• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 14, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

ეს პერიოდი რომანტიკისთვის ნამდვილად არახელსაყრელია — დასუსტებული ვენერა და აგრესიული მარსი სკანდალებისა და უთანხმოებების ატმოსფეროს ქმნიან. ეცადეთ, ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვის წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობთ. დღევანდელი დღე წარმატებულია შემოქმედი ადამიანებისთვის — მათი საქმიანობა საოცარ შედეგებს მოიტანს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ გავლენიანი ადამიანის მფარველობის იმედი გქონდეთ. მოსალოდნელია კარგი შემოსავალიც. დროა, გადადებულ საქმეებსა და მოუგვარებელ პრობლემებს ბოლო მოუღოთ. შესაძლოა, საღამოს მსუბუქი თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე იგრძნოთ. ეცადეთ სტრესულ სიტუაციებს თავი აარიდოთ და ძალების აღსადგენად დრო გამონახოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაც საუკეთესო სცენარით განვითარდება. თქვენი პიროვნული თვისებები დიდ სამსახურს გაგიწევთ: ნათესავების მიმართ გამოჩენილი სიკეთე ოჯახურ კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს. ამის მიუხედავად, ასტროლოგები გირჩევენ, მაქსიმალური მოთმინება და პუნქტუალურობა გამოიჩინოთ, რადგან ციური სხეულების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა სამსახურებრივ საქმიანობაში სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. შესაძლოა, თქვენი მატერიალური მდგომარეობა ამჟამად იდეალურისგან შორსაა, თუმცა ეს დროებითია — ფორტუნა მალე თქვენკენ შემოტრიალდება და ფული ყველა საჭიროებისთვის საკმარისად გექნებათ. ხელსაყრელი დროა აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა თქვენს ჯანმრთელობაზეც აისახება.

ტყუპები

დღის მთავარი მოვლენა მომავლის ერთობლივი გეგმების განხილვა გახდება. ეს თქვენს გრძნობებს უფრო გაამყარებს და საერთო ბედნიერებაზე დაგაფიქრებთ. მეგობრების სტუმრობა სხვა დროისთვის უნდა გადადოთ, რადგან თქვენს გეგმებში მოულოდნელი გარემოება ჩაერევა. გირჩევთ, რომ ჯერ კარგად დაფიქრდეთ და შემდეგ თქვათ ან გააკეთოთ და არა პირიქით. იღბალი ცვალებადია, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და თუნდაც მცირე, მაგრამ გარკვეული დანაზოგი მაინც დააგროვოთ. მარსისა და იუპიტერის დაპირისპირების გამო, დღეს შესაძლოა მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნოთ. გაითვალისწინეთ ეს და მოერიდეთ ისეთ სახიფათო აქტივობას, როგორიც სიმაღლეზე მუშაობაა.

კირჩხიბი

თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ასტროლოგიური პროგნოზი მყარი და ორმხრივად საინტერესო ურთიერთობის დაწყებას უწინასწარმეტყველებს. ახლა მნიშვნელოვანია, მზად ხართ თუ არა ამის მისაღებად. მარტოობისა და სიმშვიდის წუთები თქვენთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. მიუხედავად ამისა, ახლობლებს ნუ დაივიწყებთ და ოჯახური საქმიანობისთვის დრო გამონახეთ. დღის პირველ ნახევარში საბუთებთან მუშაობა მოგიწევთ — ეს შეიძლება როგორც სამსახურებრივი ქაღალდების გაფორმება, ისე პირადი გარიგებები ან ხელშეკრულებები იყოს. გირჩევთ, სხვის საქმეებში ნუ ჩაერევით, უმჯობესია, ყურადღება საკუთარ პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. საუკეთესო დროა მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. დღეს საკუთარი ინტერესები პრიორიტეტად აქციეთ და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

ლომი

სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა გამარჯვების აღნიშვნას ნუ იჩქარებთ — შესაძლოა, სინამდვილე და სასურველი ერთმანეთში გერევათ. დაოჯახებულ ლომებს სასიამოვნო ფუსფუსი — საიუბილეო სამზადისი ან სტუმრების მიღება ელით. თქვენი სასიცოცხლო ტონუსი ჩვეულებრივზე მაღალია, რის გამოც მუშაობაში ჩართვას და ახალი მოვალეობების შესრულებას ადვილად ახერხებთ. შესაძლოა, ბოლო დროს იმაზე მეტი დახარჯეთ, ვიდრე საჭირო იყო, ამიტომ ახლა ეკონომიურად ცხოვრება უნდა ისწავლოთ და ვალების აღებას მოერიდოთ.

ქალწული

ემოციები, რომლებმაც ბოლო დროს დაგიპყროთ, ადრე თუ გვიან გაივლის, ამიტომ ეცადეთ, წამიერ გატაცებებს არ აჰყვეთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იპოვით ძალას, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობების შექმნაში დაგეხმარებათ. ეს დღე ხელსაყრელია საქმიანი კავშირების დასამყარებლად და გარიგების დასადებად. გამომუშავებული თანხის ნაწილი შეგიძლიათ ძვირფასი ნივთებისა და მოდური ტანსაცმლის შესაძენად დახარჯოთ, რაც თქვენს ინდივიდუალურობას ხაზს გაუსვამს. შეიძლება თავში ახალი იდეა ან პროექტი მოგივიდეთ, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ არ უნდა გადადოთ. დღის სწორი დაგეგმვა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, დღის განრიგი ისე შეადგინოთ, რომ ღამის ძილს, სულ მცირე, 8 საათი დაუთმოთ.

სასწორი

თუ დღეს თქვენსა და თქვენს მეორე ნახევარს შორის წარსულის აჩრდილი ჩადგა, ნეგატიურ ფაქტორებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ნათესავებთან ურთიერთობა უფრო თბილი და მეგობრული გახდება. გირჩევთ, ამ დღეს ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და საერთო საინტერესო საქმეებით დაკავდეთ. საქმიანი შეხვედრები და სამსახური სჯობს სამომავლოდ გადადოთ. გარემოს შეცვლა შთაგონების პოვნასა და განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ძველი უსიამოვნებებიდან დასკვნები გამოიტანოთ და საკუთარი ქცევა შეცვალოთ. ახალ თანამდებობაზე გადასვლის წინადადებებს ჯერჯერობით ნუ დათანხმდებით. ახლა საუკეთესო დროა მენტალური განწმენდისთვის — სამსახურებრივი და საყოფაცხოვრებო საქმეებისგან თავისუფალ დროს ბუნებაში გაისეირნეთ, ტაძარს ეწვიეთ ან მედიტაციით დაკავდით.

მორიელი

თუ ახლახან საინტერესო ადამიანი გაიცანით და ურთიერთობის განვითარება გსურთ, რჩეულს მკაცრ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ, რადგან ამით მხოლოდ დააფრთხობთ. საქმე, რომელსაც საკუთარი ძალებით თავს ვერ ართმევთ, ჯობია სამომავლოდ გადადოთ. ეცადეთ, კვირის განმავლობაში ყველა მიმდინარე საქმე დაასრულოთ, რადგან მალე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ამოცანები გელით. პერსპექტიული დღეა თმის გასამაგრებელი კოსმეტიკური პროცედურებისთვის — გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ნიღბები და ვიტამინების კომპლექსები.

მშვილდოსანი

თქვენი პირადი ურთიერთობა გარშემომყოფთათვის საიდუმლოდ უნდა დარჩეს. თქვენმა წარმატებამ და სიხარულმა შესაძლოა შური გამოიწვიოს, ხოლო წარუმატებლობამ სხვების ბოროტი სიხარული. კომპრომისების პოვნის უნარი და შეცდომების პატიება საყოფაცხოვრებო კომფორტისა და ფინანსური კეთილდღეობის გასამყარებლად საუკეთესო პირობებს შექმნის. მცირე ძალისხმევაც საკმარისია, რომ კარიერული წინსვლა ოცნებიდან რეალობად იქცეს. ოფიციალურ საბუთებთან ან მატერიალურ ფასეულობებთან მუშაობისას მაქსიმალური ყურადღება გმართებთ — შეცდომის დაშვების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ნუ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს, რადგან მათ შესრულებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ. განსაკუთრებული ყურადღება იმუნიტეტის გამაგრებას დაუთმეთ — დაიწყეთ დილის სირბილი, ეწვიეთ სპორტულ დარბაზს ან აუზს, ეს თქვენს ჯანმრთელობას საგრძნობლად წაადგება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან ერთად მყუდრო გარემოში განმარტოებისთვის. შესაძლოა, სამსახურში ვითარება დაიძაბოს. ნერვიულობა რომ თავიდან აიცილოთ, აქტიურ დისკუსიებში ნუ ჩაებმებით. შესანიშნავი დღეა ყველაფრის თავიდან დასაწყებად — თუ პირველი ცდიდან რამე არ გამოგივიდა, ახლა სწორედ ის დროა, რომ ძალები ხელახლა მოსინჯოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ, გარშემომყოფებისგან დახმარებას ნუ ელით. გარიგებების დადებისას ფრთხილად იყავით, რადგან ჭარბი ემოციები შესაძლოა დესტრუქციული აღმოჩნდეს. უძილობის დასაძლევად და დაღლილობის მოსახსნელად სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნეთ და ეცადეთ, უსიამოვნო ინფორმაციისგან თავი დაიცვათ.

მერწყული

საყვარელი ადამიანი მზად არის, ნებისმიერ საქმეში მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ, ვარსკვლავები კი გირჩევენ, რომ იმავეთი უპასუხოთ. ეცადეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები შეარჩიოთ და მათი განხორციელებით დაკავდეთ. იდეალური დღეა შოპინგისთვის — იღბალი აუცილებლად გაგიღიმებთ. კომუნიკაბელურობა, კომპრომისების პოვნის უნარი და მყარი არგუმენტები თქვენი წარმატების მთავარი საფუძველია. შესაძლოა, საჭირო კავშირების დამყარებასა და ფინანსების მართვაში მცირე სირთულეები შეგექმნათ, თუმცა პირადი ინიციატივა და ადამიანების დარწმუნების უნარი მომგებიან პარტნიორულ შეთანხმებებს მოგიტანთ. თქვენი ემოციური მდგომარეობა სტაბილური და დაბალანსებული იქნება, სიმშვიდის შეგრძნება კი ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ამ დღეს პოტენციური თაყვანისმცემლების მხრიდან თქვენ მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზრდება. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა თქვენს საქმიან თვალსაწიერს გააფართოებს, ახალი იდეებით აგავსებთ და საინტერესო შესაძლებლობებს გადაგიშლით. ვარსკვლავები ამბიციური მიზნებისა და ჩანაფიქრების მიღწევაში ხელს შეგიწყობენ. დღის დასაწყისში არსებული პოზიტიური ტენდენციები კომერციულ საქმეებსა და ხელშეკრულებების გაფორმებაში წარმატებას მოგიტანთ. „გადარბენაზე“ ნაჩქარევი ჭამა სრულად უნდა გამორიცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამომავლოდ გასტროენტეროლოგთან ვიზიტი დაგჭირდებათ.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 14, 2026
“როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული?” – პატრიარქი შიო მესამე

“ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების” – შიო მესამე

ივლისი 14, 2026
რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

ივლისი 14, 2026
რატომ აზიანებს დიაბეტი სმენას?

რატომ აზიანებს დიაბეტი სმენას?

ივლისი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია