• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 10, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

მოსალოდნელია სამსახურებრივი რომანი, რომელმაც შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ, ამიტომ პირველ რიგში, საკუთარ ავტორიტეტზე იფიქრეთ. თუ სანაცნობო წრის შეცვლის სურვილი გაგიჩნდათ, ამაში უცნაური არაფერია — წლებთან ერთად ადამიანის ინტერესები იცვლება, თავად კი უფრო ბრძენი და გამოცდილი ხდება. განიტვირთეთ და ძალები მომავალი მიღწევებისთვის შემოინახეთ, გადაღლილობის გამო შესაძლოა თავბრუსხვევამ შეგაწუხოთ, ამიტომ ხშირად შეისვენეთ და ოთახი გაანიავეთ — ჟანგბადის ნაკლებობა ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. ყურადღება მიაქციეთ ნეგატიურ ფიქრებს, რადგან მათ შეუძლიათ თქვენს განწყობაზე გავლენა მოახდინონ. გაუზიარეთ ემოციები ახლობელ ადამიანს და შვებას იგრძნობთ.

კურო

მომავალი პერიოდი ვენერას მფარველობით ჩაივლის. ეს ის დროა, როდესაც მზად ხართ, მთელი გულით შეიყვაროთ, გარშემომყოფებს სითბო გაუზიაროთ და საყვარელ ადამიანებზე განსაკუთრებულად იზრუნოთ. თუ ბოლო დროს მეტისმეტად ბევრს მუშაობდით და საოჯახო საქმეები დაივიწყეთ, ახლა მდგომარეობის გამოსწორების დროა. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით, თუნდაც გარშემომყოფები ამისკენ გიბიძგებდნენ. ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ფინანსურ სექტორში დასაქმებულთათვის — მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა ან კარიერული წინსვლა. პლანეტების განლაგება ხელმძღვანელებსა და საშუალო რგოლის მენეჯერებს წარმატებას ჰპირდება. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან არსებობს ტრავმის მიღების რისკი, რაც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.

ტყუპები

ვარსკვლავები მიგვანიშნებენ, რომ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა გელით და ეს ნაცნობობა, შეიძლება უფრო დიდ გრძნობაში გადაიზარდოს. მცირე უსიამოვნებებმა შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ, თუმცა მალე მიხვდებით, რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ. სამსახურებრივ საკითხებში სხვების აზრს ნუ დაეყრდნობით, საკუთარ გამოცდილებას, ბიზნესალღოსა და ინტუიციას ენდეთ. ამ დღეს მოთმინების გამოჩენა ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს, რადგან წარმატებას სწორედ მისი წყალობით მიაღწევთ.

კირჩხიბი

ახალი ნაცნობობისთვის იდეალური დროა, მთავარია — იაქტიუროთ! ამ დღეს ყოფითი თუ საოჯახო პრობლემების მოსაგვარებლად ჩვეულებრივზე მეტი ენერგია დაგჭირდებათ. ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. მაშინაც კი, თუ მარტო მუშაობას ხართ ჩვეული, ახლა თანამებრძოლების დახმარება დაგჭირდებათ. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რომ შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ. მარსი აქტიურ ფაზაში გადადის — აკონტროლეთ წნევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბოლო დროს გულის არეში ტკივილს უჩიოდით.

ლომი

ეცადეთ, რომ ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. გახსოვდეთ, რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, პარტნიორისთვის მით უფრო მიმზიდველი გახდებით. მეუღლეებს შორის ურთიერთობაში ძველი წყენა და უთანხმოება წარსულს ჩაბარდება და ახლებურ მიზიდულობას იგრძნობთ. სავარაუდოდ, სამსახურში საკუთარი პოზიციების თამამად დაცვას შეძლებთ. ხელმძღვანელობა თქვენს ლიდერულ თვისებებს აუცილებლად შეამჩნევს და შესაძლოა დაწინაურებაც შემოგთავაზოთ. უახლოეს მომავალში ზედმეტ ხარჯებს მოერიდეთ, საყიდლები წინასწარ დაგეგმეთ და მხოლოდ ის შეიძინეთ, რაც ნამდვილად გჭირდებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან გადაჭარბებულმა განცდებმა შეიძლება ძლიერი შაკიკი გამოიწვიოს.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას მეტი ყურადღება დაუთმოთ. ოჯახში მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, თუმცა კვირის ბოლოს სიტუაცია მოგვარდება და ოჯახურ ჰარმონიას აღადგენთ. გირჩევთ, კოლეგების საქმეებში ნუ ჩაერევით, უმჯობესია, რომ მთელი ყურადღება საკუთარ პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს მანევრირება შესანიშნავად ეხერხებათ, ისე რომ კონკურენტები ვერაფერს ხვდებიან, თუმცა მაინც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. საქმის საბოლოო შედეგი და შემოსავლები თქვენს ძალისხმევასა და მატერიალური რესურსების მართვის უნარზეა დამოკიდებული. იდეალური დღეა აქტიური დასვენების, ვარჯიშისა და სუფთა ჰაერზე მუშაობისთვის.

სასწორი

სამსახურის საქმეებში ყელამდე ხართ ჩაფლული? ამის მიუხედავად, ეცადეთ დრო საოჯახო საქმეებისა და ახლობლებისთვისაც გამონახოთ, რომლებსაც თქვენი ყურადღება სჭირდებათ. უამრავი საინტერესო იდეა გაგიჩნდებათ, რომლებსაც თქვენი თანამოაზრეები სიამოვნებით აიტაცებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კარიერული ზრდის ახალი გზები ეძებოთ, ინიციატივა გამოიჩინოთ და თქვენი მცდელობა აუცილებლად დაფასდება. შეისწავლეთ მიზეზები, რომლებიც შემოსავლის მიღებაში ხელს გიშლით, თუმცა ახალ პროექტებს ნუ შეეჭიდებით.

მორიელი

ამ დღეს იდუმალი თაყვანისმცემლისგან ყურადღების ნიშნებს იგრძნობთ, თუმცა ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ ახალი რომანის დასაწყებად არახელსაყრელი დროა. ეს პერიოდი საუკეთესოა შემოქმედებითი ადამიანების, ხელოვანების, ჟურნალისტებისა და მწერლებისთვის. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იპოვით ძალას, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობების შექმნაში დაგეხმარებათ. დროა ცხოვრებისეული ხედვები გადააფასოთ და იმ ფიქრებისგან გათავისუფლდეთ, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ გამოცდილებას დაეყრდენით, ემოციური წონასწორობისთვის კი მხოლოდ დადებითად იაზროვნეთ და ცუდი აზრები თავიდან მოიშორეთ.

მშვილდოსანი

პირად ცხოვრებაში იდილია მუდმივად არ გაგრძელდება — დროთა განმავლობაში გრძნობები ნელდება და თავს წვრილმანი პრეტენზიები იჩენს. კამათს და დაპირისპირებას ერიდეთ — გაცილებით გონივრული იქნება, თუ შეთანხმებას მიაღწევთ და კომპრომისს იპოვით. საღამო თვითგანვითარებას დაუთმეთ. გახსოვდეთ, რომ ცდუნებების აყოლამ შესაძლოა თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს და კოლეგებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. მონდომებისა და შეუპოვრობის შემთხვევაში, თქვენი შრომა დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ სწორი, დაბალანსებული კვება ცხოვრების წესად აქციოთ და ძილის წინ ნუ მიირთმევთ — ეს ზედმეტი წონისგან დაგიცავთ.

თხის რქა

ეცადეთ, თაყვანისმცემელთან ურთიერთობისას ბუნებრივი და გულახდილი იყოთ — ეს უსიამოვნო გაუგებრობებს თავიდან აგაცილებთ. ახლა გაჯიუტებისა და საკუთარი სიმართლის მტკიცების დრო არ არის. ჯობია, ცოტა ხნით გვერდზე გადგეთ და უფრო ხელსაყრელ მომენტს დაელოდოთ. ჭკვიანი და ნიჭიერი ხართ, რასაც დამსაქმებელი აუცილებლად დააფასებს, შურიან კოლეგებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხელსაყრელი დროა ფინანსური დაბანდებებისთვის, რადგან ინვესტიციები მომავალში სოლიდურ მოგებას მოგიტანთ. გადაღლილობამ შეიძლება უძილობა გამოიწვიოს, ამიტომ მეტი დაისვენეთ და ზედმეტ ვალდებულებებს ნუ აიღებთ.

მერწყული

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. პლანეტების განლაგება მიანიშნებს, რომ გარდამტეხი მომენტი დგება, საიდანაც უკან დასახევი გზა არ იქნება. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს სასიამოვნო ცვლილებები ელით — შესაძლოა, ბავშვობის მეგობრებს შეხვდეთ და მათგან ახალი ამბავი გაიგოთ. უახლოეს დღეებში კოლეგებისგან, ნაცნობებისა და მეგობრებისგან ბევრ საინტერესო წინადადებას მიიღებთ, არჩევანის გაკეთება კი თავად მოგიწევთ. საეჭვო პროექტში მონაწილეობას ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება მოვლენები სხვა სცენარით განვითარდეს, ვიდრე გეგმავდით. ასევე, დიდია ტრავმების ალბათობა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ.

თევზები

ნუ მისცემთ ეჭვიანობასა და უნდობლობას უფლებას, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ორიგინალური იდეებისა და ახალი სტრატეგიის წყალობით, ოფიციალურ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს წარმატებით ჩაატარებთ. თქვენი სიცოცხლისუნარიანობა, მომხიბვლელობა და ლოგიკა პარტნიორებს თანამშრომლობისკენ უბიძგებს. გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება, თუ ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლდებით. ისწავლეთ საკუთარი ემოციების მართვა და დიდ წარმატებას მიაღწევთ!

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 10, 2026
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

“ნუ მიატოვებთ და უპატრონობით ნუ დაანგრევთ მამაპაპისეულ კერას” – ბერი პაისი

ივლისი 10, 2026
რატომ კბენენ კოღოები ზოგ ადამიანს უფრო ხშირად? – მეცნიერების პასუხი

ექიმების რეკომენდაცია – როგორ ავიცილოთ თავიდან ტკიპებითა და კოღოებით გადამდები დაავადებები?

ივლისი 10, 2026
ბრიტანეთში კიბოს განკურნების ინოვაციური თერაპია დაინერგა

მეცნიერების იმედისმომცემი აღმოჩენა – პანკრეასის კიბოს გავრცელების შეჩერება 90%-მდე გახდა შესაძლებელი

ივლისი 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია