თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქის რამდენიმე უბანში გადაადგილების პრობლემები შექმნა.
უხვი ნალექის გამო დიდ დიღომში, რამდენიმე ცენტრალური და შიდა ქუჩა დაიტბორა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ამასთან, აღმაშენებლის ხეივანზე, ძლიერი ქარის შედეგად, ხე წაიქცა, რამაც საავტომობილო გზის სრული ჩაკეტვა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება ფოტომასალაც.
უამინდობა ქვეყნის მასშტაბით, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. მოსახლეობას 112-მა გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა.













