• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

ხატთან დაკავშირებული ისტორია, რომელმაც ყურადღება მიიქცია – რას წერენ პაციენტზე

ივნისი 27, 2026
ში რელიგია
ხატთან დაკავშირებული ისტორია, რომელმაც ყურადღება მიიქცია – რას წერენ პაციენტზე
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“,  რომელსაც ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს – რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა, აბსოლუტური ანალოგია, ათონის მთაზე ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელსაც „პორტაიტისა“ (კარიბჭისა) ეწოდება.

ხატის მცველები „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ათონის მთაზე და იერუსალიმში მოგზაურობის შესახებ, საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან და აცხადებენ, რომ „სიხარულის მომნიჭებელი” პატრიარქმა უწოდა:

მე და გიორგის ცოცხალი კონტაქტი გვაქვს ღვთისმშობელთან. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს ქრისტიანი, როცა ვინმე დახმარებას გვთხოვს, უკვე ვიცით, როგორ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავეხმაროთ.

არის შემთხვევები, როცა ადამიანს მივუთითებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ სულ სხვა რამეს აკეთებს და ეს ისტორია, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება.

თითქმის ათი წელია, რაც ხატს – „დედოფალი“ დავაბრძანებთ, ადრეც თხოვნით მოგვმართავდნენ, ხატის გამობრძანებას.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ვრცელი ინეტრვიუდან

– უამრავ სასწაულს ჰყვებიან ხატზე…

სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რა ჩამოვთვალო.პაციენტს, რომელიც კომაში იმყოფებოდა, ნათლიამ ხატის ასლი მიუტანა და თავთან დაუდო. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი იყო. უცებ ხედავენ, რომ თავის ფეხით გამოვიდა ოთახიდან – ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო…

იერუსალიმში, მაგალითად, ერთ მომლოცველს ხატი “დედოფალი” ესაუბრებოდა, ეს ზეთისხილის მთაზე მოხდა. ეს კაცი, ხატის წინ მუხლებზე დაეცა და წამოიძახა – „ის მე მესაუბრება, ღვთისმშობელი, მესაუბრება”. როდესაც ვკითხეთ, თუ რა უთხრა მას ღვთისმშობლის ხატმა, მან ისეთი რამ გვითხრა ხატის ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ მცველებმა ვიცოდით და არავის ეცოდინებოდა, მეტადრე უცხო კაცს იერუსალიმში.

საქვეყნოდაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ღვთისმშობლის ხატის ასლებზე, რეპროდუქციებზე, დედა ღვთისას ხელები თბილი აქვს და ამას, ასიათასობით მომლოცველი შეიგრძნობს, მაგრამ ცხადია, ეს ფაქტი, უკლებლივ ყველამ არ იცის მაინც.

იერუსალიმში როდესაც ვიყავით, აღდგომის ტაძარში იყო ერთი მორჩილი, სამოც წლამდე მამაკაცი, რომელსაც ვხვდებოდით, რომ დიდი განსაცდელები ჰქონდა.

ერთ დღეს ტაძრის ატრიუმში შეგვხვდა და გამოველაპარაკეთ, საკმაოდ პირქუში და უსიტყვო კაცი იყო, შემდეგ სანუგეშებლად ხატის ასლი მივეცით და საუბარი გავაგრძელეთ.

მორჩილმა არ იცოდა რომ ხატს ხელები უთბებოდა და შესაბამისად, არც ის, რომ ეს მხურვალება, ზოგჯერ ძალიან მატულობს. საუბრისას, უცებ ამ კაცმა ყვირილი დაიწყო – „ვიწვი, ვაიმე ვიწვი ფეხები სულ გამიცხელდა და ეს ცეცხლი ზემოთ ამოდისო”,

ჩვენ მას ვუთხარით, რომ ეს ხატიდან მოდიოდა და დავამშვიდეთ. უცებ როდესაც გაიაზრა, თუ რაოდენ დიდი ცხოველმყოფელობა და ნუგეში იყო ეს, ადამიანმა იერი იცვალა, თითქოს, სახე გაუნათდა, გაებადრა და უდიდესი მადლიერებით აივსო.

როდესაც ხატს განსაკუთრებულ წმინდა ადგილებზე დავაბრძანებთ, ეს მხურვალება სულ მატულობს და მატულობს. წმინდა მიწაზე მოგზაურობის დროს, ისე ხდებოდა, რომ ძირითადად, გიორგი იღებდა ვიდეო მასალას და ხატი მე მეპყრა.

როგორც კი მივუახლოვდებოდით რომელიმე წმინდა ადგილს, ხატი ისე გავარვარდებოდა, რომ გონების დაკარგვამდე მივყავდი ამ სიმხურვალეს, სამოსი ერთიანად ისე მისველდებოდა, როგორც წყლიანი ავზიდან ამოღებული, ჩვეულებრივ იწურებოდა. ამიტომ გამოსაცვლელი სტიქარი დამქონდა და ზოგჯერ, ერთ ადგილას სამჯერ, ოთხჯერ ვიცვლიდი სამოსს. მომლოცველები ფოტოებს გვიღებდნენ, ხვდებოდნენ, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც არ ენახათ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

დღის ჰოროსკოპი – 28 ივნისი

ივნისი 27, 2026
ლოცვა ტრანსპორტში – რა პოზიცია აქვს ეკლესიას? მოძღვრის განმარტება

პეტრე-პავლობის მარხვის ლოცვა – რას ურჩევენ სასულიერო პირები

ივნისი 27, 2026
სააკაშვილის განცხადება სალომე ზურაბიშვილზე – რას ამბობს ყოფილი პრეზიდენტი

სააკაშვილის განცხადება სალომე ზურაბიშვილზე – რას ამბობს ყოფილი პრეზიდენტი

ივნისი 27, 2026
ირაკლი კობახიძე: „აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობა 3.94 მილიონს შეადგენს“

ირაკლი კობახიძე: „აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობა 3.94 მილიონს შეადგენს“

ივნისი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია