• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რელიგია

ვისთვის შეგვიძლია ვილოცოთ და ვისთვის არა? – მოძღვრის განმარტება

ივლისი 18, 2026
ში რელიგია
ლოცვა ტრანსპორტში – რა პოზიცია აქვს ეკლესიას? მოძღვრის განმარტება
0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

საეკლესიო ვებგვერდი orthodoxy.ge აქვეყნებს ინფორმაციებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც მორწმუნეთა საეკლესიო მსახურებასა და ცხოვრებას ეხება.

რამდენად მიზანშეწონილია ჩვენთვის უცნობი ან სულიერად ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ლოცვა? ასეთ შემთხვევაში ხომ არ ვიწვევთ ჩვენს თავზე იმ ბოროტ სულებს, რომლებიც მას ებრძვიან? და სად გავავლოთ ზღვარი? ვისთვის შეგვიძლია ვილოცოთ და ვისთვის არა? როგორც მახსოვს, პავლე მოციქული ამბობს, რომ სასიკვდინე ცოდვაში მყოფი ადამიანისთვის არ ილოცოთო. იქნებ განგვიმარტოთ, როგორ გავიგოთ სწორად ეს სიტყვები? – ამ კითხვებს მოძღვარი ანდრია კემულარია პასუხობს

– ლოცვა ადამიანისადმი სიყვარულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა და ამიტომაც არის მოვალეობა ქრისტეანისა. ლოცვაში ჩვენ ვევედრებით ღმერთს მიმადლოს ადამიანს „საცხოვრებელი თხოვაჲ“, ანუ ის რაც ეთანხმება ღმრთის ნებას, სახარების სიტყვას და არის „პური არსობისაჲ“, ანუ აუცილებელი. ლოცვის საფუძველი არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული მოყვასისადმი და მისი (მოყვასის) ნება იყოს ახლოს უფალთან. ლოცვა უნდა იყოს განმტკიცებული იმის იმედით, რომ ღმერთი ისმენს ჩვენსას. წმიდა მოციქული იაკობი ბრძანებს: „ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარით აღძრულსა და მიმოტაცებულსა. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან“ (იაკ. 1,6).

წმიდა მოციქული იოანე თავის პირველ კათოლიკე ეპისტოლეში გვამცნებს: „უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს“ (1იოან. 5,16). ეს სიტყვები განმარტებული აქვთ წმიდა თეოფილაქტე ბულგარელს, ღირს მამას იუსტინეს (პოპოვიჩს). ორივე წმიდანი გამოთქვამს აზრს, რომ ცოდვა არის სასიკვდინე, როცა ადამიანს არ აქვს არც მცდელობა და არც სურვილი მონანიებისა, არამედ ამართლებს ცოდვას და არ აპირებს მოქცევას. ასეთი ადამიანისათვის არ ვლოცულობთ.

წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი ზემოთხსენებულ ეპისტოლეში ბრძანებს: „ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე“ (1იოან. 5,17). ამ სიტყვების განმარტებისას ღირმსი მამა იუსტინე იტყვის: „ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ არ არის სიცრუე მხოლოდ მაშინ, როცა გავიგებთ რა არის სიმართლე. კაცთა მოდგმა ვერასდროს გაიგებდა გარკვევით, ცხადად რა არის სიმართლე, რა არის ერთადერთი სიმართლე ღმრთისა, რომ ის თავად არ გამოცხადებულიყო ღმერთკაცი ქრისტეს სახით“. არიან ადამიანები, რომლებიც ამართლებენ ცოდვას უმეცრების, ქრისტეს – ჭეშმარიტი სიმართლის ვერშეცნობის გამო, ანუ არიან სიცრუეში. ასეთებისათვის შეიძლება ვთხოვოთ ღმერთს, რომ განანათლოს მისი (ღმრთის) შემეცნების ნათლით (ამას ვითხოვთ დილის ლოცვის ბოლოს). მაგრამ ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში. წმიდა წერილში ვხედავთ, როგორ ლოცულობს მაცხოვარი ჯვარმცმელთათვის, რომელთაც არ იცოდნენ ძველი აღთქმა, წინასწარმეტყველნი და ამიტომაც ვერ შეიცნობდნენ ქრისტეში მესიას; მაგრამ არსად არ ჩანს, რომ უფალს ელოცა მწიგნობართათვის, ფარისეველთათვის, იუდასთვის. ილოცა მოციქულთათვის, როცა ბოროტმა გამოითხოვა ის გამოსაცდელად (იხ. ლკ. 22,31), მაგრამ იუდა ვერ მოხვდა მათ რიცხვში, რადგან იცოდა ქრისტეს სახიერება და ნებით უარყო.

ვიწვევთ თუ არა ჩვენს თავზე ბოროტ სულებს, როცა ვლოცულობთ სხვებისთვის? თუ ადამიანი არ განეკუთვნება ზემოთხსენებულ სასიკვდინედ მცოდველთა რიცხვს, რაგინდ მძიმე არ უნდა იყოს მისი სულიერი მდგომარეობა, მისი გადარჩენისათვის ლოცვა სახარებისეული სიყვარულის, ღმრთის ნების აღსრულებაა. ასეთ შემთხვევაში უფალი იფარავს მლოცველს და ეწევა მას, ვისთვისაც ვევედრებით. ჩვენ ხომ არა საკუთარი ძალით ვუპირისპირდებით ბოროტს, არამედ ღმერთს ვევედრებით შეწევნას, მას ვაფარებთ თავსაც და მოყვასსაც. თან ისიც გავიხსენოთ, რომ ნათლობისას სამჯერ განვუდგებით ბოროტს, სამჯერ ვიტყვით „ფუი ეშმაკს“. თუკი ვითხოვთ უჯეროს, ან ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 18, 2026
ლოცვა ტრანსპორტში – რა პოზიცია აქვს ეკლესიას? მოძღვრის განმარტება

ვისთვის შეგვიძლია ვილოცოთ და ვისთვის არა? – მოძღვრის განმარტება

ივლისი 18, 2026
63 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

63 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

ივლისი 18, 2026
“როდესაც ნერვიულობ ისეთ რაღაცებზე, რის შეცვლაც არ შეგიძლია…” – გიორგი ღოღობერიძე

რას იწვევს სუნამოს ხშირი დასხმა? – გიორგი ღოღობერიძე

ივლისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია