• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრის წერილის და პარლამენტის დადგენილების მიზანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს – რაზე შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა

მაისი 15, 2025
ში პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრის წერილის და პარლამენტის დადგენილების მიზანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს – რაზე შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა
0
გაზიარება
6
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი MEGOBARI აქტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა განმარტა, რომ დონალდ ტრამპის მისამართით პრემიერ-მინისტრის წერილისა და პარლამენტის დადგენილების მიზანია, ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, თუ რას შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა.

„აქტში რაც წერია, იმის საწინააღმდეგო პოლიტიკის მომხრეა დღეს ამერიკის პრეზიდენტი და თუ იმ დოკუმენტზე ხელს მოაწერს, რომლის საწინააღმდეგო პოლიტიკასაც თავად აწარმოებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცუდი ყველასთვის“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და აღნიშნა, რომ აქტზე ხელის მოწერა დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავიანთი პოზიცია დონალდ ტრამპსა და მის გარემოცვას საჯაროდ აცნობოს.

„MEGOBARI აქტზე ხელის მოწერის საკითხი დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი პოზიცია მას და მის გარემოცვას საჯაროდ გავაგებინოთ. ამ წერილში ისეთი რამ წერია, რაც არის მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო. ეს ხომ საჯარო აქტია, ეს არ ეხება პირად საქმეს. ჩვენი მიზანი, პირველ რიგში არის, რომ ქართულმა და ზოგადად, ცივილიზებულმა საზოგადოებამ იცოდეს – რაზე შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა. იცოდეს, რომ აქტში რაც წერია, იმის საწინააღმდეგო პოლიტიკის მომხრეა დღეს ამერიკის პრეზიდენტი და თუ იმ დოკუმენტზე ხელს მოაწერს, რომლის საწინააღმდეგო პოლიტიკასაც თავად აწარმოებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცუდი ყველასთვის – ჩვენთვისაც და მისთვისაც. ამას ემსახურება პრემიერ-მინისტრის წერილი და პარლამენტის დადგენილებაც.

ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს ისე, როგორც, ამ შემთხვევაში, 5 ნოემბერს – ამერიკაში და 26 ოქტომბერს – საქართველოში გაიმარჯვა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

“ვთვლი, რომ ამ ეტაპების გავლამ ექიმად ჩამომაყალიბა” – რუსუდან ბერუჩაშვილი

მაისი 19, 2026
“არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს” – მამა გაბრიელი

“რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ?” – მამა გაბრიელი

მაისი 19, 2026
რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

რატომ რჩებიან კაცები ოჯახში მაშინ, როცა სხვა ქალი ჰყავთ?

მაისი 19, 2026
შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი – დღის რეცეპტი

მაისი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია