• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

დღის ჰოროსკოპი – 30 ივნისი

ივნისი 29, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

შეიძლება შინაგანი აგრესიის შეკავება გაგიჭირდეთ და ბრაზი გარშემომყოფებზე გადმოაფრქვიოთ. ასე რომ არ მოხდეს, სჯობს ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ. სამსახურში საკმაოდ უცნაურ ადამიანებთან შეხვედრა მოგიწევთ. მათთან საერთო ენის პოვნას შეძლებთ, თუმცა არც ისე სწრაფად, როგორც ისურვებდით. აუხდენელი ოცნება მშვენიერია, მაგრამ დროდადრო ციდან მიწაზე დაშვება მოგიწევთ, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები. გახსოვდეთ, ვიტამინებით მდიდარი კვების მნიშვნელობა — ორგანიზმის მხარდაჭერა კარგი განწყობისა და ჯანმრთელობის საწინდარია.

კურო

აჯობებს, თქვენი გაღიზიანება სადმე შორს გადამალოთ — თუ კონფლიქტის აცილება ვერ შეძელით, პარტნიორთან ურთიერთობას საფრთხეში ჩააგდებთ. სამსახურში იმდენი საქმე გაქვთ, არ იცით, საიდან დაიწყოთ, თუმცა ყველაფრის დათქმულ ვადებში დასრულებას შეძლებთ. ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ ერთ მიზანზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. სხვის რჩევებს ნუ აჰყვებით, ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ. შეიძლება, თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელიც თავდაპირველად შესანიშნავად მოგეჩვენებათ, მაგრამ შესაძლოა, მან წარუმატებლობა მოგიტანოთ. ამჟამად თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი შემცირებულია, ამიტომ ძალებს და ნერვებს გაუფრთხილდით. საღამოს კარგი იქნება, თუ მედიტაციით ან სხვა სარელაქსაციო ტექნიკით დაკავდებით.

ტყუპები

ღრუბლები, რომლებიც თქვენი ოჯახის თავზე დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა, ნელ-ნელა იფანტება და მალე მზე გამოანათებს. რისკზე წასვლის ნუ შეგეშინდებათ — შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ახლობელი ადამიანების კრიტიკას მოერიდეთ, ამან შეიძლება დიდი ჩხუბი გამოიწვიოს. სჯობს, დაგროვილ საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებს მიხედოთ. ეს დღე საგანმანათლებლო ღონისძიებებში ან ტრენინგებში მონაწილეობისთვის იდეალურია — ასეთი აქტივობა თქვენს პროფესიულ ზრდას ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის. მომავალი კვირის განმავლობაში ფინანსურ ოპერაციებში სიფრთხილე გამოიჩინეთ — შესაძლოა, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს! ტექნიკასთანაც ფრთხილად იყავით, არსებობს მცირე ტრავმების მიღების რისკი.

კირჩხიბი

მალე ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ, რომელიც სამყაროს ჯადოსნურ ფერებში დაგანახვებთ. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია ნებისმიერი წამოწყებისთვის, ეს ახალი პროექტი იქნება თუ დაგეგმილი შენაძენი. თუ კოლეგამ დახმარება შემოგთავაზათ, უარს ნუ ეტყვით, რადგან ეს ადამიანი თქვენს დახმარებას გულწრფელად ცდილობს. ამ დღეს მნიშვნელოვანია, ინტუიციას მოუსმინოთ და საკუთარ სიმართლეში ეჭვი არ შეგეპაროთ. შეუძლოდ ყოფნის გამო განგაშის ატეხა არ ღირს — ავადმყოფობა არ გემუქრებათ.

