რუსეთი ფრონტის ხაზზე ძალებს იკრებს, რათა უკრაინაში დამატებითი ტერიტორიები დაიკავოს, – ამის შესახებ CNN-ს ორმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა განუცხადა.
„რუსი სარდლები დიდი ძალის შექმნას ცდილობენ“, – აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი.
მან დასძინა, რომ სავარაუდო შეტევის მიზანი აღმოსავლეთ უკრაინის დამატებითი ტერიტორიების დაკავება იქნება.
„პუტინი შეეცდება დაიპყროს ყველა ტერიტორია, რაც კიევამდე არის. რუსები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მიიღონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ“, – განუცხადა მეორე წყარომ მედიასაშუალებას.













დატოვეთ კომენტარი