• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი კულტურა

ხატია ბუნიათიშვილი წლის ყველაზე გავლენიან ცხრა შემსრულებელს შორის დასახელდა

მაისი 13, 2025
ში კულტურა
ხატია ბუნიათიშვილი წლის ყველაზე გავლენიან ცხრა შემსრულებელს შორის დასახელდა

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

0
გაზიარება
9
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

“ხელოვანები, რომლებიც 2025 წელს კულტურას აყალიბებენ” – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია ახლახან მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალმა Elle-მა.

გამოცემის მიერ დასახელებულ 9 ყველაზე გავლენიან შემსრულებელს შორის ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც აღმოჩნდა.

“მათ ნიჭზე ლეგენდები დადის, ისინი საკუთარი ხელობის ნამდვილი ოსტატები არიან”, — წერს ჟურნალი.

ოსტატ ხატია ბუნიათიშვილთან გამოცემამ მცირე ინტერვიუც ჩაწერა და პიანისტს შესრულების გამორჩეულ მანერაზე, გავლენისა და შთაგონების მნიშვნელობაზე და წინასაკონცერტო “რიტუალზე” ჰკითხა.

“როდესაც სცენაზე ხარ, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გადმოსცე, რასაც იმ მომენტში განიცდი”, — ამბობს ხატია, — “სულ ვამბობ ხოლმე, რომ როცა სცენაზე ვარ, ემოციურად ვშიშვლდები, რადგან მუსიკის მიღმა ვერ დაიმალები. მუსიკა შენს ყველა ემოციას და განცდას აღვიძებს. ყოველ კონცერტზე ვამბობ, თითქოს, ეს ჩემი უკანასკნელი კონცერტია, რადგან მინდა, მთლიანად შევიგრძნო ყველაფერი”.

გასული წელი ხატიასთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა: ოქტომბერში მან თავისი რიგით მეექვსე სოლო ალბომი გამოუშვა, რომელშიც მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები შევიდა, მოგვიანებით კი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზეც დაუკრა. ქართველი პიანისტი მომავალ წელს კარნეგი-ჰოლშიც ბრუნდება სოლო კონცერტისთვის.

“გავლენა შთაგონებისგან განსხვავდება”, — ეუბნება ხატია Elle-ს, — “ბევრს შთავუგონებივარ, მაგრამ გავლენებისთვის თავის არიდებას ვცდილობ, რადგან ხელოვნება ინდივიდუალიზმს ემყარება. კითხვის შენეული სტილი უნდა გქონდეს, გავლენა კი ვიღაცისგან მოპარვას ჰგავს”.

უცხოეთში ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიუხედავად, ხატია საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად ადევნებს თვალს და ეხმაურება. შარშან დეკემბერში პიანისტმა პროტესტის მონაწილეთა მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა და ძალოვანი უწყებების ძალადობრივი ქმედებებიც დაგმო.

ხატია ბუნიათიშვილს სთხოვეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი მუსიკით გადმოეცა (ვიდეო)
შენს თვალებში დანახულ შინაგან ბავშვთან კავშირი გაწონასწორებაში გეხმარებაო, ეუბნება მუსიკოსი ჟურნალს პასუხად შეკითხვაზე, როგორია მისი წინასაკონცერტო “რიტუალი”.

“წაძინება მიყვარს”, — ამბობს ხატია, — “გონება ძალიან კარგ ფორმაში უნდა გქონდეს და როცა საკმარისად არ გძინავს, მეტად კონცენტრირება გჭირდება. ამას გარდა, უშუალოდ სცენაზე გასვლამდე ჩემთვის საყვარელ ადამიანებს ვეხუტები. და ბოლო, რასაც ვაკეთებ, სარკეში ჩახედვა და იმაზე დაფიქრებაა, რას დავინახავ. […] დარბაზის ოვაციები მიყვარს, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არაა. მნიშვნელოვანია, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ”.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია