• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე პოლოლიკაშვილზე: უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა.

მაისი 16, 2025
ში პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე პოლოლიკაშვილზე: უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა.
0
გაზიარება
21
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისი პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პოლოლიკაშვილმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა. „როცა აქეთ-იქით რეკავ და ათას ახლობელს ცდილობ გამოძებნო, ხვეწნით და მუდარით, შემთხვევით არ ვამბობ, ხვეწნით და მუდარით, მდინარაძესთან, კობახიძესთან, კალაძესთან და ა.შ. აღარ გავაგრძელებ და იხვეწები, რომ იქნებ, რამენაირად შევცვალოთ გადაწყვეტილება და ა.შ. და როდესაც დარწმუნდები, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, შემდეგ ასეთ რაღაცას კადრულობ, მის პიროვნულ თვისებებზე, ვინ ვინ არის და რას იმსახურებს ალბათ, აქედან უნდა ვიმსჯელოთ. ეს ერთი. არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ უკადრებელი იკადრა და ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კი არა, არამედ მისი პატრონების ინტერესებს წარმოადგენს და პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული სხვა ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

„ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კი აღარ წარმოადგენს სამწუხაროდ, თავის დროზე იყო კონსულტაციები გარკვეულ პარტნიორებთან და არ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენ ბევრი გადაწყვეტილება გარკვეული კონსენსუსების და კომპრომისების საფუძველზე მიგვიღია, მაგრამ ამ დეტალებში აღარ შევალ. დაგიდასტურებთ იმას, რომ იყო თავის დროზე პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები, რჩევები მათი ასე ვთქვათ ბრჭყალებში, მის გარეშე რბილად და ბუნებრივია, ჩვენ ყველას გვიხარია და გვიხაროდა, როდესაც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობებზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, ქართველები არიან ხოლმე.

მაგრამ როდესაც ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს, წარმოადგენს თავის პატრონებს, ახლა რომ გული წყდება, პრემიერს ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენც ძალიან გული გვწყდება, ჩვენ კი არა მთელ საქართველოს, როდესაც საქართველოს სჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში მისი როლი, მისი სტატუსი, მისი ჩართულობა და იქით არის სახვეწარი ამ დროს, მაშინ უნდა მიხვდეს და წითელი ხაზიაო რომ ურეკავენ საქართველოდან, თავის დროზე, თვეებით ადრე სხვადასხვა თემებზე და მაინც, ბოდიში ძალიან დიდი და „ფეხებზე იკიდებს“, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწნელად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწნა-მუდარას, ამ თავმოყვარეობის დაცემას არავინ შეხედავს სერიოზულად და შეაფასებს ისე, როგორც საჭიროა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ ეს პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, ამას შემთხვევით არ ვიძახი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას ფორმალური მხარეც ჰქონდა, რადგან პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევასთან დაკავშირებით, ფორმალური პრეტენზიები საქართველოს მეგობარ ევროპულ ქვეყნებსაც ჰქონდათ.

„აქ ფორმალური მხარეც იყო, მესამე შემთხვევაზე გარკვეული პრეტენზიები იმ ჩვენ ევროპულ მეგობარ ქვეყნებსაც ჰქონდათ, რომლებსაც ასეთი პრეცედენტის დაშვება არ უნდოდათ, მისი შანსები ისედაც ნაკლები იყო და ამ 1%-იანი შანსის გულისთვის ის კადრულობს უკადრებელს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენ გვიხარია იმიტომ, რომ ის არის ქართველი, ის არის საქართველოს მოქალაქე, სხვადასხვა პოზიციებზე არის ძალიან კარგი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ის წარმოადგენს საქართველოს და მის ხელისუფლებას და როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობაში გჭირდება, მაშინ რომ ქრება და მაშინ ჩნდება, ზარებით იკლებს ყველას და ყველაფერს და მათ შორის პრემიერ-მინისტრს, როდესაც მას სჭირდება პერსონალურად და მის პატრონებს სჭირდება და როგორ დაეპატრონნენ, თავის დროზე ეს უკვე ასე იყო და თავიდან თამაშობდა თუ მერე დაიწყო თამაში, ამაზე თვითონ გასცეს პასუხები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვეთ კომენტარი

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

მარტი 30, 2026
კვირის ბოლო ზოდიაქოს 4 ნიშანს წარმატებას ჰპირდება

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება

მაისი 18, 2025
„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ – დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

მაისი 18, 2025
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 1, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

„ამ ბილიკებზე დადიოდა წმინდა პაისი, ეს არის მისი კელია…“ – მამა შალვა კეკელია ათონის მთიდან კადრებს აზიარებს

აპრილი 1, 2026
სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

სიონის საკათედრო ტაძარში კვლავ მოქალაქეების უწყვეტი ნაკადია

აპრილი 1, 2026
სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სიახლე, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

აპრილი 1, 2026
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

აპრილი 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია