• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი რჩევები

როგორ მოვიქცეთ, როცა ავტომობილი წყალში იძირება

მაისი 16, 2025
ში რჩევები
როგორ მოვიქცეთ, როცა ავტომობილი წყალში იძირება

Car floating in flood water - computer generated image

0
გაზიარება
8
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

ბოლო დროს ხშირად ხდება, როდესაც ავტომობილები მტკვარში ვარდებიან და იძირებიან.

მოდი ვნახოთ, როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი წყალში იძირება (თვითგადარჩენების წესები ექსპერტებისგან და საერთაშორისო რეკომენდაციებიდან):

მნიშვნელოვანი ფაქტები:

წყალთან კონტაქტისას ავტომობილი ტივტივებს საშუალოდ 1-დან 8 წუთამდე (მინივენების ტიპის ავტომობილები, შესაძლოა, ცოტა მეტხანსაც);

ფანჯრების ჩაწევის ელექტრონული ფუნქცია წყალთან შეხების შემდეგ შენარჩუნებულია საშუალოდ 15-60 წამის განმავლობაში.

უნდა გახსოვდეს შემდეგი 4 ნაბიჯი და როგორც კი ავტომობილი შეეხება წყალს, დაუყოვნებლივ დაიწყე მათი შესრულება თანმიმდევრულად (დრო არ უნდა დაიხარჯოს სხვა არაფერზე (!)):

1 – გაიხსენი ღვედები (თუ მარტო არ ხარ მანქანაში, პარალელურად დაიძახე ხმამაღლა, რომ ყველამ გაიხსნას ღვედები);

2 – ჩაწიე/ჩაამსხვიე ფანჯარა;

3 – გაათავისუფლე ბავშვები სავარძლიდან;

4 – სასწრაფოდ დატოვეთ ავტომობილი ფანჯრიდან. პირველ რიგში უშვებთ ბავშვებს, შემდგომ გადიხართ თქვენ. ასაკით უფროსი ბავშვი მიდის წინ, შემდგომ მიჰყვებიან დანარჩენები).

მანქანიდან თავის დაღწევის შემდეგ:

ეცადე გამაგრდე სტაბილურ ადგილას. იდეალურ ვარიანტში, თუ ავტომობილი ახლოს არის ნაპირთან – ნაპირზე; სხვა შემთხვევაში – აძვერი ავტომობილის სახურავზე;

საკუთარი შესაძლებლობების, გარემოს, რისკისა და სარგებელის შეფასების შემდეგ, გადაწყვიტე – ჯობს გაცურვა და ნაპირთან მიახლოვება თუ არა;

დარეკე 112-ში, ითხოვე შველა.

რა არ უნდა გააკეთო?

არ დარეკო ავტომობილიდან. 112-ში რეკავ ავტომობილიდან თავის დაღწევის შემდეგ;

არ ეცადო კარების გაღებას, საუკეთესო და ყველაზე მარტივია ფანჯრიდან გამოსვლა. ავტომობილის კარის გაღებას ვცდილობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერანაირად ვერ ჩავწიეთ/ჩავამტვრიეთ ფანჯარა და მანქანაში უკვე შემოსულია დიდი რაოდენობის წყალი, რომელიც სცდება ფანჯრის დონეს;

არ ეცადო საქარე მინის (“პარპრიზი”) ჩამსხვრევას, საუკეთესო გამოსავალი არის გვერდითი ფანჯარა.

დამატებითი ინფორმაცია:

ავტომობილში იქონიე მინის ჩასამსხვრევი ხელსაწყო, მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას;

ხელსაწყოს არქონისას, ეცადე მინა ჩაამსხვრიო – ნებისმიერი მყარი საგნით, რაც მოსახერხებელია – ფეხით იდაყვით, მუშტით.

შეგვიძლია ვიხმაროთ სავარძლის საზურგის ზედა ნაწილი (თავის მისაყრდნობი ბალიში) – მოხსნის შემდეგ ვნახავთ, რომ მას აქვს მეტალის ორი, საკმაოდ მყარი ჯოხი;

გვერდითი ფანჯრის მინის ჩატეხვა ჯობს მინის კიდეში დარტყმით და არა ცენტრში;

რეგულარულად ივარჯიშე, წინა სავარძელზე ჯდომისას, დახუჭული თვალებით როგორ გახსნა უკანა (მათ შორის ბავშვის) სავარძლის ღვედები;

ისწავლეთ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ხშირად იმეორე ამ თანმიმდევრობით:

1 – ღვედები

2 – ფანჯარა

3 – ბავშვები

4 – გარეთ

ცნობისთვივს, ყველა იმ ავტოსაგზაო შემთხვევას შორის, რომელშიც მხოლოდ ერთი ავტომობილი მონაწილეობს, ყველაზე ხშირად, ლეტალური შედეგით სწორედ წყალში ჩავარდნის ტიპის ავტოსაგზაო შემთხვევები სრულდება.

ამ ტიპის შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ არსებობს მაღალი ეფექტურობის მქონე სამაშველო პროტოკოლი, შესაბამისად, წყალში ჩავარდნის ტიპის ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე ეფექტურია თვითგადარჩენის წესების ცოდნა.

იდეალურ შემთხვევაში, მანქანიდან თავის დაღწევა უნდა მოხდეს ავტომობილის წყალთან შეხებიდან 1 წუთში. ბოლო 1 თვის განმავლობაში თბილისში სამჯერ დაფიქსირდა ავტომობილის მტკვარში გადავარდნის შემთხვევა, მათ შორის ერთ-ერთი კი, სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
ოპტელი ბერების ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს

სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის – მოძღვრის განმარტება

ივნისი 9, 2026
რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

რომელი უფრო სასარგებლოა, ძაღლთან თუ კატასთან ძილი? – ნახეთ კვლევის შედეგები

ივნისი 9, 2026
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურის ჩხირებმა?

ივნისი 9, 2026
ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ქალების უმეტესობა ამ შეცდომას უშვებს – რას ელის მამაკაცი რეალურად?

ივნისი 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია