• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი საზოგადოება

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურების ახალ წესს ნერგავს

ივლისი 8, 2026
ში საზოგადოება
შემოსავლების სამსახური საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურების ახალ წესს ნერგავს
0
გაზიარება
2
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებითა და ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურების ახალი გამარტივებული წესი ამოქმედდება.

„შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, ნებაყოფლობით, საცდელ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისთვის მათ ავტორიზებულ გვერდებზე საინფორმაციო ხასიათის, მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინების გაგზავნა – საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურების შესახებ.

აქვე განვმარტავთ, რომ მხარის მიერ, ანგარიშ-ფაქტურის დაუდასტურებლობის გამო, ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციის ვადაში ანგარიშ-ფაქტურების დროული წარდგენა, რაც იწვევს დამატებით დაზუსტებული დეკლარაციების წარმოდგენის ვალდებულებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უწყების მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მიმღები მხარის მიმართ მომხდარიყო შემოსავლების სამსახურის სერვისებზე შეზღუდვის დაწესება. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ, მიმღებ მხარეს საანგარიშო პერიოდის (ერთი თვის შემდეგ) დასრულებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვში (ყოველი თვის 5 რიცხვში) დაუფიქსირდება დასადასტურებელი საფ-ი/ნსაფ-ი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე მთავარ მომხმარებელს, ასევე ქვე-მომხმარებელს შეეზღუდებათ ყველა სერვისით სარგებლობის უფლება, გარდა ანგარიშ-ფაქტურების/სპეც ანგარიშ-ფაქტურების მოდულებისა. ამასთან, ავტორიზებული ვებგვერდით სარგებლობისას, ყოველი შესვლისას, მომხმარებელს გამოუჩნდება წითელი ფერის სავალდებულო შეტყობინება, შემდეგი შინაარსით – „გაცნობებთ რომ გიფიქსირდებათ დასადასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულის გამო, ავტორიზებულ გვერდზე – www. service.rs.ge შეგეზღუდათ სერვისებით სარგებლობის უფლება. სერვისებზე წვდომა აღდგება მყისიერად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის/სპეც ფაქტურ(ებ)ის დადასტურების ან უარყოფის შემდეგ”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დროულად მოხდება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება, რათა მომსახურების მიმღებმა მხარემ მარტივად შეძლოს შესაბამისი დღგ-ის თანხის ჩათვლა და მხარეებისთვის (როგორც ანგარიშ-ფაქტურის გამომწერის ასევე მიმღების) შეიქმნას სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურება შეამცირებს საგადასახადო შემოწმების რაოდენობას და გააუმჯობესებს, როგორც რისკების იდენტიფიცირების სიზუსტეს, ასევე პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობას“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 8, 2026
“როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული?” – პატრიარქი შიო მესამე

“ვმადლობ უფალს, რომ მომიწია ამ ძვირფას ეპარქიაში მსახურება” – პატრიარქი შიო მესამე

ივლისი 8, 2026
რატომ ტირის კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე?

რატომ ტირის კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე?

ივლისი 8, 2026
ფული, სიყვარული და მნიშვნელოვანი ცვლილებები – მიხეილ ცაგარელის უახლესი პროგნოზი

“პრობლემების ალბათობა ძალიან დიდია. ემოციური კონტროლი აუცილებელია“ – მიხეილ ცაგარელი

ივლისი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია