• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე: „ქვეყანა წარმატებული მაგალითია“

ივნისი 28, 2026
ში პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე: „ქვეყანა წარმატებული მაგალითია“
0
გაზიარება
1
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

“დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს,” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე “ძალაუფლების ცენტრებს შორის: მრავალვექტორული დიპლომატიის გაკვეთილები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა გლობალურ გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციებზე, მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებში.

“ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების მომავალს, არამედ იმ საერთაშორისო წესრიგსაც, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ ყალიბდება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშნველობაზე,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე განცხადებით, მსოფლიო წესრიგის გარდაქმნის ფონზე იზრდება იმ ქვეყნების მნიშვნელობა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონსა და ეკონომიკურ სივრცეებს შორის დამაკავშირებელ როლს ასრულებენ.

“საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს,” – განაცხადა მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მინისტრმა დაუთმო “შუა დერეფნის” მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას: “შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება ვაჭრობა, ენერგეტიკა, ციფრული კავშირები, ინოვაცია, საერთო იდეები და ინტერესები.”

მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების საფუძველი სწორედ მშვიდობაა.

“ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მშვიდობაზე სხვებზე მეტს საუბრობს არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა,” – განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ქვეყანა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბდა რეგიონში, რასაც თან ახლავს ინფრასტრუქტურული განვითარება, ინვესტიციების ზრდა და სავაჭრო პარტნიორობების გაფართოება.

მინისტრმა განმარტა, რომ მრავალვექტორული დიპლომატია საქართველოსთვის არ გულისხმობს არჩევანს პარტნიორებს შორის, არამედ თანამშრომლობის გაფართოებას:

“მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას,” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე სტრატეგიული არჩევანი.

“საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არასოდეს ნიშნავდა და არც ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული არჩევანის ბუნდოვანებას. ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური გაერთიანება არ არის. ეს არის ღირებულებების სივრცე და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია,” – განაცხადა მინისტრმა.

ამავე კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის მიმდინარე დინამიკაზე და განაცხადა, რომ იზოლაციური მიდგომა არ შეესაბამება ორმხრივი თანამშრომლობის ინტერესებს.

“ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა,” – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

სიტყვის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა თანამედროვე მსოფლიოში დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მდგრადი მშვიდობა და პროგრესი სწორედ ერთობლივ ძალისხმევაზეა დაფუძნებული.

2026 წლის 26-27 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის რესპუბლიკას ეწვია, სადაც დუბროვნიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე თემაზე – “ძალთა ცენტრებს შორის: მრავალვექტორული დიპლომატიის გაკვეთილები”.

ღონისძიების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია