავშირები ფინანსური სარგებლის მისაღებად ან სამსახურებრივი სტატუსის გასამყარებლად გამოიყენოთ. მერკურის ენერგეტიკა მცირდება, რამაც შეიძლება ეკონომიკური პრობლემები შექმნას. ამ დღეს მოერიდეთ ვალის აღებას ან გაცემას, ფულთან დაკავშირებული ყველა საკითხი სხვა დღისთვის გადადეთ. ფრთხილად იყავით – არსებობს სერიოზული ტრავმის რისკი, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.
კირჩხიბი
შეყვარებულებს ურთიერთობაში სასიამოვნო ცვლილებები ელით. გარდა ამისა, მატერიალური საკითხებიც წარმატებით მოგვარდება, რაც თქვენს კავშირზე დადებითად აისახება. თუ საყვარელ ადამიანს ეჩხუბეთ, აუცილებლად შეგირიგდებათ. ეცადეთ, მომავალი უქმეებისთვის ერთობლივი გეგმები დასახოთ. ენერგიით სავსე ხართ, რაც ყველა პრობლემის მოგვარების საშუალებას მოგცემთ. თამამად შეგიძლიათ ახალ პროექტებს შეეჭიდოთ — მარსისა და იუპიტერის ნახევარსექსტილი წარმატებას გპირდებათ! ყურადღებით იყავით — დღეს შეიძლება თქვენი ნამდვილი დანიშნულების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ. შესაფერისი დღეა გარემოს შესაცვლელად – ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობა და დასვენება უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. მზად იყავით იმისთვის, რომ ქრონიკული გასტრიტი თავს შეგახსენებთ, ამიტომ ახლა მსუბუქი და ზომიერი დიეტა გჭირდებათ.
ლომი
დაფიქრდით იმაზე, თუ რა გსურთ მიიღოთ თქვენი ურთიერთობისგან და ეს საყვარელ ადამიანთან ერთად გულახდილად განიხილეთ. იზრუნეთ რომანტიკულ გარემოზე, რათა ეს საღამო განსაკუთრებული გახადოთ. ერთობლივი გეგმები თქვენს კავშირს განამტკიცებს. ამ დღეს მეუღლის მიმართ სიყვარულის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ დაიშურებთ ემოციებს, აჩვენეთ, რომ მისი მოსმენა და გაგება შეგიძლიათ. გამოიჩინეთ ყურადღება და ცნობისმოყვარეობა — ამ დღეს ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ამბავს შეიტყობთ. თუ შოპინგს გეგმავთ, უმჯობესია, მარტო წახვიდეთ. ვარჯიში თქვენს ორგანიზმს დიდ სარგებელს მოუტანს, განსაკუთრებით, თუ ფიგურის კორექცია და ზედმეტი კილოგრამების მოცილება გსურთ.
ქალწული
ამ დღეს ქალწულებს საოცარი რომანტიკული თავგადასავალი ელით, თუმცა, ფრთხილად იყავით, რომ ბედნიერება ხელიდან არ გაუშვათ. დროა, სტუმრების მისაღებად მოემზადოთ! ვარსკვლავები სასიამოვნო საღამოს გიწინასწარმეტყველებენ, რომელიც ახლობელ ადამიანებთან თბილი ურთიერთობით იქნება სავსე. სამსახურში დაგროვილი საქმეების დასრულება, გრაფიკებისა და ანგარიშების შედგენა მოგიწევთ. სავსებით შესაძლებელია, რომ საინტერესო ბიზნესიდეა გაგიჩნდეთ. მისი სხვებისთვის გაზიარება ნუ მოგერიდებათ. ცვალებადმა განწყობამ შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ. ამ დღეს ინტუიცია ცუდი მრჩეველი იქნება, აჯობებს გონების ხმას დაუჯეროთ.
სასწორი
ეცადეთ, პარტნიორის განწყობების ტყვეობაში არ მოექცეთ! თუ სიმტკიცეს და დამოუკიდებლობას გამოიჩენთ, გაცილებით უფრო ბედნიერი გახდებით. თქვენმა თავშეუკავებლობამ შეიძლება შარში გაგხვიოთ, ამიტომ ნუ მისცემთ ემოციებს ცხოვრების გაფუჭების საშუალებას. სამსახურში ეცადეთ, უფროსს თვალში არ მოხვდეთ — შეფი დამნაშავეს ეძებს, რათა საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. დაივიწყეთ თქვენი ნიშნისთვის დამახასიათებელი სიდინჯე. ვენერასა და მთვარის სექსტილი ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად სისწრაფე და სიმარჯვე გჭირდებათ. ნუ აჰყვებით უცნობი ადამიანების ავანტიურებს – აქედან კარგი არაფერი გამოვა.
მორიელი
ნუ ელით თანაგრძნობას ადამიანისგან, რომელიც თქვენ მიმართ სიმპათიას არ იჩენს. ნუ აჰყვებით უსაქმურ ჭორიკანებს, თორემ გულში უსაფუძვლო ეჭვები გაგიჩნდებათ. დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა მაინც ჯობს, რომ სარისკო მოქმედებებს ერიდოთ. კოლეგებთან სამუშაო საკითხების განხილვისას ბევრ ისეთ რამეს გაიგებთ, რაც თქვენი საქმიანობისთვის სასარგებლო იქნება. შესაძლოა, მალე ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მანამდე ეკონომიურად ცხოვრება უნდა ისწავლოთ. მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას — ხშირმა სტრესმა შეიძლება კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს. დასვენება და სრულფასოვანი ძილი დაგეხმარებათ, რომ ძალები აღიდგინოთ.
მშვილდოსანი
პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოხდება. მხიარულ წვეულებაზე მიწვევას შეიძლება ახალი რომანის დაწყება მოჰყვეს. თქვენი ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ახლა რომანტიკისთვის არ სცალია — მეწარმეებისთვის შემოწმებებთან დაკავშირებული არცთუ ისე სასიამოვნო პერიოდი იწყება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროფესიულ სემინარზე დასასწრებად დრო გამონახოთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან, რამაც შეიძლება ოჯახურ ბიუჯეტს დარტყმა მიაყენოს. დღეს გექნებათ შანსი, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რისკები და პოტენციური სარგებელი კარგად უნდა შეაფასოთ. ნუ ეცდებით, რომ დაწყებული საქმე ნებისმიერ ფასად ბოლომდე მიიყვანთ — სჯობს ენერგია უფრო ხელსაყრელი პერიოდისთვის შემოინახოთ. ცუდი არ იქნება, თუ ისეთ ადგილებში იმოგზაურებთ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ.
თხის რქა
უმჯობესია, თავისუფალი დრო ოჯახურ წრეში ან საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. ოჯახში, ეჭვიანობის ნიადაგზე მოსალოდნელია უთანხმოება. გაითვალისწინეთ, რომ სტრესის საუკეთესო წამალი სახლის დალაგება და გემრიელი კერძის მომზადებაა. სამსახურში ნებისმიერ საქმეს სერიოზულად მიუდექით — აჩქარებამ შეიძლება მძიმე შეცდომა დაგაშვებინოთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში უარი თქვით ჩვეულ სიამოვნებაზე და ამას არ ინანებთ! შეეცადეთ, თავისუფალ დროს საყვარელი საქმეებით დაკავდეთ, რაც დაგეხმარებათ, რომ დაისვენოთ და პრობლემებს თავი დააღწიოთ.
მერწყული
სამყაროში, სადაც ადამიანები რომანტიკის ნაკლებობას უჩივიან, შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანს უჩვეულო სიურპრიზი მოუწყოთ და სასიამოვნოდ გააოცოთ. შესაძლოა მეზობლებთან კონფლიქტი მოგივიდეთ. თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას არ გეგმავთ, ეცადეთ, სიტუაცია არ გაამწვავოთ. ცხოვრებას ნუ გაირთულებთ და ნურავის მისცემთ პირობას, განსაკუთრებით კი – გავლენიან ადამიანებს. პირად განცდებს სააშკარაოზე ნუ გამოიტანთ, თორემ შეიძლება, დაცინვის ობიექტად იქცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ როგორ ჯდებით – გახსოვდეთ, რომ ფეხის ფეხზე გადადება სისხლის მიმოქცევისა და ზურგის მდგომარეობისთვის ძალიან მავნებელია.
თევზები
შეეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილების ყველა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეაფასოთ, განსაკუთრებით, როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან საუბრისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ — გამორიცხული არ არის უთანხმოება. შეეცადეთ, სხვის აზრს უფრო ტოლერანტულად მოეკიდოთ! თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, კარიერულ კიბეზე წინ წაიწევთ, ასე რომ, არ იზარმაცოთ! საღამოს მოსალოდნელია საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები. შესყიდვებისგან კი ჯერჯერობით ჯობია, თავი შეიკავოთ, რადგან შეიძლება ფული უსარგებლო ნივთებში გადაყაროთ. ახლა თქვენთვის სუფთა ჰაერი სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასტროლოგები ამბობენ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა თქვენი ნიშნის წარმომადგენლებზე ძალიან ცუდად აისახება.