ლომი

ახალი ნაცნობობა ხანგრძლივ და საინტერესო ურთიერთობებს გპირდებათ. დატკბით ამ პერიოდით და ემოციები საყვარელ ადამიანსაც გაუზიარეთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი იდეების განხილვისთვის. ახლობლებთან ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა ნელ-ნელა ჩაცხრება და ეს თქვენი მცდელობის შედეგია. სამსახურში ერთ-ერთი კოლეგის ინტრიგების გამო უსიამოვნებები გელით, მაგრამ საქმის მიმართ სწორი მიდგომა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდით, შეგიძლიათ დახმარებისთვის უფროს ნათესავებს ან ერთგულ მეგობრებს მიმართოთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე — ვარსკვლავები შვებულებაში წასვლას გირჩევენ.

ქალწული

გამორიცხული არ არის პრობლემები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, თუმცა ამაში დამნაშავე თავად იქნებით. შესაძლოა, თქვენი ბობოქარი ემოციებით, მუდმივი უკმაყოფილებითა და ახირებებით ყველა დაღალეთ. ამ დღეს გაინტერესებთ ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება და ცდილობთ, მხედველობიდან არაფერი გამოგრჩეთ. ამჟამად მთელი ყურადღება კარიერული ზრდის საკითხებზე გაქვთ გადატანილი. მიმართეთ ხელმძღვანელობას, ისინი აუცილებლად რაღაც საინტერესოს შემოგთავაზებენ. თქვენი შფოთვა და ფარული შიშები სრულიად უსაფუძვლოა — შეგიძლიათ მიზნისკენ თამამად იაროთ. თქვენი ნიშნის სუსტი წერტილებია: ფილტვები, კუჭ-ნაწლავის სისტემა, ღვიძლი და კიდურები. თუ საკუთარი ჯანმრთელობა რამედ გიღირთ, საკვებსა და ალკოჰოლურ სასმელების მოხმარებაში ზომიერება უნდა დაიცვათ.

სასწორი

სასწორებს სასიყვარულო თავგადასავლებში სასიამოვნო სიურპრიზები ელით. დაპირებებს ნუ გასცემთ, თუ არ გინდათ, რომ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდეთ. ზოგიერთ სასწორს ნათესავებთან ნათესავებთან დაპირისპირება მოუვა, რისი მიზეზიც შეიძლება ფინანსური უთანხმოება გახდეს. საკმაოდ რთული დღეა კოლეგებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. ძველი, დაუსრულებელი საქმეები თავს შეგახსენებენ და იმაზე მეტ დროს წაგართმევენ, ვიდრე ოდესმე. წარმატებული დღეა მგზავრობის, მივლინებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის. დღევანდელი დღე ხელსაყრელია საქმიანი მოლაპარაკებისთვის, რომელიც შეიძლება მოგებიანი გარიგებით დასრულდეს. მასაჟზე ჩაეწერეთ — ეს წელისა და მუცლის არეში სხეულის კორექციაში დაგეხმარებათ, ხოლო მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები თავს მხნედ გაგრძნობინებთ.

მორიელი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. თუ გულზე ხელებს დაიკრეფთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. ამ დღეს ურთიერთობებში გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოგიწევთ. მზად იყავით, რომ საყვარელი ადამიანის თვალსაზრისს მოუსმინოთ და კონფლიქტების მოსაგვარებლად საერთო ენა გამონახოთ. დაოჯახებულ ადამიანებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით, რაც უთანხმოების ალბათობას მთლიანად გამორიცხავს. თუ თქვენი საქმიანობა ურთიერთობებს ან საბუთების გაფორმებას უკავშირდება, საქმიანი ქაღალდები, რომლებზეც ხელის მოწერა გიწევთ, ყურადღებით შეამოწმეთ. გირჩევთ, ექიმთან პროფილაქტიკურ ვიზიტზე დროულად ჩაეწეროთ.

მშვილდოსანი

თუ ხანმოკლე წარმატების მისაღწევად საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წახვალთ, მომავალში შეიძლება საკუთარი თავი მორალური პრინციპების დარღვევის გამო დაადანაშაულოთ. შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, რადგან მათი შედგენის დროს ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ. ნუ ჩადებთ ფულს სარისკო პროექტებში, სჯობს, უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდოთ. დილით შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა საღამომდე თავის ტკივილი გაივლის და საშუალებას მოგცემთ, ისეთი რამეები გაიხსენოთ, რაზედაც დიდი ხანია, არ გიფიქრიათ.

თხის რქა

ამ დღეს შესაძლოა, არცთუ ისე სასიამოვნო საყოფაცხოვრებო საქმეების კეთება მოგიწიოთ — მაგალითად, სანტექნიკის მოწესრიგება ან მღრღნელებთან ბრძოლა. სამსახური მოსაწყენ რუტინად გეჩვენებათ? სავარაუდოდ, გადაიღალეთ და ყველაფერს მუქ ფერებში ხედავთ. ანალიზისა და დაგეგმვის დროა. თქვენს ფინანსურ ჩვევებს გადახედეთ და განსაზღვრეთ, ფულის დაზოგვა სად შეიძლება. კარგი დროა ხელფასის მომატებაზე ან თანამშრომლობის ახალ პირობებზე მოსალაპარაკებლად. ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, ჩანაფიქრი სრულად განახორციელოთ. გულძმარვის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, მწარე და მლაშე საკვებს მოერიდოთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობისას ბოლომდე გულწრფელი იყოთ. ეს დაგეხმარებათ, გაუგებრობები თავიდან აიცილოთ. დადგა დრო, რომ იმიჯი შეიცვალოთ ან ბინაში კოსმეტიკური რემონტი წამოიწყოთ. საფინანსო სფეროს თანამშრომლებმა საქმიანი ქაღალდები უნდა მოაწესრიგონ და შემოწმებისთვის მოემზადონ. მოერიდეთ ფულთან დაკავშირებულ საქმეებს, მსხვილ საყიდლებსა და კრედიტების აღებას. მარსისა და პლუტონის კვინკონსი ფინანსურ სფეროში შეცდომებზე მიანიშნებს. უარი თქვით მაღალკალორიულ საკვებსა და ალკოჰოლზე — ჭარბი კვება თქვენს ჯანმრთელობაზე დამანგრევლად იმოქმედებს.

თევზები

ამ დღეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ზედმეტი ხმაურის გარეშე უნდა იმოქმედოთ. თავი შეიკავეთ წვეულებების, ღამის კლუბებისა და რესტორნების სტუმრობისგან. ხელსაყრელი დღეა სარემონტო სამუშაოებისთვის, როგორც სახლში, ისე აგარაკზე. თქვენი განწყობა დიდწილად არის დამოკიდებული იმ ადგილის სიმყუდროვეზე, სადაც ყველაზე ხშირად იმყოფებით. მოქნილი აზროვნება და ლოგიკა რთული საკითხების გარკვევაში დაგეხმარებათ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა, რამე ავანტიურაში ჩაერთოთ, რაც უამრავ საზრუნავს გაგიჩენთ. დღეს, ინტუიციის ნაცვლად, ლოგიკით უნდა იხელმძღვანელოთ, რადგან მეექვსე გრძნობამ შეიძლება მახეში გაგაბათ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

დღის ჰოროსკოპი – 30 ივნისი

ივნისი 29, 2026
შოკი იტალიაში – ანდრეა ბოჩელის ოჯახის ვილა გაძარცვეს

შოკი იტალიაში – ანდრეა ბოჩელის ოჯახის ვილა გაძარცვეს

ივნისი 29, 2026
ნუცა ბუზალაძეს წლის მუსიკალური ინფლუენსერის პრიზი გადასცეს – რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი კანიდან

ნუცა ბუზალაძის ემოციური მიმართვა გამომწერებს სოციალურ ქსელში

ივნისი 29, 2026
ჯანმრთელობის გამაფრთხილებელი ნიშნები – რას გვირჩევენ ექიმები

ჯანმრთელობის გამაფრთხილებელი ნიშნები – რას გვირჩევენ ექიმები

ივნისი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია