• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

სად არის ყველაზე დაბალი ფასი? – ამოქმედდა ახალი პორტალი ekalata.gov.ge

ივნისი 29, 2026
ში საზოგადოება
სად არის ყველაზე დაბალი ფასი? – ამოქმედდა ახალი პორტალი ekalata.gov.ge
0
გაზიარება
11
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი – სწორედ ასეთია ekalata.gov.ge – სასურსათო პროდუქტების ახალი საინფორმაციო პორტალი, რომელსაც მოქალაქეები უკვე აქტიურად იყენებენ. ამბობენ, რომ ელექტრონული კალათით სარგებლობა უკვე მათი ყოველდღიურობა გახდა.

ელექტრონული კალათა სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში უყრის თავს. საინფორმაციო პლატფორმა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ წარადგინა. ახალი პლატფორმა, მომხმარებელთა ინფორმირებულობასთან ერთად, მსხვილ ქსელებს შორის კონკურენციასაც გაზრდის. 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტი და ფასდაკლებები, რომელსაც ამ პროდუქტებზე 12 მსხვილი ქსელი ადგენს – ახალი ვებ-გვერდი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ პროდუქტების ღირებულების მიხედვით სასურველი არჩევანი გააკეთონ.

ფასების რეგულირების საკითხზე სამთავრობო კომისიამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმუშავა. სასურსათო პროდუქციაზე ფასწარმოქმნის მექანიზმი შეისწავლა საპარლამენტო კომისიამაც. სწორედ მის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების საფუძველზე, მსხვილი სავაჭრო ქსელები უკვე ორი თვეა მოქალაქეებს “საოჯახო კალათით” განსაზღვრულ საბაზისო პროდუქტებზე რეგულარულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. ფასების შემცირების მიზნით შექმნილი სტრატეგიის ფარგლებში კი, კონკურენციის სააგენტოს დაევალა, პროდუქტებზე საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში მოეთავსებინა.

სასურსათო პროდუქტების საინფორმაციო პორტალი, პრემიერის შეფასებით, სწორედ მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. მთავრობის მეთაურმა თქვა ისიც, რომ პლატფორმის სწორად მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

პროგრამაში ჩართული მსხვილი სავაჭრო ქსელები ვალდებულები იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის შემადგენლობაში შემავალი პროდუქტების ფასდაკლებების შესახებ. იგეგმება სპეციალური აპლიკაციის შექმნაც მობილური მოწყობილობებისთვის, რაც მოქალაქეებისთვის ფასების შესახებ ინფორმაციის კიდევ უფრო სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 3, 2026
“გოგონების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კაცი, რომელიც გეუბნება მიყვარხარო…” – მამა თეოდორე გიგნაძე

„თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?“ – პატრიარქის რჩევა, რომელსაც მამა თეიმურაზ გიგნაძე იხსენებს

ივლისი 3, 2026
“ჩემთვის ეს დიდი პატივია” – ლუკა ლოჩოშვილი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა

ივლისი 3, 2026
„მაგარ რაღაცას გასწავლით…“ – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

გულის შეტევის დროს ამ შეცდომებს ნუ დაუშვებთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ივლისი 3, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია