მარნეულში შვილმა მამა მოკლა. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, მკვლელობას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.
ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო პროცესი. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და უწყება ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.













