• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 20, 2026
ში ჰოროსკოპი
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

Zodiac spiral and signs of the zodiac in space. Astrology, horoscopes and prediction of the future concept. Elements of this image furnished by NASA.

0
გაზიარება
0
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ვერძი

სამსახურებრივი ფლირტი მალე დასრულდება, თუმცა თქვენთვის ასე ჯობია. დაოჯახებულ ვერძებს შესაძლოა უთანხმოება მოუვიდეთ მეუღლის ნათესავებთან, რომლებიც მის პირად ცხოვრებაში ჩარევას შეეცდებიან. დღეს შეგიძლიათ თამამად დაუთმოთ დრო შოპინგს — მომგებიანი აღმოჩნდება, სახლის საფუძვლიან დასუფთავებას კი სჯობს თავი აარიდოთ. კოლეგებთან ერთად ერთობლივ პროექტს განიხილავთ, რაც ძველი, გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარების შანსს მოგცემთ. გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით ფულის გაფლანგვა ფინანსურ კრიზისამდე მიგიყვანთ. გამორიცხული არ არის მოულოდნელი შემოსავალიც, თუმცა ამაზე ბევრს ნუ ისაუბრებთ. ქალბატონებს ვურჩევთ, საკუთარ გარეგნობას მეტი დრო დაუთმონ — სახის ნიღბები, ანტიცელულიტური პროცედურები და თმის გაჯანსაღება ახლა ზუსტად ის არის, რაც გჭირდებათ.

კურო

მზად იყავით იმისთვის, რომ დღეს პარტნიორი დათმობაზე არ წამოვა, პირიქით, მისი მოთხოვნები შეიძლება გაიზარდოს. ბევრ კუროს რემონტის დაწყების სურვილი გაუჩნდება, თუმცა ეცადეთ, წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს არ გასცდეთ. თუ გსურთ დაწყებული საქმე სასურველი შედეგით დაასრულოთ, საკუთარ ვალდებულებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი შრომა სათანადოდ არ ფასდება, საქმიანობის სფეროს შეცვლა სცადეთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, დღეს თავს შესანიშნავად იგრძნობთ და თუ მოინდომებთ, უამრავი საქმის დასრულებას შეძლებთ. ფინანსურ სფეროში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ერიდეთ – ჯობია, წინასწარ დაგეგმილ გეგმას მიჰყვეთ.

ტყუპები

თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, საზოგადოებაში მეტი იტრიალოთ, რადგან ახლა საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი მაღალია. დღევანდელი დღე დაგანახვებთ, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ბევრ საკითხს განსხვავებულად უყურებთ. შეეცადეთ, ამას ფილოსოფიურად მიუდგეთ — საერთო ენის გამონახვა აზრთა ნებისმიერ სხვაობას გააქრობს. მაშინ, როცა თქვენი კოლეგების უმეტესობა საქმეს გულგრილად ეკიდება, თქვენ შეძლებთ, ხელმძღვანელობასთან თქვენი უნარები და ნიჭი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. ყურადღებით აკონტროლეთ ხარჯები, რათა უსარგებლო დანაკარგები თავიდან აიცილოთ. ნაშუადღევს შესაძლოა უმიზეზო მხიარულებამ შეგიპყროთ, რაც დაგროვილ სტრესზე ორგანიზმის თავისებური რეაქციაა.

კირჩხიბი

დღეს მოსალოდნელია მცირე შეცდომები, და არასწორი გათვლები. შინაგან ხმას მოუსმინეთ და ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე ცვლილებები ან პრობლემები, რაც, საბოლოოდ თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება. სამსახურში მეტი სიფრთხილეა საჭირო. ეცადეთ, კონკურენტების დაგებულ მახეებს და დაპირისპირებებს თავი აარიდოთ. შესაძლოა გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც თქვენში მაღალი დონის პროფესიონალს დაინახავენ. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები მწვერვალს მიაღწევს და ინფორმაცია, რომელიც აქამდე ეპიზოდური გეჩვენებოდათ, ერთიან სურათად შეიკვრება. მოერიდეთ მძიმე საკვებს, რადგან შესაძლოა კუჭმა შეგაწუხოთ.

ლომი

სჯობს თქვენი ენერგია სასიყვარულო თამაშებზე გადაიტანოთ — აქ წარმატების მიღწევის ყველა შანსი გაქვთ. საოჯახო საქმეებს ნუ დააგროვებთ და ნუ უგულებელყოფთ. სჯობს ყველაფერი თანდათან აკეთოთ, ვიდრე მერე ყველაფერმა ერთად მოგიწიოთ. თქვენი მონდომება უფროსობის ან ძვირფასი კლიენტის მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩება. საკუთარი მიღწევების აღნიშვნა და სხვებისთვის გაზიარება ნუ მოგერიდებათ. ბედი მზადაა, ფინანსურადაც გაგახაროთ, მთავარია, ეს ფული უსარგებლო ნივთების შეძენაზე არ დახარჯოთ. საკუთარი ხარჯები საფუძვლიანად შეისწავლეთ და გადაწყვეტილებებს ემოციების გავლენით ნუ მიიღებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, რათა ცხოვრებით სრულფასოვანი ტკბობა შეძლოთ.

ქალწული

ამ დღეს გაგიჭირდებათ როგორც კარიერაში, ისე პირად ურთიერთობებში შექმნილი ვითარების ობიექტურად შეფასება, ამიტომ საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმისგან დროებით თავი შეიკავეთ. სამსახურში რთული დღე გელით, კოლეგები შეეცდებიან მახე დაგიგონ, თუმცა უსიამოვნო შედეგებს თავს აარიდებთ. დღის მეორე ნახევარი ოჯახს დაუთმეთ — კინოში წადით ან ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ. სურვილის შემთხვევაში, სასურველი ნივთის შეძენას ან გარკვეული თანხის გადანახვას შეძლებთ. მოერიდეთ გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას, რომელმაც შეიძლება ხერხემალი დაგიზიანოთ. ამის პრევენციისთვის მასაჟი და დილის ვარჯიში საუკეთესო გამოსავალია.

სასწორი

თუ საყვარელი ადამიანის მიმართ უნდობლობის მიზეზი არ გაქვთ, ეჭვები დაივიწყეთ. კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ და ბავშვებთან ერთად წყლის ატრაქციონებზე ან კინოში წახვალთ. ხელსაყრელი დროა საქმიანი ოპერაციებისთვის. გამორიცხული არ არის სამსახურებრივ მდგომარეობაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები მოხდეს. ფული თითქოს ციდან ჩამოიყრება, თუმცა საფულეში დიდხანს არ დარჩება. დღევანდელი დღე ემოციურ არასტაბილურობას მოგიტანთ, რასაც თან გადაღლილობა, სტრესი და მაღალი წნევა ახლავს.

მორიელი

ეჭვებითა და მოლოდინით სავსე დღეა. სასიყვარულო ურთიერთობებში ვითარებას თქვენი მწარე ენა და უკმაყოფილება გაართულებს, ამიტომ მეტი წინდახედულობა და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მალე ცხოვრება პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ. მოსალოდნელი ცვლილებები როგორც სამსახურს, ისე ოჯახს შეეხება. შეეცადეთ, ურთიერთობები მაქსიმალურად განამტკიცოთ, რათა სიახლეებს ერთიანი ძალებით და მინიმალური დანაკარგებით შეხვდეთ. თქვენი თანდაყოლილი ლიდერული თვისებები მალე სრულად გამოვლინდება, მთავარია, ისინი სწორი მიმართულებით გამოიყენოთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს მოულოდნელი ფინანსური მოგება ან საჩუქარი ელის.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნებმა სჯობს, სიყვარულის ძებნა დროებით შეაჩეროთ — ახლა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის საუკეთესო პერიოდი არ არის. თქვენი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი კიდევ გექნებათ! ასტროლოგიური პროგნოზი მერკურის მხარდაჭერას გპირდებათ, რაც ოჯახში სტაბილურობაზე მიუთითებს. თუ კოლეგებს უფროსისთვის სიურპრიზის მოწყობა სურთ, ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოთ, აი, შოპინგი კი დღეს გეკრძალებათ, რადგან შეიძლება ფული ქარს გაატანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გამაჯანსაღებელი პროცედურების კურსი დაიწყოთ — თუ ჯანმრთელობას დროულად არ მიხედავთ, შესაძლოა მნიშვნელოვან პრობლემებს წააწყდეთ.

თხის რქა

წინ რთული პერიოდი გელით, სადაც ყველაფერია მოსალოდნელი: ეჭვიანობის შეტევები, ვნების აფეთქება, აღფრთოვანებაც და აღშფოთებაც. გრძნობებს ნუ შეაკავებთ, ეცადეთ მაქსიმალური ხელგაშლილობა და დიდსულოვნება გამოიჩინოთ — გარშემომყოფები ამ თვისებებს სათანადოდ დააფასებენ. თუ ახალ სამსახურს ეძებთ ან კარიერულ ცვლილებებს გეგმავთ, იღბალი თქვენს მხარესაა. გამოიჩინეთ ინიციატივა და კავშირი დაამყარეთ ადამიანებთან, რომლებსაც კარგი რჩევის მოცემა შეუძლიათ. ფინანსური ანგარიშსწორებისას მაქსიმალური ყურადღება გმართებთ, რადგან მოტყუების ალბათობა მაღალია — ეს შეიძლება როგორც სამსახურში, ისე მაღაზიაში, პროდუქტის საფასურის გადახდისას მოხდეს. მოერიდეთ გადაღლას, რომელმაც შეიძლება ძილი დაგირღვიოთ და ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

მერწყული

ვარსკვლავები ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს საყვარელ ადამიანთან კამათისკენ უბიძგებენ, თუმცა აზრთა სხვაობა თქვენს გრძნობებს მხოლოდ სასიამოვნო სიმძაფრეს შემატებს. დაოჯახებული მერწყულებისთვის ეს დღე მყუდრო და ურთიერთნდობის ატმოსფეროში ჩაივლის. თუ ოჯახის ყველა წევრის აზრს გაითვალისწინებთ, თქვენ შორის ჰარმონია დიდხანს დაისადგურებს. გახსოვდეთ თქვენი პრიორიტეტები და დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ, რადგან ეს თქვენს კეთილდღეობაზე აისახება. თუ კომერციით ხართ დაკავებული, მალე მომგებიანი ხელშეკრულების დადებას შეძლებთ. სატურნისა და მარსის უარყოფითმა გავლენამ შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ცხიმიან, ცხარე, მლაშე და შებოლილ კერძებს უნდა მოერიდოთ.

თევზები

მარტოხელა თევზებმა ზუსტად ისე უნდა იმოქმედოთ, როგორც სწორად მიაჩნიათ და სხვების აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ — ახლა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდოთ. ყოველდღიურობის ჩვეულ რიტმს რაღაც გაუთვალისწინებელი მოვლენა დაარღვევს, თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოთ. თქვენი ენერგია უსაზღვრო არ არის, ამიტომ სჯობს, ყურადღება ერთ კონკრეტულ პრობლემაზე გადაიტანოთ, ვიდრე ერთდროულად რამდენიმე საქმეს შეეჭიდოთ. დღის დასაწყისი ხელშეკრულებების დადებისა და ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელია — დღეს ნებისმიერი ადამიანის გადაბირებას შეძლებთ. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ეცადეთ, დაგეგმილ ბიუჯეტს არ გადააჭარბოთ და ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ.

 

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისი 20, 2026
თუ სხეულზე ტკიპას აღმოვაჩენთ – მიხეილ სოხაძე

თუ სხეულზე ტკიპას აღმოვაჩენთ – მიხეილ სოხაძე

ივლისი 20, 2026
“იმუშავეთ ამაზე, მამიკოებო!“ – ალექსანდრა პაიჭაძე

„მინდა, ყველა გოგოს მივმართო!“ – ალექსანდრა პაიჭაძე

ივლისი 20, 2026
„ამიერიდან, შეგიძლია გამორთო“ – ნახეთ, რა ახალი ფუნქცია დაემატა Messenger-ს

Meta ახალ ფუნქციას ნერგავს

ივლისი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია