• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი სპორტი

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელია

მაისი 14, 2025
ში სპორტი
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელია
0
გაზიარება
5
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელია. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ანჩელოტი მუშაობას მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყებს და ადგილობრივ კონფედერაციასთან კონტრაქტი 2026 წლის მუნდიალის ბოლომდე გააფორმა.

„ეს სტრატეგიულ ნაბიჯზე მეტია, განცხადების გაკეთებაა მთელი მსოფლიოსთვის, რომ გვსურს პირველობის დაბრუნება. კარლო ანჩელოტი ისტორიაში უდიდესი მწვრთნელია და ახლა ის, პლანეტის ყველაზე დიდ გუნდში იმუშავებს“, – აღნიშნა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგემ.

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელია. მისი დებიუტი ივნისში შედგება, როცა „სელესაო“ მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩებში, ჯერ სტუმრად ეკვადორს და შემდეგ შინ პარაგვაის დაუპირისპირდება.

კარლო ანჩელოტი „რეალში“ 2013-2015 და 2021-2024 წლებში მუშაობდა. მან „სამეფო კლუბს“ ორ-ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო სამ-სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.

65 წლის მწვრთნელს „რეალის“ გარდა, „რეჯანაში“, „პარმაში“, „იუვენტუსში“, „მილანში“, „ჩელსიში“, პსჟ-ში, „ბაიერნში“, „ნაპოლისა“ და „ევერტონში“ აქვს ნამუშევარი. კარიერის საწყის ეტაპზე კი, იტალიის ნაკრებში არიგო საკის სამწვრთნელო შტაბშიც იყო დასაქმებული.

სხვათა შორის, ფეხბურთიდან კარლო ანჩელოტის გამოსამშვიდობებელი ამხანაგური მატჩი “მილანსა” და ბრაზილიის ნაკრებს შორის გაიმართა. ეს მოხდა „სან სიროზე“, 1992 წლის 20 მაისს, როცა ანჩელოტიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ის თამაში ბრაზილიის ნაკრებმა ანტონიო კარეკას გოლით 1:0 მოიგო.

მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის მისი ყოფილი შეგირდი „რეალიდან“ და „ბაიერნიდან“, ჩაბი ალონსო შეცვლის, ეს უკვე გადაწყვეტილია და ცნობა მალე ოფიციალურად დადასტურდება.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა გამომწერების მოწონება დაიმსახურა

შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა გამომწერების მოწონება დაიმსახურა

მაისი 19, 2026
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში ცვლილებებია

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში ცვლილებებია

მაისი 19, 2026
“მრჩება განცდა, რომ სააკაშვილი საკუთარი პარტიით უკმაყოფილოა” – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე: 26 მაისზე ჯერ არ გვაქვს ბოლომდე შეთანხმებული სცენარი

მაისი 19, 2026
რუსეთმა ბირთვული სწავლებები დაიწყო

რუსეთმა ბირთვული სწავლებები დაიწყო

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია