• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 12, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის ახლა დასვენება და მცირე მოგზაურობა ნამდვილი შვება იქნება. თუ ზღვაზე გამგზავრებას ვერ ახერხებთ, მეზობელ ქალაქს ან სოფელს მაინც ესტუმრეთ. შესაძლოა, ახლობლებთან ურთიერთობაში თავი გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს, თუმცა პრობლემის ემოციურ ნიადაგზე მოგვარებას ნუ ეცდებით და კომპრომისი ეძებეთ. ყურადღებით ადევნეთ თვალი მოვლენებს და ვითარების მიხედვით იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ, რამდენიც გინდათ, იმდენ ფულს მაინც ვერ იშოვით. ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაჩერდეთ და დაფიქრდეთ – მართლა ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება? ჯანმრთელობას გაუფრთხილდით — თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს უნდა მიმართოთ.

კურო

ახლა გაქვთ შანსი, საერთო ენა იპოვოთ ადამიანთან, რომელიც ძალიან გიყვართ. მძაფრი ვნებები ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა პარტნიორთან სულიერ ერთობასა ნამდვილად იგრძნობთ. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ — ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება აირჩიეთ და მას მიჰყევით. თუ ყველა საქმეს ერთდროულად შეეჭიდებით, ვერცერთს ვერ დაასრულებთ. კუროებს ახალი პროექტები ხშირად იზიდავთ. ამჯერადაც, თქვენი ფიქრები სამუშაოსკენ არის მიმართული. ძვირად ღირებული შენაძენებისგან ჯობია დროებით თავი შეიკავოთ. მერკური თქვენს მხარეს არ არის, ამიტომ შეიძლება შეძენილი ნივთი უხარისხო ან სრულიად უსარგებლო გამოდგეს. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს და კამათს. ამის ნაცვლად, სულისა და სხეულის გაკაჟებაზე იზრუნეთ და ჯანმრთელობა მადლობას გეტყვით.

ტყუპები

გრძნობის გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც ის მოულოდნელი და ზედმეტად მძაფრი იყოს — გულწრფელობა ადამიანებს ყოველთვის იზიდავს. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს (ძირითადად, მამაკაცებს) მოუწევს საკუთარი სიმართლის მტკიცება მეუღლესთან. უმჯობესია, მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის წინასწარ მოემზადოთ. შესაძლოა, კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში გაუგებრობამ თავი იჩინოს, თუმცა კრიტიკული შენიშვნების გამო ნუ გაბრაზდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, ფულის დაზოგვა დაიწყოთ, რადგან ახლო მომავალში, სავარაუდოდ, სერიოზული ხარჯები გელით. თუ ბოლო დროს თავს მოდუნების უფლებას აძლევდით, ახლა შესაფერისი დროა სპორტული ვარჯიში დაიწყოთ და მენიუდან ცხიმიანი და ცომეული კერძები ამოიღოთ.

კირჩხიბი

ნურავის მისცემთ თქვენი ემოციებით მანიპულირების უფლებას. თუ გრძნობთ, რომ ადამიანი თქვენზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, ჯობია, მასთან ურთიერთობა შეწყვიტოთ. მოსალოდნელია კამათი ახლობლებთან, რომლებიც პრინციპულ საკითხში მხარს არ გიჭერენ. სიზარმაცეს ვერავინ დაგაბრალებთ, მაგრამ ამ დღეს ყველაფერი გეზარებათ, რაც გასაკვირი არ არის — 12 ივლისი სირიუსის ნიშნით ჩაივლის, ამიტომ შრომისა და აქტიურობისთვის შექმნილი არ არის. სამაგიეროდ სატურნისა და იუპიტერის გავლენით, კარიერული და ფინანსური წინსვლის ბრწყინვალე შანსი გეძლევათ. სამსახურებრივ მოვალეობებს ბევრად ადვილად გაართმევთ თავს, კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება. თქვენი მთავარი პრობლემა ახლა ზედმეტი მიმნდობლობა და არაორგანიზებულობაა.

ლომი

მარტოხელა ლომებს უახლოეს მომავალში ბედი გაუღიმებთ და მეორე ნახევარს იპოვიან. მთავარია, ასობით ადამიანს შორის საკუთარი იღბლის დანახვა შეძლოთ. პირად გეგმებს კოლეგებთან ნუ განიხილავთ — შესაძლოა, ვიღაცას თქვენი შურს და თქვენი ბედნიერების ჩაშლა მოინდომოს. ამ დღეს რთულ პროექტებსა და საპასუხისმგებლო საქმეებს ნუ დაიწყებთ, რადგან დაბნეულობის გამო მათი მართვა გაგიჭირდებათ. ახლა საუკეთესო დროა ფინანსური მიზნების გადასახედად — იქნებ გრძელვადიან ინვესტიციებზე გეფიქრათ? სატურნის გავლენით, შესაძლოა რევმატიზმის ან სხვა ქრონიკული დაავადების სიმპტომები გამწვავდეს. თუ ასე მოხდა, მკურნალობის შეწყვეტილი კურსი უნდა განაახლოთ.

ქალწული

ყველა ოცნების ერთბაშად ასრულებას თუ მოინდომებთ, ეს მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ, თუმცა გარემოს შეცვლა ნამდვილად სასიკეთოდ წაგადგებათ. ეს დღე უმჯობესია ოჯახურ გარემოში გაატაროთ და შინაური სიმყუდროვით ისიამოვნოთ. სამსახურში სიფრთხილით მოეკიდეთ იმ კოლეგების რჩევებს, რომლებიც შეიძლება პირად სარგებელს ეძებენ. თითოეულ სიტყვას ყურადღებით დაუკვირდით — გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენ წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებს. ფინანსურმა იღბალმა ზურგი შეგაქციათ? გულს ნუ გაიტეხთ, ფორტუნა მალე ისევ თქვენკენ შემობრუნდება! ამ დღეებში ვარჯიში საოცარ ენერგიას შეგმატებთ — თქვენს თანავარსკვლავედს ხომ მებრძოლი მარსი მფარველობს.

სასწორი

ნუ იქნებით ზედმეტად მორიდებული და პარტნიორს პირდაპირ უთხარით, მის ქცევაში რა არ მოგწონთ. ჯერჯერობით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ნუ დაგეგმავთ და ახალი ინიციატივების წამოწყებას ნუ იჩქარებთ. წინ რთული გადაწყვეტილება გელით — ამ საკითხს ნუ გააჭიანურებთ და ეცადეთ, არჩევანი ყოველგვარი სინანულის გარეშე გააკეთოთ. მეგობრობას, ნათესაურ კავშირებსა და ბიზნესს ერთმანეთში ნუ აურევთ. თუ შეეცდებით, რომ არაპროფესიონალი ახლობლები საქმეში ჩართოთ, აუცილებლად იზარალებთ. შესანიშნავი დღეა მასაჟისა და აუზზე ვიზიტისთვის, თმის შეჭრისგან კი ჯობია თავი შეიკავოთ, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

მორიელი

მარტოხელა მორიელებს შანსი ეძლევათ, სიყვარული იპოვონ, თუმცა მიუღწეველ მიზნებს ნუ დაისახავთ. თუ უკვე გყავს მეორე ნახევარი, გირჩევთ დღეს მასთან არ განიხილოთ საკითხები, რომლებზეც განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. უფულობის პერიოდი დასასრულს უახლოვდება და მალე შეძლებთ, ისეთი რამ შეიძინოთ, რაზედაც ცოტა ხნის წინ ვერ იოცნებებდით. ქრონიკული დაავადებების გამწვავებამ შესაძლოა საზრუნავი გაგიჩინოთ. მძიმე ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ და დამატებით ვალდებულებებს ნუ აიღებთ.

მშვილდოსანი

სიყვარულში რისკზე წასვლის ნუ შეგეშინდებათ — ეს მოგცემთ შანსს, რომ ნამდვილი, მძაფრი ემოციები გამოცადოთ, პარტნიორი კი თქვენს გაბედულებას აუცილებლად დააფასებს. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, რომლებზეც მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილოთ, გამორიცხული არ არის, ამ შეხვედრების შედეგებზე თქვენი კარიერული წინსვლა იყოს დამოკიდებული. თუ მატერიალური კეთილდღეობა თქვენი უპირველესი მიზანია, მაშინ შემოსავლის დამატებით წყაროზე უნდა იფიქროთ. შეეცადეთ, ცხოვრებაში მეტი პოზიტივი დაინახოთ — ეს თქვენს სასიცოცხლო ენერგიას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

თხის რქა

ამ ნიშნის ქალბატონებს ახალი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი ელით, თუმცა ამ ურთიერთობებს ისე ნუ მიუდგებით, როგორც მორიგ ბიზნესპროექტს. ამ დღის დევიზია: სიყვარული, სიმშვიდე და თანხმობა. შეგიძლიათ, საქმიანი მივლინებები და გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები პირადი მიზნებისთვის გამოიყენოთ. ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად, ჯობია, რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ. თუ ვარჯიშს გადაწყვეტთ, ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით — ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება კუნთების სპაზმი გამოიწვიოს. ვარჯიშის შემდეგ გაწელვები და დაღლილი კუნთების მასაჟი არ დაგავიწყდეთ.

მერწყული

ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ გრძნობებში თქვენთვის დამახასიათებელმა თავშეკავებამ შესაძლოა თაყვანისმცემლის დადებითი და უარყოფითი მხარეების ობიექტურად დანახვაში ხელი შეგიშალოთ. ილუზიებში ცხოვრების დრო დასრულდა, ამიტომ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ და გაიაზროთ, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ. შესაძლოა ახალი ამბავი გაიგოთ, რომელიც როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ ასპარეზზე სასიამოვნო ცვლილებებს მოიტანს. ამ დღეს გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, თუმცა ეს შენაძენი თუ გარიგება ძალიან წარმატებული აღმოჩნდება. ბოლო დროს დაღლილობას ხშირად გრძნობთ, ამიტომ ჯანმრთელობას და იმუნიტეტს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თევზები

სიტუაციის ღრმა ანალიზს ნუ ეცდებით — უბრალოდ, ამ სასიამოვნო გრძნობას მიენდეთ და სიყვარულით დატკბით. საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოიჩენს და ეცადეთ იმავეთი უპასუხოთ. ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, კრედიტების აღებას ნუ იჩქარებთ — ზედმეტი ფინანსური ტვირთი ახლა ნამდვილად არ გჭირდებათ. თუ ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდათ, ამის ხმამაღლა თქმა არ მოგერიდოთ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 12, 2026
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს

5 ძლიერი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

ივლისი 12, 2026
ნუცა ბუზალაძეს წლის მუსიკალური ინფლუენსერის პრიზი გადასცეს – რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი კანიდან

ნუცა ბუზალაძე იტალიაში მოგზაურობიდან კადრებს აქვეყნებს

ივლისი 12, 2026
ილია თოფურიას გულწრფელი აღიარება განქორწინების შესახებ

ილია თოფურიას გულწრფელი აღიარება განქორწინების შესახებ

ივლისი 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია