• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი ჯანმრთელობა

უნიკალური ოპერაცია – ექიმებმა პაციენტს ხერხემლის სიმსივნე თვალის გავლით ამოკვეთეს

მაისი 13, 2025
ში ჯანმრთელობა
უნიკალური ოპერაცია – ექიმებმა პაციენტს ხერხემლის სიმსივნე თვალის გავლით ამოკვეთეს
0
გაზიარება
8
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში მომუშავე ნეიროქირურგებმა ხერხემლის სიმსივნე პაციენტის თვალის გავლით წარმატებით ამოკვეთეს. აქამდე მსგავსი პროცედურა არ იყო ჩატარებული, რაც ღრმად განლაგებული მავნე ქსოვილების მოცილების ინოვაციურ მეთოდს უხსნის გზას.

პაციენტი 19 წლის კარლა ფლორესია. მას აქამდე ორი სხვა ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული იშვიათი სიმსივნის ამოსაკვეთად, რომელსაც ქორდომა ეწოდება. გამოჯანმრთელების პროცესში ექიმებმა კიდევ ერთი ქორდომა შენიშნეს, რომელიც თავის ქალის ბაზასთან ახლოს იყო. მის მოსაშორებლად ახლებური მიდგომა გახდა საჭირო, რადგან ამისთვის კისრიდან, პირიდან ან ცხვირიდან შესვლა ინფექციისა და შეზღუდული ხილვადობის მაღალ რისკს შეიცავდა.

ნეიროქირურგის, თავ-კისრის ქირურგისა და სახის რეკონსტრუქციის სპეციალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა გადაწყვიტა, სიმსივნე მარცხენა თვალის ბუდის გავლით მოეცილებინა. ამ მეთოდს მათ “მესამე ნესტო” უწოდეს. ტექნიკის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად ექიმებმა პროცედურა ჯერ გვამებზე გამოცადეს, რასაც საათები დასჭირდა.

ოპერაციამ 19 საათს გასტანა და, ქირურგების თქმით, ის განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვდა. თვალის ბუდეში შეღწევის შემდეგ მათ თვალის კაკალი და მის მიმდებარედ არსებული ქსოვილები სულ რამდენიმე მილიმეტრით გადაწიეს და ორგანოს დაზიანების თავიდან ასაცილებლად რქოვანას სპეციალური დამცავი გამოიყენეს.

მომდევნო ეტაპზე ქირურგებმა ბურღით თვალის ფოსოსა და ზედა ყბის ძვლების მცირე სექციები ამოჭრეს, რათა სიმსივნემდე შეეღწიათ. შემდეგ ერთდროულად თვალისა და ნესტოების გავლით მავნე ქსოვილები ნაწილ-ნაწილ ამოიღეს. ისინი ზურგის ტვინთან ძალიან ახლოს მუშაობდნენ, ამიტომ მცირე შეცდომასაც პაციენტის პარალიზება ან ტვინის ღეროს ინსულტის გამოწვევა შეეძლო.

საბედნიეროდ, ასე არ მომხდარა და ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. პაციენტს ამოჭრილი ძვლები მენჯიდან აღებული ძვლის ნიმუშების, ტიტანის ფირფიტებისა და სხვა საჭირო კომპონენტების დახმარებით აღუდგინეს ისე, რომ პროცედურას სახის სტრუქტურაზე კვალი არ დაეტოვებინა. 2 დღეში პაციენტს თავის ქალისა და ხერხემლის სტაბილიზებისთვის დამატებითი ოპერაცია ჩაუტარდა, 6 კვირაში კი მან პროტონული თერაპია დაიწყო, რათა კიბოს დარჩენილი უჯრედები განადგურებულიყო.

დაახლოებით 1 წელში ჩატარებულმა გაკვლევამ აჩვენა, რომ სიმსივნე სრულად გამქრალი იყო. ამჟამად კარლა ფლორესი თავს კარგად გრძნობს, სამსახურში დასაბრუნებლად ემზადება და სამომავლო გეგმებიც აქვს.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია