• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობა 3.94 მილიონს შეადგენს“

ივნისი 27, 2026
ში პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობა 3.94 მილიონს შეადგენს“
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ნაწილში მოსახლეობა 90 825 ადამიანით გაიზარდა.

„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა დემოგრაფიული მაჩვენებლები. თქვენ იცით, რომ იყო უამრავი სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს უკვე წლევანდელი მონაცემებით და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე. უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ნაწილში მოსახლეობა გაიზარდა 90 825 ადამიანით. მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, რომელიც არის ბუნებრივია ჯერ კიდევ, როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, არის ბუნებრივი ინტერესი მოქალაქეებს შორის, რომ წავიდნენ შედარებით უფრო მდიდარ ქვეყნებში საცხოვრებლად და ამას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციაც ევროკავშირთან, თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად, ვხედავთ, რომ 90 000-ზე მეტით არის გაზრდილი უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ იყო უამრავი სპეკულაცია, თუმცა საბოლოო ჯამში ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა აღწერის მონაცემებმა.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 226 500-ით და მთლიანად ეს შემცირდა მოქალაქეების ხარჯზე. ანუ წინა ხელისუფლების პირობებში მოსახლეობა კონკრეტულად მოქალაქეების ნაწილში შემცირდა 226 500-ით და რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების პერიოდს, მოსახლეობა გაიზარდა 216 000-ით, აქედან უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში გაიზარდა დაახლოებით 91 000-ით. საქართველოში, გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ, ცხოვრობს 134 000-მდე უცხოელი მოქალაქე, რაც არის მოსახლეობის 3,4 პროცენტი. აქედან დაახლოებით 44 000 – 44 500 არის უცხოელი სტუდენტი, რომელიც იმყოფება საქართველოში და მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. 54 000 არის სლავური ქვეყნებიდან მოქალაქეების ერთობლიობა, რომლებიც ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და მომიჯნავე სფეროებში არიან დასაქმებული. 14 000-მდე არის აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქე და ისინი არსებითად არიან აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებიც საქართველოდან იყვნენ გასული და დაბრუნდნენ საქართველოში. ეს არის არსებითად თითქმის სრული სურათი იმ საერთო მაჩვენებლიდან, რომელიც არის წარმოდგენილი აღწერის მონაცემებში. შესაბამისად, მიგრაციის კუთხით გვაქვს დადებითი სალდო, თუმცა გვრჩება უარყოფითი მაჩვენებლები შობადობის მიმართულებით და ეს არის ის მიმართულება, რაზეც განსაკუთრებული ზრუნვა არის საჭირო“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

დღის ჰოროსკოპი – 28 ივნისი

ივნისი 27, 2026
ლოცვა ტრანსპორტში – რა პოზიცია აქვს ეკლესიას? მოძღვრის განმარტება

პეტრე-პავლობის მარხვის ლოცვა – რას ურჩევენ სასულიერო პირები

ივნისი 27, 2026
სააკაშვილის განცხადება სალომე ზურაბიშვილზე – რას ამბობს ყოფილი პრეზიდენტი

სააკაშვილის განცხადება სალომე ზურაბიშვილზე – რას ამბობს ყოფილი პრეზიდენტი

ივნისი 27, 2026
ირაკლი კობახიძე: „აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობა 3.94 მილიონს შეადგენს“

ირაკლი კობახიძე: „აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობა 3.94 მილიონს შეადგენს“

ივნისი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია