• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის განცხადება სალომე ზურაბიშვილზე – რას ამბობს ყოფილი პრეზიდენტი

ივნისი 27, 2026
ში პოლიტიკა
სააკაშვილის განცხადება სალომე ზურაბიშვილზე – რას ამბობს ყოფილი პრეზიდენტი
0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ეთერს, სადაც მან მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

სააკაშვილი ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ის„ აღმოჩნდა ყველაზე უარესი საგარეო მინისტრი, რომელიც საქართველოს როდისმე ჰყოლია“.

სააკაშვილი წერს, რომ მისი სახელმწიფო ვიზიტების დროს, ზურაბიშვილი მოულოდნელად ტოვებდა დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით.

„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კვლავ გაიმეორა ჩემზე „არა და არასდროს!“
ვინ არის ეს ქალი? მას ჰქონდა საფრანგეთში კარგი დიპლომატიური კარიერა, მეც რევოლუციის შემდეგ გატაცებული ვიყავი იდეით, რომ ჩვენ, როგორც ბალტიის ქვეყნებს, დაგვებრუნებინა და ხელისუფლებაში გამოგვეყენებინა ჩვენი ემიგრანტები.

ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან კარგი ოჯახური წარმომავლობა. ჰყავდა ძალიან კარგი დედა. დღესაც პატივისცემით ვეპყრობი მის ძმას, ოთარ ზურაბიშვილს. სალომეს მეუღლე, ჯანრი კაშია დედაჩემის და ბიძაჩემის მეგობარი იყო. ამიტომ ძალიან მომეწონა აზრი, 2004 წელს, საბჭოთა გადმონაშთი თედო ჯაფარიძის ნაცვლად, მისი საგარეო მინისტრად დანიშვნის.

მაშინ მე გამოვეკიდე ოცნებას. ამ საკადრო ცვლილების შემდეგ, ოცნება მწარე რეალობაში გადაიზარდა. სალომე აღმოჩნდა ყველაზე უარესი საგარეო მინისტრი, რომელიც საქართველოს როდისმე ჰყოლია.

პირველივე დღიდან საერთოდ მიუშვა სამინისტროს ორგანიზაციული ნაწილი. ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით. სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაიკიდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობლები, თურქეთი და აზერბაიჯანი, ისე რომ მაშინდელმა თურქეთის პრეზიდენტმა გიულმა, პირადად მომთხოვა მისი თურქული მიმართულებიდან ჩამოშორება და მას იმ პერიოდში ოფიციალურად აუკრძალეს თურქეთში შესვლა.

სამინისტროს ხელმძღვანელობაში გაჩნდნენ სალომეს სრულიად საეჭვო ფავორიტები, რომელთაც პროფესიონალიზმთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონდათ. ამ ყველაფრის შემყურე, პარლამენტში პრაქტიკულად დაიწყო ბუნტი სალომეს წინააღმდეგ და მე ის გადავაყენე. როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი, სალომემ მითხრა ახლავე დაითხოვე პარლამენტი, დანიშნე არჩევნები და მე დამნიშნე პრემიერ მინისტრადო, მე ამაზე გამეცინა, მოკლედ მაშინ ასე დავშორდით.

ეგრევე გადაეშვა ოპოზიციურ საქმიანობაში. ოღონდ ეს არ იყო ჩვეულებრივი ოპოზიცია, არამედ ნამდვილი ანტი-სახელმწიფოებრივი მავნებლური საქმიანობა.

2007 წელს რუსულმა su -24 ტიპის ბომბდამშენებმა დაგვიბომბეს უკრაინაში ნაყიდი ბუკ-1m ტიპის საჰაერო დაცვის სისტემა სოფელ წითელუბანში, გორთან. ზურაბიშვილმა ეგრევე მოიწვია პრესკონფერენცია სადაც გამოაცხადა რომ სინამდვილეში ჩემი ბრძანებით გადავღებეთ ქართული თვითმფრინავი და დავბომბეთ საკუთარი თავი, რათა ეს რუსეთის დასადანაშაულებლად გამოგვეყენებინა. მოიქცა ზუსტად როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი 1993 წელს, როცა ქართველები დაადანაშაულა სოხუმის დაბომბვაში.

2008 წლის შემდეგ მისმა კოლაბორაციონისტობამ საბოლოოდ გაშალა ფრთები. აშანშალებდა პოსტებს იმაზე თუ როგორ დავბომბე “მძინარე ცხინვალი” და ამაზე უნდა გავსამართლდე და ასევე დაწერა წიგნი “La tragédie géorgienne”, რომელიც რუსეთმა წარადგინა ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებად ჩემი და ქართველი სამხედროების მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე.

ამიტომ უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ვერ იპოვიდა უფრო კარგ კანდიდატურას პრეზიდენტობის, რა არის უკეთესი საქართველოს ომში დამადანაშაულებელ საფრანგეთის ყოფილ ელჩზე და შესაბამისად დაავალეს ეს ივანიშვილს.

2018 წლის არჩევნები უხეშად გაყალბდა, ძალადობით, მოსყიდვით მათ შორის დიახ სალომეს გაპრეზიდენტებას პირდაპირ შეეწირა ზუგდიდელი სკოლის დირექტორი, უკეთილშობილესი ია კერზაია, რომელიც სალომეს სახელით დააშანტაჟეს, ატერორეს და მისმა გულმა ამას ვერ გაუძლო.

პრეზიდენტობის დროს ზურაბიშვილი კიევში შეხვდა ვლადიმერ ზელენსკის ერთადერთ საკითხით – ჩემი დაპატიმრების და საქართველოსთვის გადაცემის. ეს მომიყვა თვითონ ზელენსკიმ, რომლის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტმა ის ძალიან შორს გააგზავნა და როცა ომის დაწყების შემდეგ სალომემ რამდენჯერმე სცადა კიევში ჩასვლა და ზელენსკისთან სურათის გადაღება, ზელენსკის ადმინისტრაციის პასუხი იყო ყოველთვის ერთი და იგივე. “ჩვენ მას პიარის კეთების საშუალებას არ მივცემთ და მაინც თუ უნდა ჩამოსვლა, ჯერ გაუშვას სააკაშვილი”.

მთელი ეს ბოლო წლები ზურაბიშვილი სხვადასხვა დასავლეთის ტელეეთერებში ვრცლად ჰყვებოდა ჩემს მიერ ჩადენილ “დანაშაულებზე” ასაბუთებდა თუ რატომ უნდა ვიყო ციხეში.

უკიდურესად უარყოფითი იყო ზურაბიშვილის როლი მასობრივი გამოსვლების დროს. მან არაერთხელ დაშალა რეჟიმის შესაცვლელად გამზადებული ხალხი. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილის დიდი შეცდომა იყო, სალომეს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლების ორგანოდ გამოცხადება, იმიტომ რომ გაყალბებით, ძალით მოყვანილი “პრეზიდენტი” თავიდანვე არ იყო ლეგიტიმური.

სალომე ზურაბიშვილი, იმის მაგივრად რომ ბოდიშს იხდიდეს რომ ქვეყნის დანგრევის ნაწილი იყო, კიდევ უტიფრად და ურცხვად ამტკიცებს, რომ ყველაფერში მართალი იყო, ივანიშვილზე უფრო ამაზრზენია ასეთი ხალხი. ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ უნდა ვისწავლოთ კარგის და ცუდის გარჩევა. უნდა მტერს დავუძახოთ მტერი და მოყვარეს მოყვარე. სხვანაირად სულ ერთ წრეზე ვივლით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

დღის ჰოროსკოპი – 29 ივნისი

ივნისი 28, 2026
რა ვქნათ, თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს? – მარტივი რჩევები

რა ვქნათ, თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს? – მარტივი რჩევები

ივნისი 28, 2026
კვლევა: ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენება ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულაა

კვლევა: ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენება ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულაა

ივნისი 28, 2026
გერმანია სამხედრო სამსახურის აღდგენაზე მუშაობს – რას წერს The Telegraph

გერმანია სამხედრო სამსახურის აღდგენაზე მუშაობს – რას წერს The Telegraph

ივნისი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია