• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

დღის ჰოროსკოპი – 29 ივნისი

ივნისი 28, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

სიჯიუტე ყოველთვის კარგი როდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ეხება. ეს დღე მშვიდად, სირთულეების გარეშე ჩაივლის, რა თქმა უნდა, თუ პრობლემებს თავად, ხელოვნურად არ შექმნით. ვარსკვლავები გირჩევენ, პირველ რიგში, დაგროვილ საოჯახო საქმეებს მიხედოთ. თქვენი პროფესიული მიღწევები დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოინდომებთ. შეეცადეთ, თქვენი საქმიანი თვისებები მაქსიმალურად გამოავლინოთ! საქმე, რომელიც აქამდე უბრალო გატაცებად მიგაჩნდათ, მალე შესაძლოა შემოსავლის წყაროდ იქცეს. გამორიცხული არ არის ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ. თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები გაქვთ, შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან წაგადგებათ.

კურო

თქვენი შეუპოვრობით ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის. შესაძლოა სურვილი გაგიჩნდეთ, რომ სახლის ინტერიერი რომელიმე მოდური ნივთით ან ახალი ავეჯით განაახლოთ. უარს ნუ იტყვით საქმიან შეთავაზებაზე — ის მოულოდნელ სარგებელს და უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. ფინანსურ საკითხებში გარისკვას მოერიდეთ. შეიძლება მოგებიანი გარიგება შემოგთავაზონ, მაგრამ გამორიცხული არ არის, ამ საქმემ მხოლოდ ზარალი მოგიტანოთ. სტრესულ სიტუაციებში ჭამას უმატებთ ხოლმე, ამან კი შეიძლება ზედმეტი წონა და განწყობის გაუარესება გამოიწვიოს. ეჭვგარეშეა, რომ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე გამძლე ხართ, თუმცა დროდადრო დასვენება თქვენც გჭირდებათ.

ტყუპები

შესანიშნავი დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და სიყვარულისთვის. ჰოროსკოპი ამბობს, რომ თქვენი ბუნებრივი მომხიბვლელობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ! სიყვარულზე ფიქრი საშუალებას არ მოგცემთ, რომ ყოველდღიურ რუტინაში თავით გადაეშვათ, რომანტიკული მოგონებები კი ძალას შეგმატებთ. უფროსობას ჯობია თვალში არ მოხვდეთ, თორემ დამატებითი სამუშაოს შესრულებას დაგავალებთ, თანაც ანაზღაურების გარეშე. თუ გადანახული ფული არ გაქვთ, მსხვილ საყიდლებს მოერიდეთ და ნურც ვალს აიღებთ. შესანიშნავი ჯანმრთელობა და განწყობა ყველა დაგროვილი საქმის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. ვარსკვლავების განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, ის სასიამოვნო და, რაც მთავარია, დიდი ხნის ნანატრი იქნება. შესაძლოა, ავეჯის გადაადგილებისა და ინტერიერის განახლების სურვილი გაგიჩნდეთ. საღამოს საათებში მოსალოდნელია მეგობრის სტუმრობა. ეცადეთ, შინაგანი სიმტკიცე გამოიჩინოთ, რათა გარშემომყოფები თქვენი შეხედულებების სისწორეში დაარწმუნოთ. თუ ფიქრობთ, რომ ბედი არ გწყალობთ, იცოდეთ, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება! ამ დღეებში მოერიდეთ თერმულ პროცედურებს — აბანომ ან საუნამ შესაძლოა შაკიკი და შეუძლოდ ყოფნა გამოიწვიოს.

ლომი

ნაადრევად დასრულებულმა რომანმა შესაძლოა, გული გატკინოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ამით არ მთავრდება და თქვენს ბედნიერებას აუცილებლად იპოვით. სამსახურში, ხელმძღვანელისთვის რაიმეს თხოვნას უნდა მოერიდოთ – უარსაც გეტყვიან და დამატებით მოვალეობასაც დაგაკისრებენ. ახლა ინიციატივის საკუთარ თავზე აღების დრო არ არის, უმჯობესია, საქმეები თვითდინებაზე მიუშვათ. საუკეთესო შედეგის მისაღებად, უახლოესი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. მსხვილი საყიდლები სჯობს სხვა დროისთვის გადადოთ. სატურნისა და პლუტონის ქაოსური გადანაცვლების გამო, ამ დღეს თქვენი ჯანმრთელობა და განწყობა ცვალებადი იქნება, ამიტომ ზედმეტ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ.

ქალწული

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ოჯახისა და ხელმძღვანელობის გარდა, ვარსკვლავების მხარდაჭერასაც მიიღებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც მშვიდობა და ჰარმონია სუფევს. ერთადერთი, რაც ამ დღეს განწყობას გაგიფუჭებთ, წარუმატებელი შენაძენია. მეწარმეებმა შეიძლება მონახოთ ინვესტორი, რომელიც ფინანსურად დაგეხმარებათ, ხოლო საჯარო სამსახურში დასაქმებულებს მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად ყოფნა მოგიწევთ. ნუ დახარჯავთ ფულს უსარგებლო ნივთებზე. მომდევნო 24 საათის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას — უარი თქვით კალორიულ კერძებზე და ხილ-ბოსტნეული კარგად გარეცხეთ.

სასწორი

იმისათვის, რომ ძველი ვნება ნაცრისფერ ყოველდღიურობად არ იქცეს, შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ყოფნა საინტერესო იყოს. იზრუნეთ მიმდინარე პრობლემებზე და ბიუჯეტს გადახედეთ. სავარაუდოდ, ფულის კონტროლი დაგჭირდებათ, რადგან წინ დამატებითი ხარჯები გელით. სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით ბიუროკრატიული გაუგებრობები გელით და ყოველდღიური რუტინაც შეიძლება სტრესის მიზეზი გახდეს. საქმიან ურთიერთობებში წინდახედულობა გამოიჩინეთ, რადგან არსებობს მნიშვნელოვანი ზარალის რისკი. უახლოეს 24 საათში ინტუიცია არ გიღალატებთ. გირჩევთ, ყურადღება პოზიტივზე გაამახვილოთ და კარგი განწყობა მთელი დღე გაგყვებათ.

მორიელი

სიყვარულში ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ — მოულოდნელობამ შეიძლება თქვენს ურთიერთობას განსაკუთრებული ელფერი შესძინოს. თავს სიზარმაცის უფლება არ მისცეთ. მით უმეტეს, რომ შესანიშნავი დროა კულინარიული ექსპერიმენტების ან უბრალოდ ბინის დალაგებისთვის. თუ შედეგების გაუმჯობესებას და უფროსობაზე შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ, ხელფასის გაზრდის და კარიერული წინსვლის შანსი მოგეცემათ. თუ სამსახური არ მოგწონთ, დროა უფრო შესაფერის საქმეზე იფიქროთ. ფრთხილად იყავით წამლების მიღებისას — მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.

მშვილდოსანი

ზოგჯერ საჭიროა, რომ ყოველდღიურ ქაოსს ცოტა ხნით გაერიდოთ — მარტო გატარებული დრო დაგეხმარებათ, რომ საკუთარ აზრებში გაერკვიოთ. ახლად დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება — მთავარია, რჩეულის სიტყვებს ყური დაუგდოთ. სასიყვარულო ფრონტზე ტემპი უნდა შეანელოთ, თორემ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ. თუ ცხოვრების ჩვეულ წესს არ დაარღვევთ, ახლობლებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას შეძლებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობასა და ნერვებს და წვრილმანების გამო ნუ იკამათებთ. გირჩევთ, წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ — სწორედ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგიტანონ ან ჩახლართული საქმის გარკვევაში დაგეხმარონ. გირჩევთ, მომჭირნეობა გამოიჩინოთ და ფული უსარგებლო ნივთებში არ ფლანგოთ. თუ ჯანმრთელობას უფრთხილდებით მეტი მწვანილი და წვენები მიირთვით და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდეთ.

თხის რქა

პლანეტები გირჩევენ, ამ დღეს საყვარელი ადამიანის მიმართ ნაკლებად კრიტიკული და მომთხოვნი იყოთ. თუ თქვენს პარტნიორს საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა სურს, შეეცადეთ, ამას გაგებით მოეკიდოთ. გირჩევთ, დროულად დაასრულოთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ და მიივიწყეთ – მალე მის შესახებ ანგარიშის ჩაბარება მოგიწევთ. ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ ვიღაც ეცდება, ამით ისარგებლოს. ნუ იჩქარებთ ყველას დახმარებას და გახსოვდეთ, რომ არავის წინაშე ვალდებული არ ხართ. ამ დღეს კომერციულ და ეკონომიკურ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა საშიში არ არის. ნერვული დაძაბულობა ძილის ხარისხზე იმოქმედებს — სასურველია, რომ ვალერიანი ან სხვა ბუნებრივი საშუალება მიიღოთ.

მერწყული

ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს, რომლებიც შეიძლება თქვენს პარტნიორზე გაიგოთ. ფრთხილად იყავით, თუ საბუთებზე ხელის მოწერა გიწევთ — ნებისმიერმა შეცდომამ შესაძლოა ცუდი შედეგი გამოიღოს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს თქვენი ყველა საქმე ფულთან იქნება დაკავშირებული. ფინანსური ზარალი რომ თავიდან აიცილოთ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ. სატურნის გავლენა გაძლიერდება, რამაც ბევრი შეიძლება დეპრესიაში ჩააგდოს. ამისგან თავის დასაცავად უნდა ისწავლოთ, რომ ყველაფერში დადებითი მხარე დაინახოთ.

თევზები

ყველაფერი, რაც გულწრფელად გსურთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად ახდება, ამიტომ საკუთარ სურვილებთან ფრთხილად უნდა იყოთ! მოსალოდნელია ირაციონალური გადაწყვეტილებები, თუმცა მთლიანობაში დღე მშვიდად ჩაივლის. საქმეებს სამომავლოდ ნუ გადადებთ, თორემ მალე შეუსრულებელი საქმეების ზვავი თავზე დაგემხობათ. დღის მეორე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ — დიდია ტრავმების, კონფლიქტების (ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი) და ავარიების რისკი.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

დღის ჰოროსკოპი – 29 ივნისი

ივნისი 28, 2026
რა ვქნათ, თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს? – მარტივი რჩევები

რა ვქნათ, თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს? – მარტივი რჩევები

ივნისი 28, 2026
კვლევა: ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენება ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულაა

კვლევა: ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენება ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულაა

ივნისი 28, 2026
გერმანია სამხედრო სამსახურის აღდგენაზე მუშაობს – რას წერს The Telegraph

გერმანია სამხედრო სამსახურის აღდგენაზე მუშაობს – რას წერს The Telegraph

ივნისი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია