• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

ივლისი 14, 2026
ში რელიგია
ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ქალაქ ახტირში უძველესი დროიდან არსებობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამრევლო ეკლესია , სადაც 1739 წლიდან ქველმოქმედი და ღვთისმოსავი მღვდელი, დანიელ ვასილიევი მოღვაწეობდა.

ერთ დღეს ბოსტანში თიბავდა, მაგრამ ცელის ორჯერ მოქნევაც ვერ მოასწრო, რომ ბალახში ხატი შენიშნა… მასზე გამოსახული დედა ღვთისა ჯვარცმული უფლის წინაშე ლოცულობდა და გამოუთქმელი სინათლით იყო გაბრწყინვებული…

ღვთის შიშით აღვსილმა მღვდელმა პირჯვარი გამოისახა და ლოცვა იწყო… მხურვალედ ილოცა, ხატის წინ სამი დიდი მეტანია აღასრულა, შინ წააბრძანა და საპატიო ადგილიც მიუჩინა…

სამი წლის მანძილზე ხატი მის სახლში იმყოფებოდა. შინაურებმა მალევე შენიშნეს, რომ გაურკვეველი შიშის გამო იმ ოთახში, სადაც ხატი იმყოფებოდა, ღამის გათევა შეუძლებელი იყო…

სამი წლის შემდეგ ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე მღვდელი ოთახში შევიდა და პირვანდელივით განაცვიფრა ხატიდან გარდამომავალმა ძლიერმა ნათებამ… ეს მოვლენა რამდენჯერმე განმეორდა, მაგრამ მღვდელი ლოცულობდა და ამის შესახებ დუმდა. ერთ დღეს სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც ხატის მტვრისაგან გათავისუფლება უბრძანა… მღვდელს იგი სუფთა წყლით უნდა განებანა და საფარველი ჩამოეფარებინა…

გაღვიძებისთანავე მტვერი მოაცილა და წყლით განბანა, ნაბანი წყალი ჭურჭელში შეაგროვა და დილისთვის მის მდინარეში გადაღვრას აპირებდა, მაგრამ ღამით ესიზმრა, თითქოს მდინარისკენ მიდიოდა, წყლიანი ჭურჭელი გადასაღვრელად მიჰქონდა, გზად კი კვლავ დედა ღვთისა გამოეცხადა და უბრძანა: – “შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…”

მღვდლის ქალიშვილს, დიდი ხანი იყო, რაც ციება ტანჯავდა, როგორც კი გამოეღვიძა, დასალევად ეს წყალი მისცეს და იგი მყისიერად განიკურნა… ამ ამბის შემდგომ ღვთისმშობელს ყველა ციებით შეპყრობილი მიმართავდა და წყლის მიღებისთანავე იკურნებოდნენ… ხატი მღვდლის ოჯახში კიდევ სამ წელიწადს დარჩა.

ერთ დღეს მამა ვასილმა შენიშნა, რომ ხატზე საღებავებს ბზარები გაუჩნდა, ხატმწერი მოიწვია და მისი აღდგენა მიანდო… ამ უკანასკნელმა ხატი შინ მიაბრძანა და საპატიო ადგილას მოათავსა, სურდა, მუშაობას ორიოდ დღეში შესდგომოდა, მაგრამ ღამით მისგან გამომავალმა ხმამ გააღვიძა: – “ადექი, ხატის უკან დაბრუნების დრო დადგა, უკეთესად შენ მას ვერ შეაკეთებო…”

შეშინებულმა ხატმწერმა გათენებისთანავე ხატი მღვდელს დაუბრუნა და მისგან გარდამომავალი ხმის შესახებაც უამბო… ამის გამგონე მღვდელმა ამჯობინა, ხატი სამრევლო ტაძარში წაებრძანებინა, სადაც იგი სასწაულებრივად გაბრწყინდა…

იოანეს, რომელსაც ხატი უნდა აღედგინა, ციებით გატანჯული ყრმა ჰყავდა. როდესაც ახტირის ღვთისმშობლის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ შეიტყო, ხატი განბანა და წყალი ბავშვს დაალევინა, რომელიც მყისვე გამოჯანმრთელდა…

ყველა, ვინც რწმენით მიმართავდა ღვთისმშობელს, სასწაულებრივად იკურნებოდა. განსაკუთრებით საგულისხმოა ერთი ისტორიულად სარწმუნო გადმოცემა: – გენერალ ვეიდერის მეუღლე ელისაბედი ახტირში ჩავიდა და მხურვალედ ევედრა ღვთისმშობელს, რომ განეკურნა. მომდევნო ღამეს დედა ღვთისა იხილა, რომელმაც აუწყა: – “ამაოდ ითხოვ კურნებას, ეს შენ არ გჭირდება, რადგან მალე ამ ქვეყანას დატოვებ… შენი ქონება ეკლესიებსა და უპოვართ გაუნაწილე, რადგან ეს მსხვერპლი შენივე სულის საოხი იქნებაო…”

სნეულმა უპასუხა: – “ღვთის დედაო, მე შვილები მყავს და თუ ქონებას დავარიგებ, ისინი სიღატაკეში აღმოჩნდებიანო…”, რაზეც პასუხად მიიღო: – “შვილებზე ნუ ზრუნავ, მე მუდამ მათი მფარველი ვიქნები, შენ კი ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვლები, განსვლისათვის მოემზადე და ქონების გაცემა ისწრაფე, რათა შენი ხსნისათვის ილოცონო…”

დედა ღვთისა გაუჩინარდა, ავადმყოფმა გამოიღვიძა, სულიერი მოძღვარი იხმო და ყოველივე ამცნო… ხუთი დღის შემდეგ კი მშვიდობით აღესრულა…

როდესაც იმპერატრიცა ეკატერინე მეორემ ამ სასწაულებრივი მფარველობის შესახებ შეიტყო, მის ორ ქალიშვილზე მეურვეობა იკისრა და შემდგომ გაათხოვა კიდეც, – ერთი ცოლად გრაფ პალენს გაჰყვა, მეორე კი – გრაფ ჩერნიშევს.

სასწაულთმოქმედი ხატი ხარკოვის გუბერნიაში, ქალაქ ახტირის საკათედრო ტაძარში იმყოფება. მასზე გამოსახული ღვთისმშობელი ჯვარცმული უფლის წინაშე ლოცულობს…

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 14, 2026
“როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული?” – პატრიარქი შიო მესამე

“ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების” – შიო მესამე

ივლისი 14, 2026
რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

ივლისი 14, 2026
რატომ აზიანებს დიაბეტი სმენას?

რატომ აზიანებს დიაბეტი სმენას?

ივლისი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია